იენს სტოლტენბერგი – უკრაინა ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად იყენებს – ეს ჩვენთვის მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების განადგურება ევროპასა და აშშ-ს უფრო დაცულს ხდის. „მივესალმები, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას. უკრაინა ნატო-ს მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების გასანადგურებლად იყენებს. ეს ჩვენთვის, ყველასთვის ევროპასა და […]
ზურაბ ბატიაშვილი – რუსებს ახლა ნამდვილად ცუდად აქვთ საქმე და უფრო ცუდად ექნებათ – ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა

რუსებს ნამდვილად ცუდად აქვთ ახლა საქმე და მომავალ კვირაში უფრო ცუდად ექნებათ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც მან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება შეაფასა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, რეალურად, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მიიღებს იმ რაოდენობის და იმ ხარისხის შეიარაღებას, […]
„რამდენიმე პროექტი აჩენს კითხვებს“ – შეესაბამება თუ არა მრავალსართულიანი კორპუსები თბილისის გენგეგმას

თბილისში მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა წლებია კითხვის ნიშნებს აჩენს. საუბრობდნენ იმაზეც, რომ თბილისი „ბეტონის ქალაქს“ დაემსგავსა. მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობა დედაქალაქისთვის არახალი ამბავია. მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ იპოდრომის ცენტრალური პარკის გვერდით 79-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მოსკოვის გამზირსა და დიღმის მასივის პირველ კვარტალში 9 სართულიანი კორპუსების დემონტაჟი და 20-სართულიანი […]
ღარიბაშვილი: დღეს არ ვართ მზად, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ

ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგ ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა [გავხდეთ], ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის. ამას დრო […]
რუსეთმა უკრაინა დაბომბა, გარდაცვლილია მშვიდობიანი მოქალაქე

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი უკრაინსკი დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულია 1 ქალი, დაჭრილია 4 მშვიდობიანი მოსახლე. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით 21 აპრილს, დილის 8:30-ზე ოკუპანტებმა დასახლებაზე ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემით, სმერჩით მიიტანეს იერიში. გარდაცვლილი ქალი 82 წლის იყო. დაშავებულთა ასაკი 21-დან 53 წლამდე მერყეობს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 6 მრავალბინიანი კორპუსი. რუსეთი უკრაინის […]
კაია კალასი – საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ უკრაინის დახმარება თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა. “აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება, უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა უზრუნველვყოთ, დავეხმაროთ უკრაინას გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, გადახედონ […]
უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, უცხოელი ჟურნალისტების მედიატურები აჭარაში გრძელდება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჯერად, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან. „ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ჟურნალისტებმა ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე, სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს. წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის შესახებ […]
როგორც კი ოპოზიციამ თქვა, რომ დროებით იშლებოდნენ, მაშინვე გამოჩნდა შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი კელი დეგნანი

„სურთ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და როგორც წესი, პირველ რიგში გამოჰყავთ ვითომ „ენჯეოები“ და სამოქალაქო აქტივისტები, თუმცა გული არ უთმენთ და მალე თავად გამოჩნდებიან ხოლმე,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, ოპოზიციას აქციების შეწყვეტის საშუალებას უცხოელი პატრონები არ აძლევენ, მათი წარმომადგენლების გაკეთებული განცხადებებით კი ცეცხლზე ნავთს ასხამენ. „ოპოზიცია ცდილობს ერთსა […]
ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა.. ლგბტ-საზოგადოება გახდა აქციის ნაწილიც და სულის ჩამდგმელიც – ზურაბ ქადაგიძე

ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდა, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე „გამჭვირვალობის კანონპროექტის” წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ. ბევრი იარეს თუ ცოტა, აქცია კანონიერ მფლობელებს ჩაბარდათ… ლგბტ-საზოგადოება გახდა აქციის ორგანული ნაწილიც და სულის ჩამდგმელიც. ასე უფრო ავთენტურია და კონსტიტუციური უფლებაც გაქვთ, თქვენი სუბკულტურის ნაწილად აქციოთ ეს მანიფესტაცია და შეკრება… ბოლოს, რომ ამ […]
“აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ომის სამართლიანი დასასრულისთვის გამოვიყენებთ” – ზელენსკის განცხადება

„მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც, როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის – ომის, რომელიც პუტინმა უნდა […]