სალომე სამადაშვილი – სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე – შესაბამისად არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის მარტივი: ან ევროპა, ან ბიძინა და რუსეთი

რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებით, ევროკავშირს „ოცნებამ“ უთხრა, რომ საქართველოში ამას ხალხი არა, ბიძინა განსაზღვრავს, ამიერიდან და დიდი ხნით… – ამიტომ, სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დღეს არ […]
დავით მათიკაშვილი – ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა – რადიკალები სწორედ ახალგაზრდების უკან არიან ამოფარებულები

რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ცალკეულ ჯგუფებში გულწრფელობა შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ასევე აშკარაა „უხეში ჩარევის მცდელობა ქართულ მენტალობაში, სადაც „მამული, ენა, სარწმუნოება“ „მამული, ენა ერთობით“ შეცვალეს.“ „ეს არის ფაქტი, რომ დეზინფორმაციის […]
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში ჩატარებული უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში სალომე ხუბულურის გუნდმა ესტონეთის ნაკრებს 5:2 სძლია. საქართველოს ნაკრების რიგებში დუბლი სოფი ხელაშვილიმა შეასრულა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ სან მარინოს 7:4 […]
რუსებს ახლა ნამდვილად ცუდად აქვთ საქმე და უფრო ცუდად ექნებათ – ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა – ბატიაშვილი

რუსებს ახლა ნამდვილად ცუდად აქვთ საქმე და უფრო ცუდად ექნებათ – ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა – ბატიაშვილი რუსებს ნამდვილად ცუდად აქვთ ახლა საქმე და მომავალ კვირაში უფრო ცუდად ექნებათ. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც მან აშშ-ის წარმომადგენელთა […]
მმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს

მმართველი გუნდი “ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს მმართველი გუნდი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს. კონსტიტუციურ კანონის პროექტს 22 აპრილს ქალაქ ქუთაისში განიხილავენ. მომდევნო დღეებში საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია განხილვებს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გამართავს. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. მის […]
თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავეს

თურქეთის ხელისუფლებამ ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაკავების ოპერაციები ქვეყნის ოთხ პროვინციაში განხორციელდა. იერლიკაია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოს“ დაფინანსებისა და მომარაგების ხელშეწყობაში. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ არალიცენზირებული იარაღი ამოიღო.
„ძვირფასო ხელისუფლებავ, დროშის დამწველები რომ ციხეში გიზის, სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერის სახალხოდ ცემას, დაუსჯელად რატომ ატარებ?!“ – გრინ ბარეტი

ძვირფასო ხელისუფლებავ, – რომ გცემენ, ხმას რატო არ იღებ?! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აფხაზეთის ომის მონაწილე, მწერალი და სოც.აქტივისტი, გრინ ბარეტი წერს. ძვირფასო ხელისუფლებავ, – რომ გცემენ, ხმას რატო არ იღებ?! რაღაც დროშის დამწველები რომ ციხეში გიზის, სახელმწიფოს ერთერთი ლიდერის სახალხოდ ცემას, დაუსჯელად რატომ ატარებ?! საკუთარი პოლიციელები უკიდურესად დამამცირებელ მდგომარეობაში რატომ გყავს მიტოვებული ეგზალტირებული […]
ივანიშვილის რეჟიმისთვის ყველაფერი, რაც ქართული და მშობლიურია, არის უცხო – თამარ ჩერგოლეიშვილი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ მოგებული ფინეთის გრანტის შესახებ წერს, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ გაუპატიურების მსხვერპლი ქართველი ქალების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების პროექტისთვის გადაეცათ. ზუსტად ერთი წლის წინ მიუციათ 🇫🇮 🇬🇪 და შედეგს კი ნახავთ 22-25 აპრილის განმავლობაში. ყველა დაინახავს, ფინეთის დახმარებით, როგორ ვემსახურებით […]
საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები პროევროპული ალტერნატივის შესაქმნელად არჩევნებისთვის – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მაიკ გალერი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არასწორ გზას ადგას. მან სოციალურ ქსელში 20 აპრილს, ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მყოფი რუსი ქალების საპროტესტო ბანერები გააზიარა და დაწერა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს შანსი, შექმნას “ქართული ოცნების” პროევროპული ალტერნატივა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. “საქართველოს მთავრობა, მისი მმართველი პარტია და პარტიის “ნათლია” ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზას ადგანან. მე […]
აიათოლა ალი ხამენეი ირანის შეიარაღებულ ძალებს – შეისწავლეთ მტრის ტაქტიკა

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, „მტრის ტაქტიკა შეისწავლონ“. მედიის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ისრაელის წინააღმდეგ 13 აპრილს განხორციელებული ოპერაციისთვის. “განუწყვეტლად მისდიეთ სამხედრო ინოვაციებს და შეისწავლეთ მტრის ტაქტიკა”, – მიმართა ირანის უზენაესმა ლიდერმა სამხედროებს. შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა […]