“ივერიონმა” გურჯაანში გაიმარჯვა და “დელტას” მოედნის უპირატესობა აართვა

რაც ივერიონმა გურჯაანში გუშინ ვერ მოახერხა, დღეს შეძლო: გიორგი ჩაჩხიანის გაწვრთნილმა გორის გუნდმა კახეთში დელტა დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. შიდაქართლელები გამარჯვებასთან ახლოს გუშინაც იყვნენ, როცა სერიის პირველი მატჩის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე 67:60 იგებდა, თუმცა უპირატესობის ბოლომდე შენარჩუნება ვერ მოახერხა და 77:80 დამარცხდა. დღევანდელ მატჩში გორელებმა 16-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს და მესამე პერიოდში 17 ქულით […]
ვინ არ არის მზად ევროკავშირისთვის, ქართველი ხალხი თუ “ქართული ოცნება”? – კუბილიუსი ღარიბაშვილს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს რუსული სტილის კანონის მიღებას, მაშინ როცა ქართველი ხალხი პროევროპულადაა განწყობილი და რუსულ კანონს დემონსტრაციებით უპირისპირდება. ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო, ამ ეტაპზე, არ არის მზად ევროინტეგრაციისთვის. “დეკემბერში ღარიბაშვილმა იზეიმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და ამას გამარჯვება უწოდა. […]
“ახალგაზრდებს მინდა მივმართო, არ გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე?” – ღარიბაშვილი

“პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ის ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები. მისი განცხადებით, ის ხშირად გამოხატავდა უკმაყოფილებას ევროპელი კოლეგების მიმართ, არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ. “გამჭვირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. […]
გიორგი ვაშაძე – არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – კანონის გაწვევა! – ასევე, პასუხი აგონ იმ სამართალდამცავებმა, რომლებმაც უკანონო ქმედება ჩაიდინეს მომიტინგეთა წინააღმდეგ და მაროდიორივით იქცეოდნენ

დღეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – კანონის გაწვევა და პასუხი აგონ იმ სამართალდამცავებმა, რომლებმაც უკანონო ქმედება ჩაიდინა მომიტინგეთა წინააღმდეგ, ვინც მაროდიორივით იქცეოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ევროპული პარადიგმის“ ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ კანონპროექტის დაინიცირებითა და წამოწევით ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადადგა, რომლის მთავარი მიზანი, მისივე შეფასებით, ქვეყნის დასავლური […]
კაია კალასი – საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ მინისტრი, კაია კალასი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა. “აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა უზრუნველვყოთ, დავეხმაროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, […]
ეკონომიკურმა საბჭომ 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო

სადაზღვევო სექტორსა და საპენსიო დაზღვევის სფეროში განსახორციელებელი რეფორმები, ენერგეტიკულ პროექტებში დაგეგმილი ინვესტიციები და საპრივატიზაციო გეგმები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას. საბჭომ ჯამურად 500 მეგავატამდე სიმძლავრის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო. ეკონომიკური […]
„REDCO“ გუდაურში 3 500-მდე ახალ ნომერს ააშენებს – რამდენად სწორად ვითარდება კურორტი?

მომდევნო 2-3 წლიან პერსპექტივაში „REDCO“ გუდაურში დამატებით 3 500-მდე ნომერს ააშენებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ისაუბრა, კომპანიას ამ დრომდე ახალ გუდაურში არსებულ 50 ჰა ტერიტორიაზე 16 აპარტოტელი აქვს აშენებული, რაც ჯამურად 4000 ნომერს აერთიანებს. კითხვაზე, რამდენად სწორად ხდება კურორტის განაშენიანება, კუნელაური აცხადებს, რომ მასშტაბური განაშენიანების დროს პრობლემები არსებობს, თუმცა […]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა იოან მურესანის მემორიალი ბრწყინვალედ დაიწყო

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი – იოან მურესანის მემორიალი ბრწყინვალედ დაიწყო. 20 აპრილს, მედლები 6 წონით კატეგორიაში გათამაშდა და 5-ში ოქროს მედალს ქართველი მოჭიდავე დაეუფლა. ჩემპიონები გახდნენ ზურაბ დოთიაშვილი (38 კგ), დავით მძევაშვილი (44 კგ), იოანე სხილაძე (52 კგ), რომან ჯიბუხაია (62 კგ) და დავით გორგაძე (75 […]
საველე წვრთნები საბრძოლო სროლით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. „ასეულის დონის ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს. მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს თავდაცვის […]
ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებაზე ოპერირება დაიწყო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტურმა ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ დაიწყო ოპერირება. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა, თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ამსტერდამში 185 გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing 737-8 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც […]