აირია მონასტერი: დე ლაურენტისი გუნდს გასახდელში ჩაუვარდა – დი ლორენცო ტიფოზებმა გალანძღეს

“ნაპოლის” “ემპოლისთან” სტუმრად 0:1 დამარცხების შემდეგ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ნეაპოლური გუნდის ფეხბურთელებს ელემენტრულად თამაში აღარ უნდათ და ერთი სული აქვთ, როდის დასრულდება სეზონი. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურდღებას იტალიური მედია, წერს, რომ ფრანჩესკო კალცონას გუნდში ქაოსია გამეფებული და ახალ ამბებს იტყობინება. აღშფოთებული კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი შესვენებაზე გასახდელში ჩავიდა, რათა გაერკვია, რა ხდებოდა, სადაც კალცონას […]

“არა რუსულ კანონს!” – რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა გამზირი დღესაც გადაკეტეს. ამ დროისთვის ისინი მსვლელობას იწყებენ თბილისის უზენაესი სასამართლოს მიმართულებით. გუშინ, 20 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის სასახლისკენ მსვლელობა გამართეს. ამის შემდეგ მათ მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

რუსთაველი ისევ გადაიკეტა – მოქალაქეები რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ

დედაქალაქის ცეწნტრალური გამზირი ისევ გადაკეტილია – მოქალაქეები მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობას აპროტესტებენ. უწყვეტი აქციები საკანონმდებლო შენობასთან უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. მე-4 დღეა პროტესტის ძირითადი ბირთვი ახალგაზრდები არიან, რომლებიც ყოველ საღამოს, 7 საათზე პარლამენტის წინ იკრიბებიან და შემდეგ, სხვადასხვა მიმართულებით, მსვლელობას აწყობენ. დღეს მარში უზენაეს სასამართლომდე გაიმართება. ახალგაზრდები თვითორგანიზებულად იკრიბებიან და ყოველგვარი […]

რუსეთმა უკრაინა დაბომბა, დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე

რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი უკრაინსკი დაბომბა. სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულია 1 ქალი, დაჭრილია 4 მშვიდობიანი მოსახლე. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით 21 აპრილს, დილის 8:30-ზე ოკუპანტებმა დასახლებაზე ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემით, სმერჩით მიიტანეს იერიში. გარდაცვლილი ქალი 82 წლის იყო. დაშავებულთა ასაკი 21-დან 53 წლამდე მერყეობს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 6 მრავალბინიანი კორპუსი. რუსეთი უკრაინის […]

ზელენსკი: კონგრესში სამხედრო დახმარების საკითხში გარღვევა უკრაინას გამარჯვების შანსს აძლევს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. „ვფიქრობ, ეს დახმარება მართლაც გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს,“ თქვა ზელენსკიმ 21 აპრილს NBC-სთან ინტერვიუში. „და ჩვენ გამარჯვების შანსი გვექნება, თუკი უკრაინა მართლაც მიიღებს შეიარაღების სისტემას, რომელიც ასე […]

პარლამენტთან აქცია – „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”. ამასთან, აქციის მიმდინარეობისას გაჟღერდა სახელმწიფო ჰიმნიც. აქციის მონაწილეები დღეს საკანონმდებლო ორგანოდან უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ, ხვალიდან კი პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქცია გაგრძელდება იქამდე, […]

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები იკრიბებიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები დღეს საკანონმდებლო ორგანოდან უზენაესი სასამართლოს მიმართულებით მსვლელობას გამართავენ, ხვალიდან კი პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ, მათ შორის განხილვები ჩატარდება უნივერსიტეტის ეზოებში. ცნობისთვის, თბილისში, „ქართული ოცნების“ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]

სერგი კაპანაძე ღარიბაშვილის განცხადებაზე – ეს არის ევროპულ კურსზე ღიად უარის თქმა – არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყნის გეზი შეცვალონ, წელს გვექნება ამის შანსი, მერე აღარ

„ქართული ოცნება“ და ივანიშვილი თავად არ არის მზად ევროკავშირისთვის და არც უნდათ, ამიტომ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყნის გეზი შეცვალონ, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე აღნიშნავს. კაპანაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, „დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, ამასთან, „არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის“. […]

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ბარელზე 89 დოლარს აღწევს

აზერბაიჯანული Azeri LT CIF ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 0,31 დოლარით, ანუ 0,4%-ით გაიზარდა და ბარელზე 88,82 აშშ დოლარი შეადგინა. Brent-ის ნავთობის ივნისის ფიუჩერსები ბარელზე 87,29 დოლარად იყიდებოდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში ნავთობის საშუალო ფასი 2024 წლისთვის ბარელზე 60 დოლარი იყო. Azeri Light-ის ყველაზე დაბალი ფასი 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა და $15,81 შეადგინა, ხოლო ყველა დროის […]

ზელენსკი: აშშ-ს ახალი სამხედრო დახმარება გამარჯვების შანსს მოგვცემს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 21 აპრილს, NBC News-თან ინტერვიუში აშშ-ს კონგრესს უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული დახმარებით უკრაინას რუსეთთან გამარჯვების შანსი ექნება. “ვფიქრობ და ვლოცულობ, რომ ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს [უკრაინის] შეიარაღებულ ძალებს, და ჩვენ გამარჯვების შანსი გვექნება, თუკი უკრაინა მართლაც მიიღებს შეიარაღების სისტემებს, რომლებიც ძალზე გვჭირდება, რომლებიც ათასობით […]