რუსეთის რეგიონებში 50 დრონი ჩამოაგდეს. დაიღუპა ორი ადამიანი

20 აპრილის ღამეს რუსეთის რვა რეგიონში ორმოცდაათი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს. უწყების ცნობით, 26 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს ბელგოროდის რაიონში, ათი ბრაიანსკის, რვა კურსკის ოლქის თავზე, ორი ტულის რეგიონში და თითო სმოლენსკის, რიაზანის, კალუგისა და მოსკოვის რაიონებში. ბელგოროდის რაიონის სოფელ პოროზში, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კერძო […]

ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტს წარუდგენს პროექტს, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ

ფრაქცია „ქართული ოცნება“ საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის მიზნით სპეციალური საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის – პარლამენტს წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება. მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილების შედეგად, 10%-იანი შეზღუდვა 20%-ით იცვლება. ამასთან, ანაზღაურებადი ხდება საჯარო […]

ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების კალსოს სამხედრო ბაზაზე მდებარე სამეთაურო პუნქტში აფეთქების მიზეზი საჰაერო დარტყმა იყო. აფეთქების შედეგად, ერთი მებრძოლი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის უკან. კალსოს […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის – „PROMENT“ მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის – „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” (PROMENT) ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ავსტრია), პერუჯის უნივერსიტეტი (იტალია), სილესიანის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი […]

“პროცესი დაიძრა” – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება

ავტორი: ვადიმ დუბნოვი, პრაღა კრიზისი სომხეთსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაქომ პირობითი საზღვრის სიახლოვეს ოთხი სოფლის მისთვის გადაცემა მოითხოვა, ამოწურულია. საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი კომისიის წარმომადგენლებმა 19 აპრილს განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. დელიმიტაციის პროცესი საბოლოოდ დაწყებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ ამბავმა დაამშვიდა ყველა, ვისაც ახალი ესკალაციის შიში ჰქონდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, […]

28 აპრილი – 1 მაისი – “პოლონური მუსიკა და მისი გზა – საქართველო 2024”

აპრილის ბოლოს პოლონელი მუსიკოსები კონცერტს გამართავენ. პროექტი 2023 წლის გაზაფხულზე დაიგეგმა და პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება. პროექტის ფარგლებში პოლონელი მუსიკოსები კონცერტების სერიის გარდა, კონსერვატორიაში მასტერკლასებსა და ლექციებს ჩაატარებენ. ერთ-ერთი მათგანია მარეკ შლეზერი (ფორტეპიანო); მარეკ შლეზერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლონელი პიანისტია. იგი კონცერტებს მართავს ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა: Carnegie Hall, Concertgebouw, Palais des Beaux-Arts, […]

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს რაჭის რეგიონისთვის დაცული ტერიტორიის შექმნის პოტენციალის შესწავლა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უმნიშვნელოვანესია, რათა მოსახლეობა გაეცნოს დაცული ტერიტორიების დაარსებით მიღებულ შესაძლო სარგებელს რეგიონული განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კონტექსტში. მიმდინარე ეტაპზე, რაჭის რეგიონში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კვლევა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების […]

შენგელიას კარგმა თამაშმა “ვირტუსს” ბასკონიაში ვერ უშველა – ბოლონიელები ევროლიგას დაემშვიდობნენ [VIDEO]

თორნიკე შენგელია და ვირტუს ბოლონია ევროტურნირს დაემშვიდობნენ. ევროლიგის პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლმა ბოლონიელებმა პლეი ინის ფინალური შეხვედრა სტუმრად, ბასკონიასთან 77:89 დათმეს და მეოთხედფინალში ვერ გადავიდნენ. ვირტუსისთვის თავიდან საქმე კარგად მიდიოდა, თუმცა მე-3 პერიოდში ჩავარდნამ შენგელიას გუნდი წასაგებად გაწირა. ბასკონიამ 31:16 მოიგო ხსენებული პერიოდი და მოსაგებად საკმარისი ლიდერობა დაიბევა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყოფილ გუნდთან მატჩში ტრადიციულად […]

„ქალები ვირჩევთ ევროპას“ – საქართველოში ქალების მარში გაიმართება

დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქალთა მარშს გამართავს. ქალების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. ქალები შეიკრიბებიან ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში. ქალთა მარშის მთავარი მოთხოვნა წელსაც, ისევე როგორც ერთი წლის წინ, მარტში, „აგენტების კანონის“ პარლამენტიდან გაწვევაა. ქალთა მოძრაობა აცხადებს, რომ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს […]