სუს -ი ტერორიზმის მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლის 21 აპრილს სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტაპლიკაცია „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების […]

იყო დრო, როცა ამ ტექსტით ელაპარაკებოდა სააკაშვილის მთავრობის წევრი, კახა ბენდუქიძე ევროპელ პარტნიორებს – ნინო ფოჩხუა (ვიდეო)

ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს 2005 წლის არქივიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი კახა ბენდუქიძე აცხადებს: “ამერიკამ მოუაროს ჯერ ევროპას და მერე მოვიდეს ჩვენთან კაცო, რა, დაბალი ღობე ნახა? ჯერ გერმანიის კანცლერს მოუაროს და მერე მოუაროს საქართველოს მთავრობას. ჩვენი საქმეა, რას გადავწყვეტთ. ფოჩხუა სვამს კითხვას, ახლა რა შეიცვალა და რატომ არის სააკაშვილის ხელისუფლების ნამსხვრევებიდან […]

ახლა ბრძოლა მიდის იმაზეც, საკუთარ ქვეყანაში პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, თუ მხოლოდ სხვა ადამიანების ტანის გრძნობებზე და ყურში მოსმენილ ჰარმონიებზე უნდა იყოს დამოკიდებული

ახლა ბრძოლა მიდის იმაზეც, საკუთარ ქვეყანაში პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, თუ მხოლოდ სხვა ადამიანების ტანის გრძნობებზე და ყურში მოსმენილ ჰარმონიებზე უნდა იყოს დამოკიდებული „სუვერენიტეტის პირდაპირი შეზღუდვაა, წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინონ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფოში უღირსი […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია – რეკორდული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებიდან – საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა

იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა – ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა 11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან […]

ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს

ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. კონსტიტუციურ კანონის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. „ამ ცვლილების ინიცირების საფუძველი არის ის ტენდენციები, რომელსაც ყველა ვაკვირდებით ბოლო პერიოდში. ტენდენციები, რომელიც ხდება მსოფლიოში. ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ის, რა ტენდენციებიც არის ხოლმე გარეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენკენაც შეიძლება გადმოვიდეს. ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ […]

ვიქტორ ორბანი – ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში – დასავლეთის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნას ერთი ნაბიჯი გვაშორებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლეთს უკრაინაში ჯარების შეყვანამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბუდაპეშტის ამაში ჩათრევას არ დაუშვებს. „ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში, ისინი ომს აღიქვამენ როგორც საკუთარ ომს და აწარმოებენ მას, როგორც საკუთარ ომს“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ ჩაფხუტების გაგზავნაზე, შემდეგ კი მკაცრ […]

ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში მიემგზავრება. მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად (24-25 აპრილს) ჩავა. ჯერჯერობით მთავრობის ადმინისტრაცია არ ასახელებს ღონისძიებას, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. კობახიძესთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. ირაკლი […]

„ქართული ოცნება“ თბილისში კონტრაქციას გეგმავს

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს „მხარდამჭერთა თხოვნაა“. „ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები – მამული, ენა და სარწმუნოება“, – წერია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, კონტრაქცია 29 […]

ქართული ოცნება 29 აპრილს რუსული კანონის მხარდამჭერ კონტრაქციას ჩაატარებს

ქართული ოცნების განცხადებით, მმართველი პარტია 29 ივნისს პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს და მოსახლეობას მოუწოდებს “ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას”. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან […]

ისრაელში დააკავეს ტერორისტი, რომელსაც 14 წლის ბიჭის მკვლელობა ედება ბრალად

შინ ბეთისა და ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) საერთო განცხადების მიხედვით, ისრაელში დააკავეს ტერორისტი, რომელსაც 12 აპრილის თავდასხმის დროს 14 წლის ისრაელელი ბიჭის, ბენიამინ ახიმეირის მკვლელობა ედება ბრალად. ბრალდებული 21 წლის აჰმედ დავაბშა არის. განცხადებაში წერია, რომ გამოძიება ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად წინ წაიწია. ახიმეირი 12 აპრილს დასავლეთ სანაპიროზე მწყემსობის დროს დაიკარგა, რის შემდეგაც IDF-მ მისი ცხედარი […]