საქართველოში წელიწადში დაახლოებით 200-250 ათასი ტონა შეფუთვის ნარჩენი გროვდება – სოლომონ პავლიაშვილი

ნარჩენების მართვის, სათბური აირების ემისიების შემცირების და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის სისტემების დანერგვის მიმართულებით ახალი პროექტი იწყება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახალ პროექტს „ცირკულარული ქალაქის ლაბორატორია“ იწყებს. პროექტის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილემ GIZ-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ დონორი ორგანიზაციების ჩართულობა ქვეყნის მწვანე […]

ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს ალფონსო გარსია მორას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ. საუბარი შეეხო ქვეყანაში ტურიზმის სწრაფ და მნიშვნელოვან ზრდას. ასევე, მშენებლობისა და IT სექტორებში უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ ეს უკანასკნელი ქართულ ბაზარზე სწრაფად მზარდ მიმართულებას წარმოადგენს. IT სექტორი წარმატებით იზიდავს […]

“ამიტომაც არის ბრიყვი ის, ვინც კანონს უჭერს მხარს და იმედი აქვს, თვითონ სუფთა გამოძვრება” – შუღლაძე

კანონები, რომელიც კონტროლსა და ზეწოლას ისახავს მიზნად, მიღების მერე, რაღაც ხანი ზედაპირზე აღარ ჩანს ხოლმე. არ უნდა გვეგონოს, რომ ამ კანონებით ეგრევე საჯაროდ მოხდება ხალხისა და ორგანიზაციების გასამართლება და ხალხი ცხელ გულზე მიტინგებს გააგრძელებს. მისი მიმღები ისე მოიქცევა, რომ ხალხს ეს მიავიწყდეს… და ამის მერე დაიწყება პროცესი. კაფკას „პროცესი“ ამის უმშვენიერესი მაგალითია. ვისი და რისი […]

“შეიძლება არის რაღაც გადაცდომები, ალბათ, გაანალიზებს” – გადაცდომები სასჯელის გარეშე?

“ოცნების” დეპუტატი, გია ვოლკსი, ამბობს, რომ შესაძლოა, შსს–ს მართლაც ჰქონდა გადაცდომები, მაგრამ ამ გადაცდომების გამო ვინმეს დასჯას კი არ აანონსებს, არამედ, გაანალიზებას – რას მოიცავს გაანალიზება, მონანიებას, თუ უბრალოდ, საქმის ჩაფარცხვას, ამაზე ვოლსკი არ საუბრობს. შეიძლება არის რაღაც გადაცდომები, რომლებსაც, ალბათ, გაანალიზებს ყოველთვის შს სამინისტრო, იქ რაღაც თემებს ასწორებს, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანებს შორის არ იცვლება.

დასავლეთი ირანისთვის დეესკალაციის შეტყობინებების გაგზავნას თურქეთის საშუალებით ცდილობდა

დასავლეთის სახელმწიფოები, ბოლო დღეებში, ირანისთვის დეესკალაციის მოწოდების გზავნილების გადაცემას თურქეთის მეშვეობით ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი ავრცელებს. ირანისადმი დასავლეთის გზავნილები მანამდე გავრცელდა, ვიდრე პარასკევს გავრცელებული ცნობებით, ისრაელი ირანზე საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა. ამის შემდეგ ირანმა მიანიშნა, რომ შემდგომ შურისძიებას არ აპირებს. გასულ შაბათ-კვირას, ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კონტაქტი […]

კულებას თქმით, დიდმა შვიდეულმა უკრაინის დახმარების კონკრეტული ნაბიჯები შეიმუშავა

დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები შეთანხმდნენ „სპეციფიკურ ნაბიჯებზე“, რომლებიც საჭიროა რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინის დასახმარებლად. განცხადება ამის თაობაზე 19 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა. „ჩვენ განვსაზღვრეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები, უკრაინის დასახმარებლად გადადგამენ“,- თქვა კულებამ. ამასთან, მან ევროპა გააფრთხილა, რომ რუსეთის “ტრიუმფალური გამარჯვების” შემთხვევაში, ევროპას ომში […]

Reuters: ირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს

ირანი გასული ღამის თავდასხმის შემდეგ ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ირანის ხელისუფლების ანონიმურ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ისრაელის მხრიდან თავდასხმის შეზღუდული მასშტაბი და ირანის მდუმარება, სავარაუდოდ, დიპლომატების წარმატებულ ძალისხმევაზე მიანიშნებს, რომლებიც ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მუშაობდნენ. “შემთხვევის უცხოური წყარო არ დადასტურებულა. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი გარე შეტევა და დისკუსია უფრო მეტად იხრება […]

პოლონეთში დააკავეს ოპოზიციონერ ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმაში ეჭვმიტანილები

სამართალდამცველებმა პოლონეთში დააკავეს რუს ოპოზიციონერ ლეონიდ ვოლკოვზე ლიეტუვაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, რომელმაც პირადად პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას გადაუხადა მადლობა პოლონელი სამართალდამცველების “შესანიშნავი მუშაობისთვის”. ნაუსედას თქმით, ეჭვმიტანილებს ლიეტუვის ხელისუფლებას საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ გადასცემენ. კოლონიაში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეს, პოლიტიკოსსა და დისიდენტ ლეონიდ […]

“ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს“ – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ?” – პაპუაშვილის განცხადება

“ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავთ გამოცხადებული გარკვეულ კასტას – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს“ – რას ნიშნავს საერთოდ აცნობიერებენ?” – პაპუაშვილის განცხადება პრალამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება: “რო­გორც კი ჩვენ მო­ვიქ­ცე­ვით ევ­რო­პუ­ლად, ჩვენც მოგ­ვექ­ცე­ვი­ან ევ­რო­პუ­ლად. რო­გორც კი ჩვენ მო­ვიქ­ცე­ვით რო­გორც ქვე­შევ­რდო­მე­ბი, რომ­ლებ­საც თითს და­უქ­ნე­ვენ და გა­ჩუმ­დე­ბი­ან, არც ჩვენ მოგ­ვექ­ცე­ვი­ან ევ­რო­პუ­ლად. ჩვენ მოგ­ვე­ზღვე­ბა ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბის­თვის. რო­გორც კი […]

„თუ გამოვედი და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი თუ მიტინგზეო? თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას – თავისი“ – ზურა ყიფშიძის განცხადება

„თუ გამოვედი და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი თუ მიტინგზეო? თეატრს თავის ადგილი აქვს, პოლიტიკას – თავისი“ – ზურა ყიფშიძის განცხადება ასე ეხმაურება მსახიობი ზურა ყიფშიძე თეატრში რუსული კანონის საწინაანღმდგეგო სიტყვით გამოსვლას: „თუ რამე გინდა ვინმეს გააგებინო, საქმით უნდა გააგებინო და თუ გამოვედი სპექტაკლის მერე და ყვირილი დავიწყე, მაყურებელი ხომ გამიგიჟდება, სპექტაკლზე მოვედი […]