რუსეთის რვა ოლქს თავს დრონებით დაესხნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რვა ოლქს თავს დრონებით დაესხნენ. მათივე ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ტულის, სმოლენსკის, რიაზანის, კალუგისა და მოსკოვის ოლქებში გაანადგურა. ასევე, სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის, ვასილი ანოხინის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, კარდიმოვსკის რაიონში მდებარე სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტში ხანძარი გაჩნდა.

„მიუხედავად მრავალი წარმატებული პროექტისა და სახელმწიფოს მხრიდან სექტორის ყოველწლიურად მზარდი დაფინანსებისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგების საკითხები“ – ირაკლი ქარსელაძე

„მიუხედავად მრავალი წარმატებული პროექტისა და სახელმწიფოს მხრიდან სექტორის ყოველწლიურად მზარდი დაფინანსებისა, კვლავ გამოწვევად რჩება ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგების საკითხები“ – ირაკლი ქარსელაძე „წყლის მსოფლიო სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც წარმოდგენილი არიან დარგის წამყვანი მსხვილი კომპანიები და იძლევა საქართველოში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის განვითარების შედეგებზე და მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიაში დაგროვილ გამოცდილებაზე საუბრის კარგ შესაძლებლობას. ასევე, მნიშვნელოვანია როგორც […]

2024 წელს საქართველოში 1 კგ შვრია 40 თეთრად შემოვიდა – იმპორტიორი ქვეყნები

2024 წელს საქართველოში 1 კგ შვრია 40 თეთრად შემოვიდა – იმპორტიორი ქვეყნები 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 70 960 დოლარის ღირებულების 452.45 ტონა შვრიის იმპორტი განხორციელდა. (1კგ- 40 თეთრი) სამი თვის მანძილზე, გერმანიიდან 420 დოლარის ღირებულების 1.95 ტონა შვრია, ხოლო რუსეთიდან 66 760 დოლარის ღირებულების 450.50 ტონა შვრია შემოვიდა. გერმანიიდან იმპორტირებული 1კგ შვრიის ღირებულებამ ($2.15) 5.75 […]

კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს – EBA

ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორთა საბჭო ევროპული ბიზნეს ასოციაცია, “რუსული კანონის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტი ბევრ რისკს შეიცავს, მათ შორის უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს ქმნის. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, სასწრაფოდ გაიტანონ ეს კანონპროექტი. “პატივცემულო სპიკერო, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) დირექტორთა საბჭოს სახელით ვეხმიანებით კანონპროექტს „უცხოური გავლენის […]

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა, იდენტიფიცირებულია, როგორც მაქს აზარელო და იგი ფლორიდის შტატიდან არის. აზარელო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. პოლიციის ცნობით, მამაკაცის სამიზნეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ან სასამართლო […]

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თერჯოლის გგს-ში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 22 აპრილის 12:00-დან 13:00 საათამდე არგვეთის მიმართულების მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. „გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 22 აპრილის 12:00-დან 13:00 […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

“ამოქმედებული ცვლილებები შეიძლება საჭიროა, მაგრამ არასაკმარისი” – ფერმერთა ასოციაცია აგროდაზღვევაზე

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს, ნაცვლად 10 ჰექტარისა, ფერმერები არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევას შეძლებენ, მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, 50 ჰექტარის ნაცვლად, შესაძლებელი ხდება არაუმეტეს 100 ჰექტარის დაზღვევა. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამაში დაკორექტირდა სადაზღვევო ტარიფები და ზარალის შეფასების ვადებიც. დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში […]

მატჩის დღე! კვარაცხელია კარგად ათამაშებულ შეტევაში და გუნდი, რომელმაც გარსია შეიწირა…

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში ევროტურნირებისთვის მებრძოლი მოქმედი ჩემპიონი, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი”, “ემპოლის” ესტუმრება, სადაც გასულ ტურში 19 წლის საბა გოგლიჩიძე განაცხადს დაუბრუნდა. “სტადიო კარლო კასტელანიზე” (16 284 მაყურებელი) გუნდები დღეს, 20 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ითამაშებენ. მოგეხსენებათ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგა განახლებული ფორმატით ჩატარდება, გუნდების რაოდენობა 36-მდე გაიზრდება, იტალიამ კი იქ უკვე 5 მონაწილე […]

4ჰოსპიტალსის ვიზიტი რიგით მე-13 კარგიოლოგიურ კონფერენცია „India Live 2024”-ზე ქ. ნიუ-დელიში

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4ჰოსპიტალსისთვის, განვლილი 10 წლის მანძილზე მოპოვებული ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია მისი ლოიალურობა და სანდო პარტნიორობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 2014 წლიდან დღემდე, 4Hospitals უმაღლესი ხარისხის, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქციით ამარაგებს 300-ზე მეტ დაწესებულებას სრულიად საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორც ამერიკის, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია ისიც, […]