გიორგი ამილახვარმა სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ პროფესორ ჰარმ პიტერსს, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტ პროფესორ სუბჰა რამანსა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ პროფესორ რიკარდო ლეინ-ბორკეს შეხვდა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის […]

ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს – ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ?

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? – ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა. ანრი ოხანაშვილმა […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6711 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6728 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8453 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8532 ლარს შეადგენდა. […]

სუსის ვერსიით, ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას გეგმავდნენ უცხო ქვეყნები, უცნობია- რომლები

სუსი ანგარიშში წერს, რომ 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმებოდა. თუმცა ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომელი ქვეყნები გეგმავდნენ ამას. სუსის თანახმად, 2023 წელს გამოწვევად რჩებოდა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების საქმიანობა, საქართველოზე ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებისა და ქვეყანაში მათ ინტერესებში შემავალი პროცესების […]

“წინანდლის მამულმა” საერთაშორისო დაჯილდოება Luxury Awards-ზე საუკეთესო სასტუმროს ტიტული მოიპოვა

სასტუმრო “რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა” Luxury Lifestyle Awards 2024-ზე საუკეთესო ღვინის მარნისა და სასტუმროს ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა. Luxury Lifestyle Awards-ი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრემიალური ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების საუკეთესო ბრენდებს ავლენს. დაჯილდოება წელს მეთხუთმეტედ გაიმართა – ამ დროის განმავლობაში Luxury Awards-მა 100-ზე მეტი ქვეყნის 5 000-მდე დასახელების ბრენდის სერვისებიდან გამორჩეული, საუკეთესო კომპანიები, სხვადასხვა […]

ვეთანხმები და სწორია – გომელაური რუსულ კანონზე

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური რუსულ კანონზე: “მკითხეს კანონს ეთანხმებით თუ არა, აბა მითხარი, აბა მითხარი, თითებს გვიშვერდნენ, რა თქმა უნდა, მე ვარ როგორც შს მინისტრი, ასევე პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, გუნდის წევრი ვარ. ისე მეკითხებოდნენ, თითქოს რაღაც ჩამჭრელი კითხვა მკითხეს, გახარებული იყო, დიახ ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია”.

“ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს” – ლავროვის მხარდაჭერა ოცნებას

“ურბილესი კანონია… სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საუბრობს და “ქართულ ოცნებას” რუსულ კანონთან დაკავშირებით მხარდაჭერას უცხადებს. “საქართველოში ახლა დემონსტრაციები მიდის და იქ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ურბილესია”, – ამბობს ის. აქვე, ლავროვი “ქართული ოცნების” პროპაგანდას, რომლითაც კანონის მიღებას ამართლებს, […]

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ათეულში დასახელდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2024-ზე, მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილ აეროპორტების საუკეთესო ათეულში მოხვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად აეთეულში, დურბანის, ოტავას, გოასა და ბილუნდის აეროპორტები დასახელდნენ. ასევე, Skytrax World Airport Awards 2024-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეთერთმეტედ, […]

“რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს” – კახა კალაძის განცხადება

“რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! იმასაც გვეუბნებოდნენ, თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, დავშორდებოდით ევროკავშირს” – კახა კალაძის განცხადება კახა კალაძე რუსულ კანონს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მედიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. აი რა განცხადება გააკეთა მან: „რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს […]

“შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას” – კახა კალაძის განცხადება

“შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას” – კახა კალაძის განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას.” ასე გქმოეხმაურა კახა კალაძე რუსულ, “გამჭვირვალობის” კანონს დ ამასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ: […]