აშშ ისრაელის არმიის ერთ-ერთი დანაყოფისთვის საქნციების დაწესებას გეგმავს

უახლოეს დღეებში სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის არმიის ერთ-ერთი დანაყოფისთვის სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საუბარია ბატალიონ Netza Yehuda-ზე, მიზეზი კი ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა უფლებების სისტემატური დარღვევაა. ეს ამერიკის მხრიდან ისრაელის არმიის დანაყოფის დასანქცირების პირველი შემთხვევა იქნება. წყაროების ცნობით, სანქციების შედეგად ბატალიონი ვეღარ მიიღებს […]

მოლდოვიდან გაქცეულმა პრორუსმა ილან შორმა საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განაცხადა

მოსკოვში მოლდოვური ოპოზიციის პრორუსული წარმომადგენლები, მათ შორის გაქცეული მილიარდერი ილან შორი და გაგაუზიის ლიდერი ევგენია გუცული შეიკრიბნენ. შეკრებაზე გამოსულმა შორმა ახალი პოლიტიკური ბლოკის დაფუძნების შესახებ განაცხადა, რომელიც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. “დღეს ჩვენ ვაცხადებთ რომ შეიქმნა საარჩევნო ბლოკი პობედა-ვიქტორია”. – ამბობს შორი. შორის თქმით, პოლიტიკური გაერთიანება მზადებას იწყებს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ევროკავშირში შესვლის რეფერენდუმისთვის. […]

„წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტები საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება” – ლოიდ ოსტინი

„წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტები საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება” – ლოიდ ოსტინი აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტებს. „აღნიშნული ორპარტიული კანონმდებლობა საშუალებას მისცემს დეპარტამენტს, გაზარდოს უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან, მხარი დაუჭიროს ისრაელს, დაცული იყოს ირანისა და […]

ანა ნაცვლიშვილი – მმართველი პარტიის სპიკერი აცხადებს, საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო, მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას, რუსეთი და “ოცნება” – მაშ, რისთვისაა მზად საქართველო, „ოცნების“ აზრით?!

გამოდის მმართველი პარტიის სპიკერი და ამბობს საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო!- მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას – რუსეთი და “ოცნება” – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. აღნიშნულით ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, ამასთან, „არც ევროკავშირია მზად […]

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაკავების ოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში განხორციელდა. იერლიკაია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოს“ დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ არალიცენზირებული იარაღი ამოიღო.

რა გაგიკეთებია საქართველოსთვის, რომ ილია ჭავჭავაძეს დევიზს უცვლი – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მღვდელმთავარმა გამჭვირვალობის კანონზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა საპროტესტო აქციებზე. მეუფე იაკობისთვის მიუღებელია ილია ჭავჭავაძის სიტყვების დამახინჯება. ბოდბელი ეპისკოპოსი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობაზე საუბრობს. „არა რუსეთსო რომ იძახი, კანონი თუ რუსეთია ამ რუსების გვერდით რა გინდა? „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის სატელიტებზე ვლაპარაკობ. აბა გადადეთ, რა გააკეთეს […]

სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სხვა შემთხვევაში, მისი ყველა განცხადება მიიღება სამწუხაროდ არასერიოზულად

სააკაშვილმა ჯერ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სხვა შემთხვევაში, მისი ყველა განცხადება მიიღება სამწუხაროდ არასერიოზულად ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პატიმარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს შექმნას პარტიის ბორდი და თავმჯდომარედ მისი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ სოფო ჯაფარიძის კანდიდატურა განხილონ. „სააკაშვილმა გააკეთა განცხადება რომ თურმე ბორდის თავმჯდომარე უნდა […]

აშშ სანქციების დაწესებას აპირებს ისრაელის ბატალიონისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს სანქციების დაწესებას ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის, „ნეცაჰ იეჰუდას“ წინააღმდეგ. ამერიკის უწყების ცნობით, ამ სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელი არაბების უფლებებს არღვევენ, წერს გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით. „ნეცაჰ იეჰუდაში“ სამხედრო სამსახურს გადიან ისრაელელები ულტრარელიგიური თემებიდან. სანქციები ნიშნავს, რომ ქვედანაყოფს არ შეუძლია მიიღოს არავითარი ამერიკული დახმარება ან გაიაროს წვრთნა […]

„დახმარების გამოყოფით, აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აიძულებს, იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ – ვოლოდინი

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინი ეხმაურება. მისი შეფასებით, დახმარების გამოყოფით, შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლას“ აიძულებს. ვოლოდინის აზრით, ეს დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის. „თავისი გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები უკრაინას აიძულებს, იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე, საბოლოოდ დაასამარონ ეკონომიკა და წაართვან მას მომავალი. P. […]

“ასე როგორ შეიძლება? როდემდე უნდა გაგრძელდეს?” – გვარდიოლა აღშფოთებულია

გუშინ, 20 აპრილს, ინგლისის თასის ნახევარფინალში “მანჩესტერ სიტიმ” “ჩელსი” 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. მატჩის შემდეგ “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან გადატვირთული სათამაშო გრაფიკის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. “ეს შეუძლებელია, ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. გულწრფელად გეუბნებით, ეს არ არის ნორმალური. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ამ ყველაფრის გაპროტესტებაა. პრობლემა არამხოლოდ ფიზიკური […]