კოლსი: “თუკი დასავლეთში მართლაც აქვთ ასეთი კანონები, რატომ მოგიწოდებენ მისი უარყოფისკენ?”

„სად მიჰყავს საქართველო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს? ნამდვილად არა დასავლეთისკენ. ესაა „ალიკაპი“ საწინააღმდეგო აზრისა და კრიტიკისთვის – ასეთია შეფასება, რომელსაც რამდენჯერმე იმეორებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რიჰარდს კოლსი. ისაა ერთ-ერთი ინიციატორი და თანაავტორი იმ წერილისა, რომელსაც ხელს 14 ევროპული ქვეყნის პარლამენტების შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები აწერენ და ერთხმად მოუწოდებენ „ქართულ […]

საკადრო პრობლემებით და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იმედით – როგორი იქნება “ემპოლისთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა?

დღეს, “ემპოლისთან” სერია A-ს 33-ე ტურის გასვლით მატჩში, “ნაპოლის” დისკვალიფიცირებული ამირ რაჰმანი და მარიო რუი და ტრავმირებული მატიას ოლივეირა ვერ დაეხმარებიან. ამიტომ მწვრთნელ ფრანჩესკო კალცონას იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწევს. areanapoli-სა და calcionapoli24-ს ცნობით, “ნაპოლი” თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი. ვინაიდან იტალია მომავალ სეზონში […]

“იბერია 1999”-ის ზედიზედ მეხუთე მოგება

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის პირველი მატჩი გაიმართა. ლიდერმა თბილისის “იბერია 1999”-მა “თელავს” სტუმრად 3:0 მოუგო. თელავი 0:3 იბერია 1999 გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა “იბერია 1999”-მა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო. ამჯერად “თელავს” სტუმრად აჯობეს. პირველი გოლი ყველაზე ლამაზი გამოვიდა: გიორგი კოხრეიძემ შორიდან მოულოდნელი დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში კი, შვიდწუთიან მონაკვეთში იბერიელებმა სოლიდური უპირატესობა მიიღეს. ჯერ შეიკნე […]

ყირგიზეთში TIKTOK დაიბლოკა

სოციალური პლატფორმა TikTok ყირგიზეთში ოფიციალურად დაიბლოკა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ციფრული განვითარების სამინისტრო ავრცელებს: “რეგულაციისა და თვალყურის სამსახურმა კავშირგაბმულობის ოპერატორებს აღნიშნული პლატფორმის შეზღუდვის თხოვნით მიმართა. გადაწყვეტილება მიღებულია “ბავშვთა ჯანმრთელობის, ფიზიკური, ინტელექტუალური, სულიერი და მორალური განვითარების” კანონის საფუძველზე”. ციფრული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, პლატფორმა “სრულიად უცენზუროა” და გადაწყვეტილების მიღებამდე გათვალისწინებულ იქნა სხვადასხვ არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების შედეგები, […]

სომხეთ-აზერბაიჯანი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე პირველად შეთანხმდნენ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმებას პირველად მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამი იყო ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სასაზღვრო კომისიების მე-8 შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა. საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც მდებარეობდა ოთხი სოფელი, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. როგორც განცხადებაში წერია, საზღვარი გაივლება სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად, ანუ […]

ამერიკამ გასაგებად გვითხრა – თქვენ ეს კანონი არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩემგან გამოგზავნილ ფულს მე თქვენ არ გაკონტროლებინებთო

ამერიკამ გასაგებად გვითხრა – თქვენ ეს კანონი არ გჭირდებათ, იმიტომ, რომ ჩემგან გამოგზავნილ ფულს მე თქვენ არ გაკონტროლებინებთო „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმიანება და „საუკუნის კურიოზს“ უწოდებს იმ შეფასებებს, რასაც ადგილი აქვს უცხოელი პარტნიორების მხრიდან. როგორც ჟურნალისტებს ჩიბურდანიძემ განუცხადა, უცხოელების მხრიდან გამაოგნებელი კომენტარები კეთდება როგორც ამერიკიდან, ასევე […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად, მასაურას დაწყებითი სკოლის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და ორთაბათუმში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. სოფელი მასაურა – დაწყებითი სკოლის სამშენებლო სამუშაოები, სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი და სამშენებლო სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება – 519 337 […]

ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას 20 აპრილსაც გამართავენ

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დასრულდა. როგორც მათ განაცხადეს, აქციას პარლამენტთან 20 აპრილსაც გამართავენ, კვლავ 19:00 საათზე. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „განვაგრძობთ ბრძოლას სტუდენტები. გამოდით ლექტორებო, გამოდით ყველა. ეს ქვეყანა ჩვენია, დასაკარგი არ გვაქვს. საქართველოს გაუმარჯოს, ვისია ეს ქვეყანა? ჩვენია. არანაირი […]

“მე იმ დედის შვილი ვარ, რომელიც 3 წელია უკრაინაში ცხოვრებს და მეუბნები რომ ასეთ დროს სახლში ვიჯდე?!” – ლიკა კვარაცხელია

მე დავიბადე დამოუკიდებელ საქართველოში, არ ვიცი როგორი იყო იმჟამინდელო ყოფა, არც საკუთარ თავზე გამომიცდია ის ტანჯვა და ტკივილი, რომელსაც ჩემი ქვეყანა მონობაში “განიცდიდა” მაგრამ წამიკითხავს , მსმენია იმ ხალხზე, იმ დაჩიავებულ, დაბეჩავებულ ხალხზე, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა…. მართალია არ მტკენია მაშინ, მაგრამ მტკივა ახლა, მტკივა ყოველ დილით …. როდესაც ადამიანებს დედის ზარი უხარიათ და აბედნიერებთ , […]

ბანკები უცხოურ კომპანიებს მარტივად ეუბნებიან უარს ანგარიშის გახსნაზე – შორენა კოპალეიშვილი

„მეტ-ნაკლებად პრობლემატურად იკვეთება საბანკო სექტორთან ურთიერთობა“- „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარე “რედაქტ2”-თან ინტერვიუში ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრისას ამბობს, რომ უცხოური კომპანიებისთვის, მათ შორის IT კომპანიებისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებია. „კომპანიების რეგისტრაცია ნაკლებად პრობლემატურია უცხოელი კომპანიებისთვის. მეტ-ნაკლებად პრობლემატურად იკვეთება საბანკო სექტორთან ურთიერთობა, თუმცა ეს მხოლოდ IT ინდუსტრიასთან მიმართებით არ […]