კანონპროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გარეშე მიიღოს

შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ექნება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს. შესაბამისი ცვლილებები „პოლიციის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებების მიხედვით, შს მინისტრს შეეძლება, საკუთარი ბრძანებით, კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობებიც განსაზღვროს. დღეს მოქმედი კანონით, პოლიციაში სამუშაოდ პირი მიღებული უნდა იყოს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. „2025 წლის […]

ევროკავშირში შესვლა-გასვლის ახალი სისტემის EES-ის ამოქმედება კვლავ გადაიდო

EES-ის (The Entry/Exit System) ძალაში შესვლის თარიღი კვლავ გადაიდო: ევროკავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ამ მხრივ 2024 წელს სიახლეები არ უნდა იყოს მოსალოდნელი. EES არის ავტომატური რეგისტრაციის სისტემა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში ჩადიან მოკლევადიანი ვიზებით ან უვიზოდ. სისტემის დანერგვის შემდეგ ყველა მოგზაური, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა შეუძლია, აღნიშნულ სისტემაში უნდა დარეგისტრირდეს. […]

დააკავეს პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი — პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი, რომელიც, ახლობლების ცნობით, დაახლოებით საღამოს 8 საათიდან არ გასულა კონტაქტზე, დაკავებულია. შს სამინისტროს ცნობით, ჩახუნაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას. ჩახუნაშვილის ახლობლების ცნობით, სახლიდან აქციაზე გასვლის შემდეგ, ჩახუნაშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ხოლო მისი მანქანა სახლთან ახლოს იყო მიტოვებული. გარდა ამისა, გუშინ, 8 დეკემბერს, […]

თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს – 10 დეკემბერს, 17.00-ზე შსს-სთან

თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს – საპროტესტო აქცი 10 დეკემბერს, 17:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გულუას 8 ნომერთან გაიმართება.

შსს: ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე მოკლეს, მომხდარზე 2 უცხოელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე მოკლეს: ,, დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ი.ჯ და 1985 წელს დაბადებული ბ. თ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს: 2000 […]

რისთვისაა სასამართლო, თუ უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლზე? – მოსამართლის განსხვავებული აზრი პრეზიდენტის სარჩელზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა განსხვავებული აზრი დაწერა საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც ისინი არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. საკონსტიტუციოს სასამართლოს ცხრაწევრიანი პლენუმის შვიდმა მოსამართლემ 29 ნოემბერს დაუშვებლად ცნო სარჩელები. გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ და განსხვავებული აზრი დაწერეს მოსამართლეებმა, თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ. 9 დეკემბერს გამოქვეყნდა თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი, სადაც იგი განმარტავს, რატომ […]

ოთხი ადამიანის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. მათ 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 […]

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს

პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა. ცნობისთვის, წინა დღით […]

მამუკა მდინარაძე – გახარიას წამოსცდა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ამბები ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწროს, ამის შემდეგ აღარაფრის იმედი აქვთ – ბოლო რესურსი დახარჯეს, კარგი ვქენით, რომ წინასწარ დავახარჯვინეთ

გახარიას წამოსცდა იმის დამადასტურებელი სიტყვები, რაზეც ჩვენ კვირაზე მეტია ვსაუბრობთ – წამოსცდა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ამბები ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწროს, ამის შემდეგ მათ აღარაფრის იმედი აქვთ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, „როგორც მინიმუმ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის კანონებზე ზეწოლა შემცირდება“. „გახარიას წამოსცდა იმის დამადასტურებელი სიტყვები, […]