აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს შემდეგ მსვლელობით ოცნების ოფისთან მიდიან

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს შემდეგ მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მიდიან. ოცნების ოფისის შემდეგ ისინი მსვლელობას სიმბოლურად ევროპის მოედანზე დაასრულებენ. უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ინციდენტი მოხდა – ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც, როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, სუს-ის მიერ მიგზავნილი პროვოკატორი იყო. მოგვიანებით ეს პირი სამთავრობო მედიას ჩაეწერა.

აქციის მონაწილეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ

პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ. ამ გზით პროტესტის მონაწილეები სასამართლოსადმი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ დღეს საქართველოში სასამართლო მხოლოდ “ქართული ოცნების” საქმეს აკეთებს. უზენაესი სასამართლოს შემდეგ ახალგაზრების შემდეგი ლოკალიცია “ქართული ოცნების” ოფისი იქნება, საიდანაც იევ ევროპის მოენდაზე დაბრუნედბიან.

ყაზახეთი და თურქეთი ტრანზიტული ტრანსპორტის სიჩქარისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობენ

ყაზახეთი და თურქეთი ემზადებიან საქონლის საერთაშორისო კომბინირებული ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ, რათა ჩინეთიდან ევროპაში კომბინირებული ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით საქონლის მიწოდების დრო შევამციროთ. იგი მოიცავს სარკინიგზო, საავტომობილო და წყლის ტრანსპორტირებას. უკვე დღეს მარშრუტზე ტვირთისა და ტვირთის მიტანის დრო 19-23 დღემდე შემცირდა, აქედან 6 დღე […]

მსვლელობის „არა რუსულ კანონს“ მიმდინარებისას ხმაური იყო

ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“ მსვლელობისას დაპირისპირება მოხდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაეს სასამართლოსთან მისვლის შემდეგ ახალგაზრდები მომდევნო ლოკაციისკენ მიემართებოდნენ. მსვლელობის დროს კი მათთან მოქალაქე მივიდა და მათ მოღალატეები უწოდა, რასაც შეხლა -შემოხლა და დაპირისპირება მოჰყვა. “რამდენი გადაგიხადა რუსეთმა?”, “შენ ხარ გამყიდველი”, – მიმართავდნენ მომიტინგეები პირს, რომელმაც მათ მოღალატე უწოდა. აქციის ორგანიზატორები პოლიციას ადგილზე მისვლისკენ […]

აბა მიდით, დღეს, თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში

აბა მიდით, დღეს, თანამედროვე იუდებს ჯიბიდან ამოაღებინეთ ღალატით ნაშოვნი, სამშობლოს გასაყიდად ჩარიცხული იმ 30 ვერცხლის ეკვივალენტი ლარებში, რუბლებში, ევროსა თუ დოლარებში საქართველოში შექმნილ ვითარებას ბიბლიურ თქმულებებს ადარებს ვრცელ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სოციალურ ქსელში სწორედ ამ პარალელებზე წერს. განსაკუთრებულ აქცენტს ის ღალატზე აკეთებს და აცხადებს, რომ რადიკალების ფონზე იუდა ისკარიოტელი უფრო ღირსეულად […]

აქციის – „არა რუსულ კანონს“ მონაწილეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ

აქციის – „არა რუსულ კანონს“ მონაწილეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ. აქციის მონაწილეები საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან სკანდირებენ: “მონებო”. “მონებო”. “ყველამ ვიცით, რომ ერთ-ერთი წინაღობა, რის გამოც ევროკავშირში ვერ შევდივართ სასამართლო სისტემაა. ის არ უნდა ემსახურებოდეს ოლიგარქს!,- აღნიშნავენ აქციის მონაწილეები. ამასთან, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს გასული წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ […]

აშშ უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას რამდენიმე დღეში მიაწვდის

აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში შეძლებს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიტანოთ აღჭურვილობა ძალიან სწრაფად, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით,“ – ციტირებს The New York Times-ი პატრიკ რაიდერს. გამოცემას ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, […]

თურქეთის ცენტრალური ბანკი ბრაზილიასა და ყაზახეთთან თანამშრომლობის პაქტს

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა შაბათს ბრაზილიელ კოლეგასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაზრდას. თურქეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული ბანკის მმართველებმა პარასკევს ვაშინგტონში. თურქეთისა და ბრაზილიის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მიზანია თანამშრომლობის ხელშეწყობა და ცენტრალურ ბანკთან დაკავშირებული ტექნიკური საქმიანობის განხორციელება. გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მან ასევე გააფორმა ურთიერთგაგების […]

აქციის მონაწილეები მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან – ისინი სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს, კი ევროპას”, ”არა ოფშორულ კანონს”

აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან. ორგანიზატორების თქმით, შესაძლოა იყოს გარკვეული სახის პროვოკაციები, ამიტომ აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, მსგავს პროვოკაციას არ აჰყვნენ. რუსთაველის გამზირი ამ წუთებში გადაკეტილია. აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს! კი ევროპას”.”არა ოფშორულ კანონს”. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს […]

„სად მივდივართ? ევროპაში!“ – ახალგაზრდების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კვლავ შეიკრიბნენ ახალგაზრდები „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. რუსთაველის გამზირიდან ისინი მსვლელობით გადაინაცვლებენ ჯერ უზენაეს სასამართლოსთან, ხოლო შემდეგ, სანაპიროს გავლით, ჯერ „ქართული ოცნების“ ოფისთან გაივლიან, მსვლელობას კი სიმბოლურად ევროპის მოედანზე დაასრულებენ. „არა რუსულ კანონს“, „სად მივდივართ? ევროპაში!“ „ვისია ეს ქვეყანა? ჩვენი!“ – ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილები. მეოთხე დღეა სტუდენტები, […]