ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

ისრაელში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. „როიტერის“ ინფორმაციით, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას და 133 მძევალის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან. საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც თელ ავივში, ასევე იერუსალიმში, ნეთანიაჰუს საცხოვრებელ სახლთან.

157-ე სკოლაში ჭერი ჩამოვარდა – დაშავდა დამლაგებელი

157-ე სკოლაში ჭერი ჩამოვარდა. ინციდენტი საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა. დაშავებულია სკოლის დამლაგებელი. ქალს მძიმე დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სკოლის შენობა სარემონტოა. ირკვევა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაიყვანეს მოსწავლეეები შენობიდან, რათა რეაბილიტაციის პროცესი დაეწყოთ, მოგვიანებით კი მოზარდებიისთვის სკოლის კარი გახსნეს, თუმცა ვითარება არ შეცვლილა. […]

,,საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის” – მაიკლ გალერი

საქართველოს ხელისუფლება, მისი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მათი ნათლია ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი სოციალურ ქსელ X-ში წერს. ევროპარლამენტარის თქმით, საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე შანსი აქვს. „საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც საპროტესტო აქციებს მართავს, აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები და მოაწყოს სანდო პროევროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის!“, – წერს ევროპარლამენტარი […]

ეს არის უკიდურესად და საშინლად გამოხატული ლგბტ პროპაგანდა – ლევან ნიკოლეიშვილი

ზოგი ამბობს ავადმყოფობააო, ზოგიც ამბობს დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლება ეს არისო. მე კი ვამბობ, რომ ეს არის უკიდურესად და საშინლად გამოხატული ლგბტ პროპაგანდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების საპროტესტო ტრანსპარანტების შინაარსს სოციალურ ქსელში. ექსპერტის განცხადებით, როგორც ჩანს, საპროტესტო აქციების მხარდამჭერები, რომლის ლოზუნგია “არა რუსულ კანონს”, ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებიც […]

ეს უკვე ღიად ლგბტ აქციაა! – ნინო ფოჩხუა

ნინო ფოჩხუა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს აქციის მონაწილეების საპროტესტო ბანერებს და აღნიშნავს, რომ ეს ღიად ლგბტ აქციაა. “ეს უკვე ღიად ლგბტ აქციაა! ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც სურს, ამაზე არ ვდავობთ. ბევრ ლგბტ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ვერც დაეტოლება ზოგიერთი ჰეტერო ადამიანი. ცხოვრობენ მშვიდად, შრომობენ […]

ვიაჩესლავ ვოლოდინი – აშშ თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე

შეერთებული შტატები, ახალი სამხედრო დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებით, უკრაინას აიძულებს ამ უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლოს. შესაბამისი განცხადება რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა გააკეთა. მისი მტკიცებით, კიევის რეჟიმი დამარცხდება. „შეერთებული შტატები თავისი გადაწყვეტილებით აიძულებს უკრაინას იბრძოლოს უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ მარხავს მის ეკონომიკას და ართმევს მომავალს. P.S. მაგრამ ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე. კიევის კრიმინალური რეჟიმი დამარცხდება“, […]

თუ დე ლაურენტისი ამ სამ ფეხბურთელს შეიძენს, “ნაპოლის” კონტე ჩაიბარებს – Sky Sports-ი დეტალებზე წერს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” ფრანჩესკო კალცონა აღარ გაწვრთნის. Sky Sports-ის ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოლაპარაკებებს ანტონიო კონტესთან, სტეფანო პიოლისთან (მილანი) და ჯან პიერო გასპერინისთან (ატალანტა) აწარმოებს. გამოცემის ინფორმაციით, თუ დე ლაურენტისს კონტეს დათანხმება სურს, მას დიდი თანხის დახარჯვა მოუწევს, გარდა პირადი კონტრაქტისა, ანტონიო სამი ფეხბურთელის შეძენას ითხოვს. გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს მაღალი დონის […]

ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა, ლგბტ-საზოგადოება გახდა აქციის ორგანული ნაწილიც და სულის ჩამდგმელიც

ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა, ლგბტ-საზოგადოება გახდა აქციის ორგანული ნაწილიც და სულის ჩამდგმელიც ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე “გამჭვირვალობის კანონპროექტის” წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ და პროტესტის მონაწილეების ტრანსპარანტებს აქვეყნებს. ქადაგიძის განცხადებით, აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, მათი სუბკულტურის ნაწილად აქციონ ეს შეკრება. მისივე […]

“ქართული ოცნება” და მათი ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან” – მაიკლ გალერი

“ქართული ოცნება” და მისის ნათლიმამა ივანიშვილი არასწორ გზაზე დგანან” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი X-ზე წერს და გუშინ, 20 აპრილს, თბილისში გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ფოტოს აზიარებს. “საქართველოს მთავრობა, “ქართული ოცნება” და მათი ნათლიმამა ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზაზე დგანან. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას, რომელიც [რუსულ კანონს] აპროტესტებს აქვს შანსი გააერთიანოს ძალები […]

ქართველმა „ჰალკმა“ ლეგენდარული კანადელი ჩემპიონი კვლავ ადვილად დაამარცხა

თანამედროვე მკლავჭიდის ლეგენდარული ჩემპიონები ერთმანეთს მეორედ დაუპირისპირდნენ. East vs West-ის პრესტიჟულ ღონისძიებაზე, რომელსაც სტამბოლმა უმასპინძლა, განსაკუთრებულ ინტერესს, რა თქმა უნდა, სუპერ მძიმე წონა იქცევდა. ქართველ „ჰალკად“ წოდებული ლევან საგინაშვილი კანადელ ჩემპიონს, დევონ ლარატს კარიერაში მეორედ დაუპირისპირიდა და კვლავ მარტივად დაამარცხა – 4:0. საგინაშვილმა ლარატს ხელი ოთხჯერ დაადებინა და კანადელმა გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველი ორთაბრძოლის […]