გერმანიაში, სუნამოების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, სუნამოების ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 32 წლის ქართველმა რამდენიმე ასეული ევროს ღირებულების სუნამოები მოიპარა. ნაძარცვი პოლიციამ მაღაზიას დაუბრუნა, ქართველი კი გამოსასწორებელ დაწესებულებაში გაიგზავნა.
„დეზინფორმაციის შედეგად მოხდა გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ახალგაზრდების აჟიტირება, მოტყუება“ – მათიკაშვილი აქციის მოაწილე ახალგაზრდებზე

“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი რუსული კანონის მოწინააღმეგე ახალგაზრდებზე აცხადებს: „დეზინფორმაციის შედეგად მოხდა გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ახალგაზრდების აჟიტირება, მოტყუება, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. რა თქმა უნდა, ეს გულწრფელობა ახალგაზრების გარკვეულ ჯგუფებში შეინიშნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ორგანიზაციულ ნაწილში პარტიული ხელების ფათურიც აშკარაა. არის მუდმივად ჩვენი მხრიდან მცდელობა საზოგადოება, ვისაც კი აინტერესებს რამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, […]
“გორმედის” ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი პაციენტების გადაუდებელ დახმარებას და ინტენსიურ თერაპიას საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლის მიხედვით უზრუნველყოფს

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი ყველა პათოლოგიის მქონე პაციენტის გადაუდებელი დახმარებითა და ინტენსიური თერაპიით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს. „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილება, რომელიც თავის მხრივ, ინტენსიურ თერაპიასა და ანესთეზიოლოგიას აერთიანებს, პაციენტებს ყველა პათოლოგიის მკურნალობას და ინტენსიურ თერაპიას სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის გორის, ქარელისა და ხაშურის ანესთეზიოლოგიისა და […]
უკრაინა აპირებს, მცირე მოცულობით განაახლოს ელექტროენერგიის ექსპორტი

უკრაინას დაგეგმილი აქვს, 21 აპრილს განაახლოს მცირე მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტი. მაგრამ, როგორც უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, ენერგიის მოხმარების პიკურ პერიოდებში მოსალოდნელია ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი იმპორტი. უკრაინამ მკვეთრად გაზარდა ელექტროენერგიის იმპორტი და შეაჩერა ექსპორტი მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოსა და აპრილის დამდეგს რუსეთმა შეტევების სერია განახორციელა მის ენერგეტიკის სისტემაზე. „დღეს არ მოველით ელექტრომომარაგების შეფერხებას ან საგანგებო დახმარებას,“ […]
მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა – ქართველის გოლით „მეცმა“ კონკურენტი დაამარცხა

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ისევ გაიტანა და „მეცს“ გასვლით შეხვედრაში უშუალო კონკურენტ „ლე ჰავრთან“ უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში დაეხმარა – 1:0. 30-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. 43-ე წუთზე გიორგიმ პაპე დიალო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ თავდამსხმელმა მეკარეს ვერ აჯობა და ანგარიში გახსნის რეალური შანსი გაანიავა. ქართველმა ფეხბურთელმა თავი მეორე ტაიმის […]
SQUID GAME-ის მეორე სეზონი 2024 წლის ბოლომდე გამოვა

სტრიმინგის სერვისი Netflix კალმარის თამაშის მეორე სეზონს 2024 წლის ბოლომდე გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პლატფორმის ხელმძღვანელი ტედ სარანდოსი ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია პოპულარული სამხრეთკორეული სერიალის ახალი სეზონის გამოსვლის ზუსტი თვე და რიცხვი. Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის […]
კატეგორიულად არ უნდათ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე
კატეგორიულად არ უნდათ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება – ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე თვითლუსტრაციას ხომ არ მოახდენენ? კატეგორიულად არ უნდათ „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მეორე მოსმენით განხილვაში მონაწილეობის მიღება – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საუბრისას. მისი თქმით, მეორე მოსმენა გულისხმობს ყოველ კონკრეტულ მუხლთან და პუნქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის […]
ჩვენებურების გარეშე – “ტორინო” და “ფროზინონე” დაზავდნენ

სერია A-ს 33-ე ტურში „ტორინოსა“ და „ფროზინონეს“ მატჩი უგოლოდ დასრულდა. მასპინძელთა გუნდში საბა საზონოვი განაცხადში არ იყო, სტუმართა რიგებში კი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგოთა შორის დატოვეს. „ტორინო“ 46 ქულით მე-9 ადგილზეა და 27 აპრილს მილანში „ინტერს“ შეხვდება, ხოლო 28 ქულით მე-18 პოზიციაზე მყოფი „ფროზინონე“ 26 აპრილს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. ტორინო – ფროზინონე 0:0
რუსული კანონის გამო, შესაძლოა გერმანიაში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი აღარ ჰქონდეს

სოციალურ–დემოკრატიული (SPD) პარტიის თანახმად, რუსული კანონის მიღების გამო, გერმანიაში საქართველოს შესაძლოა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კვლავ აღარ ჰქონდეს. როგორც SPD-ის დეპუტატი, ჰელგე ლინდი ერთ–ერთ გერმანულ გაზეთთან აცხადებს, გერმანიის მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის განვითარებას და ამოწმებს, თუ რამდენად არის პირობები დაკმაყოფილებული. მისივე თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საშიშროების წინაშე დგას, ამას “შესაბამისი შედეგები […]
მიქაუტაძე დაფრინავს – ისევ გაიტანა და “მეცს” ისევ მოუპოვა გამარჯვება [VIDEO]

ლიგა 1-ის 30-ე ტურში „მეცმა“ უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ჰავრს“ გასვლაზე გიორგი მიქაუტაძის გოლით 1:0 მოუგო. ორივე გუნდი ძალიან ფრთხილობდა, ყველაზე რეალური მომენტი პირველი ტაიმის დასასრულს სტუმრებმა შექმნეს, როდესაც მიქაუტაძემ დიალო მეკარე დესმას პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან ბურთი მიზანს ააცდინა. შესვენების შემდეგ მიქაუტაძემ „მეცი“ დააწინაურა, მორიგი შეტევისას კი საჯარიმოს გარედან ძელს გაარტყა […]