ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – 19 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.17 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.79 თეთრით. 19 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6711 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8453 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.86 ლარად.
„იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს“ – პრეზიდენტი აქციიდან გავრცელებულ ისტორიულ კადრებზე

რუსული, “გამჭვირვალობის” კანონის საწინაანღმდეგო აქციიდან ბევრი ისეთი კადრი გავრცელდა, რომელიც ისტორიას დარჩება. ამ ემოციური კადტებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებით დასამახსივრებელი იყო. ამ კადრში გოგონა საქართველოს დროშით ხელში დადის. კადრებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა: „მომავლის და საკუთარი თავის, რომ ჯერა ადამიანს, მისთვის შეუძლებელი არ არსებობს. იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს“
ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღებას იწყებს

ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღებას იწყებს. ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ერთი თბილი ოთახის მოსაწყობად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 22 მაისამდე იწარმოებს. „აღნიშნული ინფორმაცია მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიაწოდა. მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი აღნიშნულ […]
ანრი ოხანაშვილი – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება – თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როცა ხალხს ატერორებდით, ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არამოძალადეების ზნე და რეჟიმი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია მიმდინარეობს, ოპოზიციის მისამართით განაცხადა. „დღეს […]
ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ასამბლეაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის […]
შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ასაფ ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. „მან საქართველოს პარლამენტისადმი მადლიერება გამოხატა ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის 63-ე […]
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც დედაქალაქ პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა. Reuters-ის ინფორმაციით, საკონსულოს შენობაში შესულ მამაკაცს თან ყუმბარა და ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. სამართალდამცავებმა საკონსულოს შენობა ალყაში მოაქციეს და მამაკაცი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა დაკავებული. ინციდენტის გამო ახლომდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, ტერიტორიასთან მიახლოებისთვის თავი აერიდებიათ. […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6711 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6728 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8453 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8532 ლარს შეადგენდა. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ვახტანგ გომელაური – „ხარება“ ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია – მესმის, რატომაც გინდათ ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინოთ

ე.წ. ხარება ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია – მესმის, რატომაც გინდათ ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინოთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ოპოზიციას ასევე არ მოსწონს, რომ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეა. „ძალიან ხშირად ვახსენეთ ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი. ეს ადამიანი, ე.წ. ხარება თითქმის […]