მამუკა მდინარაძე – გახარიას წამოსცდა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ამბები ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწროს, ამის შემდეგ აღარაფრის იმედი აქვთ – ბოლო რესურსი დახარჯეს, კარგი ვქენით, რომ წინასწარ დავახარჯვინეთ

გახარიას წამოსცდა იმის დამადასტურებელი სიტყვები, რაზეც ჩვენ კვირაზე მეტია ვსაუბრობთ – წამოსცდა, რომ ოპოზიცია ცდილობს, ამბები ტრამპის ინაუგურაციამდე მოასწროს, ამის შემდეგ მათ აღარაფრის იმედი აქვთ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის განმარტებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, „როგორც მინიმუმ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის კანონებზე ზეწოლა შემცირდება“. „გახარიას წამოსცდა იმის დამადასტურებელი სიტყვები, […]
პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 10 დეკემბერს უყრის კენჭს

პარლამენტი, 10 დეკემბერს, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილისა და პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს. საკითხს თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გავა. გარდა ამისა, პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, პარლამენტის დღის წესრიგშია ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, ანრი […]
მარკ რუტე მაია სანდუს შეხვდება

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვის პრეზიდნეტს, მაია სანდუს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს. ხვალ, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს მიიღებს. ასევე, მაია სანდუ ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს სიტყვით მიმართავს.
გაეროს უშიშროების საბჭო ასადის დამხობის შემდეგ სირიის საკითხზე იმსჯელებს

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, რაც ამბოხებულების სწრაფ წინსვლას მოჰყვა, გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათისთვის დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები დაგეგმა, რომელიც სირიაში შექმნილ ვითარებას შეეხება. უშიშროების საბჭოს სესია მოითხოვა რუსეთმა, რომელიც ასადს სამხედრო დახმარებას 14 წლის განმავლობაში უწევდა. სესიაზე განიხილავენ მოვლენების განვითრებას, მათ შორის შესაძლო შედეგებს, რაც გოლანის მაღლობებზე გაეროს სამშვიდობო მისიას შეეხება. […]
პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაახლოებით ერთი საათის წინ პედიატრს ოჯახის წევრები ეძებდნენ. ახლობლები აცხადებდნენ, რომ ჩახუნაშვილი სახლიდან მეგობართან შესახვედრად გავიდა, შემდეგ კი ვეღარ უკავშირდებოდენ და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქოდათ.
მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა – ჟორდანიას კლინიკა

მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა – ჟორდანიას კლინიკა ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოს მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და საჭიროების შემთხვევაში, უანგარო დახმარებას სთავაზობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა. “ი.ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას […]
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკა გამოჩნდა

თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკა გამოჩნდა თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის 3 მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების რამდენიმე ავტობუსია განლაგებული. ასევე ადგილზეა სახანძრო-სამაშველო მანქანები. პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე კი სამართალდამცავების მობილიზება ამ დრომდე არ შეინიშნება. პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე მე-12 დღეა მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების“ 28 […]
“მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ დახმარება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალადობის შედეგად დაშავდა” – ბოხუას კლინიკა

“მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ დახმარება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ძალადობის შედეგად დაშავდა” – ბოხუას კლინიკა ნ.ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი საქართველოს მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებს და საჭიროების შემთხვევაში, უანგარო დახმარებას სთავაზობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა. “ნ.ბოხუას სახელობის სამედიცინო ცენტრი და მისი პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, […]
აფხაზეთში ინტერნეტის შეზღუდვის საკითხი განიხილება

აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, აფხაზეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შტაბმა, ელექტროენერგიის დეფიციტის ფონზე, ინტერნეტ პროვაიდერებს ხვალ 00:00-დან 07:00 საათამდე ინტერნეტის გამორთვის თხოვნით მიმართა. დღეიდან, 9 დეკემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ელექტროენერგიის გათიშვის კიდევ უფრო მკაცრი გრაფიკი ამოქმედდება. ამის შესახებ კომპანია “ჩერნომორენერგო” იტყობინება, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა არა გამორთვის, არამედ ჩართვის გრაფიკი. “რესპუბლიკის ენერგომომარაგებაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, […]
ჯო უილსონი: არ შეიძლება ვიდგეთ და საქართველოს დიქტატურაში ჩავარდნის საშუალება მივცეთ

აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი მორიგ ჯერზე მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი. „საქართველოს არალეგიტიმური მარიონეტული მთავრობა აგრძელებს ქართველების სასტიკად დარბევას. მოვუწოდებ [სახდეპს] უმალ დაასანქციროს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელქვეითები. არ შეიძლება ვიდგეთ და საქართველოს დიქტატურაში ჩავარდნის საშუალება მივცეთ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, — წერს იგი. უილსონი აშშ-ის კონგრესში „ოცნებისადმი“ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი […]