ლევან ხაბეიშვილი – „პოლიტიკოსებისგან“ , რომლებიც ორი დღეა რეჟიმს „დაეჯახნენ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება, უხერხულია – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, ვალს გვადებენ! იქნებ ახლა მაინც მოკეტოთ?

ცოტა უხერხულია, ორი დღეა რეჟიმს „დაეჯახნენ“, ასეთი „პოლიტიკოსებისგან“ „ნაციონალური მოძრაობის“ აუგად მოხსენიება! ჩვენ რომ რუსულ რეჟიმს ვებრძოდით, ეს ხალხი ივანიშვილს ამაგრებდა, მათი ხელშეწყობით მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე – ზოგმა დათვის ტყვიებიც გვესროლა, თვალებიც დაგვთხარა და ახლა, აქეთ ვალს გვადებენ! – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ის მოუწოდებს, „პარტიულ კეკლუცობას […]
2024 წელს გლობალური რეკლამის შემოსავალი პირველად 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

გლობალური სარეკლამო ინდუსტრიის შემოსავალი 2024 წელს პირველად 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. მოსალოდნელია, რომ Google, Meta, ByteDance, Amazon და Alibaba მთლიანი თანხის ნახევარზე მეტს იმ ბაზარზე გამოიმუშავებენ, სადაც ტექნოლოგიების სექტორი დომინირებს. ამის შესახებ მედია სააგენტო GroupM იტყობინება. სააგენტოს შეფასებით, დიდ განვითარებულ ბაზრებზე მძიმე ეკონომიკური პირობების მიუხედავად, გლობალური რეკლამის შემოსავალი 2024 წელს 9,5%-ით გაიზრდება. პროგნოზის მიხედვით, 2025 […]
აშშ აწესებს ახალ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პირებზე – მილერი

“აშშ აწესებს ახალ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პირებზე”, – ამის მეთიუ მილერი X-ზე წერს. მილერი აანონსებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიური პრესის ბრიფინგის, სადაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
2024 წელი ისტორიაში ყველაზე თბილი იქნება – მეცნიერები

მიმდინარე წლის ნოემბერი მეორე ყველაზე თბილი თვე იყო დაკვირვებების ისტორიაში რაც ადასტურებს მოლოდინს, რომ 2024 წელი ყველაზე თბილი წელი იქნება. კლიმატის ცვლილებების მონიტორინგის სამსახურის „კოპერნიკის“ მონაცემებით, გლობალური ტემპერატურა ნოემბერში საშუალოდ 14,1°C იყო, რაც 0,73°-ით აღემატება 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. მთლიანობაში, 2024 წლის ნოემბერი 1,62°C-ით აღემატებოდა პრეინდუსტრიულ დონეს. ამრიგად, ეს ბოლო 17 თვიდან მე-16 თვეა, როდესაც […]
,,აშშ აწესებს ახალ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პირებზე“ – მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი X-ზე წერს: ,,აშშ აწესებს ახალ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ პირებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას, დავიცვათ ისინი, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს”
თუ საქართველო ევროპულ ორბიტას ჩამოშორდება, ქვეყნის მთავარ საყრდენს დაკარგავს – საქართველოს ინფორმაციულ-ტექნოლოგიური ასოციაცია

საქართველოს ინფორმაციულ – ტექნოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე თოხაძე BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ამბობს, რომ თუ საქართველო ევროპულ ორბიტას ჩამოშორდება, ის ეკონომიკისა და ქვეყნის მთავარ საყრდენს დაკარგავს. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე რეჟიმს აპროტესტებენ, არიან გამორჩეული ინტელექტუალი ნაწილი. თუმცა, თოხაძე დასძენს, რომ საზოგადოებას შორის არ მიდის კონსტრუქციული დიალოგი და იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებამ მთავრობის დაყოფა და […]
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მექსიკაში აშშ-ის ყოფილი ელჩს, კრისტოფერ ლანდაუს დანიშნავს

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მექსიკაში აშშ-ის ყოფილი ელჩს, კრისტოფერ ლანდაუს დანიშნავს. როგორც გამოცემა წერს, კრისტოფერ ლანდაუ იმუშავებს აშშ-ის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე და გაატარებს საგარეო პოლიტიკას პრინციპით – „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის როლსაც ასრულებს. გამოცემა იუწყება, რომ ლანდაუს გამოცდილების გათვალისწინებით, ის არალეგალური […]
„საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შევა ცვლილება, რითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება – მამუკა მდინარაძე

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას. „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება. ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს საჯარო სექტორის […]
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს და დაწვეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს და დაწვეს. მოქალაქეებმა კუბო, რომელშიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ფიტული იყო მოთავსებული, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე სპეციალური კორდონით შემოიტანეს. კუბოს დემონსტრაციულად დაწვას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოყვა.
უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში ასეულობით მილიონის პროექტები გააჩერეს – GLCC Law Firm

GLCC Law Firm-ში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული პროცესების ფონზე, უცხოელმა ინვესტორებმა რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი შეაჩერეს. როგორც კომპანიის პარტნიორმა, შალვა ცხაკაიამ BMG-ის განუცხადა, საუბარია ასეულობით მილიონის პროექტებზე უძრავი ქონებისა და ტურიზმის დარგში, რომლებიც განვითარებული მოვლენების, მათ შორის ევროინტეგრაციის შეჩერების გამო ინვესტორებმა დააპაუზეს. მისივე შეფასებით, მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება სწორედ დაძაბული […]