“სად ჩანს აბა, რომ ელისაშვილს ურტყამენ? არ ჩანს” – კალაძე

ალეკო ელისაშვილზე, რომელსაც ძალადობის კვალი გარეგნულადაც ეტყობა, ჩატეხილი აქვს ნეკნი, თავდასხმას “ვერ ხედავს” “ქართული ოცნების” ლიდერი და თბილისის მერი და ამბობს: სად ჩანს აბა, რომ ურტყამენ? ვერ ვხედავ კი არა არ ჩანს. ისიც მაჩვენეთ, მაშინ ალეკო ელისაშვილი პოლიციის კორდონში რომ ვარდებოდა. თქვენ მაშინ უნდა მოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც ელისაშვილმა იკადრა? ეს მისაღები […]

სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვა — გომელაური პოლიციელთა მიერ ელისაშვილის ცემაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პოლიციელების მიერ ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემა „სამწუხაროა“. ამის შესახებ გომელაურმა დღეს, 19 აპრილს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. გომელაურს საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა მოუწოდეს, რომ პოლიციელთა მიერ ალეკო ელისაშვილის ცემა შეეფასებინა. „მინდა ორი სიტყვით ბატონ ელისაშვილზე, ძალიან სამწუხაროა… სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვა… გამოძიება დაიწყო და რა მოხდა, გაარკვევს […]

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს. პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში უმნიშვნელოვანესია. აღსანიშნავია, რომ პროექტის სამიზნე ჯგუფია ადგილობრივი ბიზნესი, განსაკუთრებით ქალი მეწარმეები. პროექტი გერმანიის […]

ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მლნ ლარად იყიდება – ვის ეკუთვნის ქონება და რა აკავშირებს ახალაიასთან?

ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“ 15 მლნ ლარად იყიდება. ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია „ოქროს საწმისი“ და მისი თანმხლები მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართი 52 929 კვ.მ.-ს შეადგენს. „სასტუმროს შენობა წარმოადგენს რკინაბეტონის ცხრა სართულიან ნაგებობას. ჯამში სასტუმროს შენობაში 106 ნომერია. სასტუმროს კომპლექსი შედის: შიდა და გარე აუზი, ბარ-რესტორანი და იახტ კლუბი. სასტუმრო აღჭურვილია მოძრავი ქონებით. ქონებაზე გავრცელებულია შეზღუდვები […]

2023 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უცხოეთიდან ₾11,9 მლნ ლარის გრანტი და ₾1,3 მლრდ კრედიტი მიიღო

2023 წლის განმავლობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უცხო ქვეყნებიდან, როგორც სამთავრობო უწყებებიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 11,9 მლნ ლარი გრანტი მიიღო. ხოლო კრედიტის სახით უწყებას 2023 წელს 1,3 მლრდ ლარი აქვს აღებული. ეს მონაცემები სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია მოცემული, რომელიც სამინისტროს მიერ 2023 წლის IV კვარტალის შედეგებს ასახავს.

სუს-ის ანგარიში – 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომელიც 2018 წლიდან 70%-ით არის გაზრდილი. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტმა 159 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რომლის 41% რუსულ ტრანშს წარმოადგენდა. ცხინვალის რეგიონს, ე.წ. ბიუჯეტი დაახლოებით 107 მილიონი აშშ დოლარი. „ანექსიის ჭრილშია […]

ვახტანგ გომელაური – აქციაზე 40 პირი დავაკავეთ, მათი ნაწილი პოლიციელებს ესროდა ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას – პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას

ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით – აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აგინებდნენ საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათი ოჯახის წევრებს და დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, იმ სიტყვებს ვერ გავიმეორებ ნამდვილად, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციაზე, […]

ვახტანგ გომელაური – სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს

2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2023 წელს კოორდინატორებმა 2307 პირს გაუწიეს მხარდაჭერა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წლიდან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური […]

ვახტანგ გომელაური – ნათლად ჩანდა, ვინ ძალადობდა – შეიძლება ბევრი იყო ოპოზიციიდან, არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ, ან თვითონ შედიოდნენ პოლიციასთან კონფლიქტში, შეურაცხყოფას აყენებდნენ

ელისაშვილის შემთხვევაზე ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო – მე რომ შეფასებები გავაკეთო იტყვით, რომ “აი, თქვენ გამოძიებაზე გავლენას ახდენთ”, ამიტომ მეტს არაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რითაც პოლიციელების მიერ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს რატომ და როგორ […]

TI: “ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს

„ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს – ამ განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს და ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს იმ საფრთხეებზე, რაც ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს: “ეს ცვლილებები გაზრდის საქართველოში კრიმინალური და რუსული წარმომავლობის კაპიტალის შემოდინების რისკს”. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2021 წლის კვლევის […]