ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეებმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეებმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს. მისივე თქმით, აღნიშნული პარტიები ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებენ. ოხანაშვილის შეფასებით, სახალხო განხილვას პარტია „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეების“ წევრები არ ესწრებიან, რადგან საზოგადოების წინაშე იმის დადასტურება, რომ […]
ანრი ოხანაშვილი ელენე ხოშტარიაზე – ოკუპანტი ქვეყნიდან თანხის მიღებას არავითარი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი ხალხი ყოველთვის უნდა იყოს მხილებული

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ოხანაშვილი ეხმაურება „იმედის კვირის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქემ მათ მიაწოდა მტკიცებულება, „თუ როგორ ესაუბრება ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში და უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია რუსეთიდან“. ოხანაშვილის თქმით, მსგავსი ქმედება ევროპულ ღირებულებებთან კავშირში […]
ირაკლი კობახიძე უნგრეთში ვიზიტს გეგმავს

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში ვიზიტს აპირებს. ვიზიტი 24-25 აპრილსაა დაგეგმილი. ბრძანების თანახმად, ირაკლი კობახიძესთან ერთად დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიცაა. ფორმულას მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად ჩადის და ეს არ არის მისი ოფიციალური ვიზიტი. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძე კონსერვატიული […]
ე. წ. ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით 4 წევრი დააკავეს – პროკურატურა

ე. წ. ქოლ-ცენტრების მოწყობისა და და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრი დააკავა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. “ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას. ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების […]
მდინარაძე: ქართული იდენტობა არასოდეს მოკვდება, ვიდრე სამყარო იარსებებს

იმ დროს, როდესაც ჩვენ ვითხოვთ და უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობას, დემოკრატიულობას და იმას, რაზეც ჭეშმარიტი, ქრისტიანული ევროპა დგას, ვხედავთ, რომ ინფორმირებულობას, გამჭვირვალობას, თქვენს უფლებას, რომ ყველაფერი დეტალურად იცოდეთ, რუსულ საქმეს არქმევენ. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ის, რაც ჩვენზე დიდი, ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის შეიძლება, შეიძლება ჩვენთვისაც და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. იმიტომ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, […]
2024 წლის 3 თვეში საქართველომ მილიონ ტურისტს უმასპინძლა – მარიამ ქვრივიშვილი

„განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო მიმდინარე წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის – სასიხარულოა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ესტუმრა მილიონ 300 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური. აღსანიშნავია, რომ აქედან მილიონი იყო უშუალოდ ტურისტი, რაც მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის 11 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ რეკორდულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა” […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. აქციის დაწყების დრო ამ ეტაპზე უცნობია. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აქციის ორგანიზატორების აცხადებენ, რომ დღეიდან პროტესტი სხვადასხვა უნივერსიტეტშიც გაგრძელდება. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, სტუდენტები კანონპროექტის შესახებ შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ.
„ქართული ოცნება“ აქციას აანონსებს

ერთად ვუთხრათ არა – შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი – გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს! – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნება“ საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებას გამართავს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, […]
ეკა გიგაური პარტნიორებისგან საქართველოს სანქცირებას ითხოვს

ეკა გიგაური პარტნიორებისგან საქართველოს სანქცირებას ითხოვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური პარტნიორებისგან საქართველოს სანქცირებას ითხოვს. „ქართული დემოკრატია საფრთხეშია, მმართველი პარტია და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იღებენ რუსული სტილის კანონებს, აჩუმებენ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. ათასობით ადამიანი გამოთქვამს პროტესტს და ეწინააღმდეგება სამთავრობო პროპაგანდას. დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, მათ შორის გამოიყენოს სანქციები, რათა […]
ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ანრი ოხანაშვილი ხოშტარიებზე
ეს ოჯახი პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ანრი ოხანაშვილი ხოშტარიებზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფაქტია, ხოშტარიას ოჯახი ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. საუბარია გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ელენე ხოშტარიას დედა შუამავალს მოსკოვში უხსნის, როგორ განახორციელოს მორიგი ტრანზაქცია […]