შალვა პაპუაშვილი – ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქორწინებისთვის დასაშვები ასაკი, 18 წელი, კონსტიტუციაში ჩაიწერება. ამის შესახებ მან ქუთაისში, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა. „2017 წელს უკვე გამყარდა, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის კავშირი. რაც ახლა, ამ ცვლილებით ხდება, არის ერთი – სხვა ქვეყნებშიც იყო ეს ჩანაწერები კონსტიტუციებში, თუმცა […]
ანრი ოხანაშვილი – რა თქმა უნდა, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული

ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში დაიწყო, სადაც ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათ ღირებულებებზე მეტყველებს. […]
მაია ომიაძე – ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კიდევ უფრო მეტ მოგზაურს ველოდებით

2024 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკური მონაცემების შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობს. მაია ომიაძის განცხადებით, პირველ კვარტალში ევროპელი ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა. „პირველი კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, უნდა აღინიშნოს, რომ აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადები მზარდია“,-აცხადებს მაია ომიაძე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე გრძელდება. „ზამთრის […]
მამუკა მდინარაძე – არატრადიციული ცხოვრების წესი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვის საფუძველიც კი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, ქვეყნის მომავალი

უმცირესობის წარმომადგენლობა და არატრადიციული ცხოვრების წესის არჩევა არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვის საფუძველიც კი. ყველას უფლება, ნებისმიერი რამის მიუხედავად უნდა დავიცვათ ერთნაირად, მაგრამ ამავე დროს, თუკი ვინმეს უფლების დაცვაზეა საუბარი, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყნის მომავალი დავიცვათ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, […]
29 აპრილს, პარლამენტის წინ ვიკრიბებით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის – ლუკა ეხვაია
დრო მოვიდა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა პოლიტიკურ ველზე გამოჩნდეს, ხმა აღიმაღლოს და თავისი პოლიტიკური ნება მკაფიოდ დააფიქსიროს, – ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პარლამენტის წინ 29 აპრილს გასამართ საყოველთაო-სახალხო შეკრებას. მისი განცხადებით, პარლამენტის წინ საზოგადოება უნდა შეიკრიბოს საქართველოს მომავლისთვის, ღირსების, ღირებულებების და მშვიდობის დაცვისთვის. “დრო მოვიდა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა პოლიტიკურ ველზე გამოჩნდეს, […]
პაატა მანჯგალაძე – ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ყველამ, ვინც რუსთაველზე ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა

პაატა მანჯგალაძე – ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ყველამ, ვინც რუსთაველზე ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ყველა ხელისუფლებამ, რომელიც რუსთაველზე თავისი ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა, – ამის […]
17 წლის ენდრიკმა თავის 20 წლის საცოლესთან ურთიერთობის კონტრაქტი გააფორმა – ნახეთ, რა პუნქტებია შუსული ხელშეკრულებაში

“პალმეირასის” შემტევმა ენდრიკმა, რომელიც ზაფხულში “რეალის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, პოდკასტ Pod Delas-ში თავის საცოლე გაბრიელე მირანდასთან ერთას სტუმრობისას, საინტერესო დეტალები გაამხილა. ირკვევა, რომ წყვილს ერთმანეთში ურთიერთობის კონტრაქტი აქვთ გაფორმებული, რომელშიც რამდენიმე პუნქტია შესული. ერთ-ერთი ასეთი პუნქტით სავალდებულოა, რომ ენდრიკმა და მირანდამ ყველა სიტუაციაში ერთმანეთს უთხრან – “მიყვარხარ”. არსებობს უფრო სერიოზული პუნქტები, მათ შორის, ნებისმიერი ფორმის […]
პაატა მანჯგალაძე – ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ყველამ, ვინც რუსთაველზე ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა

ბიძინა, ფული და სკამი – ეს არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამება – ყველა ხელისუფლებამ, რომელიც რუსთაველზე თავისი ე.წ. მხარდამჭერებით შეეცადა ლეგიტიმაციას, ძალიან მალე დაასრულა ხელისუფლებაში ყოფნა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” განცხადებას, რომ “29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება ჩატარდება”. მან “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, […]
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

2024 წლის 16 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და სამსახურის სხვა წარმომადგენლები აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის, ტყვირის, ქოლობნის და მარნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დავით სიმონიამ აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან გიგა გაბელაიასთან ერთად სკოლის მოსწავლეებსინტელექტუალური სამაგიდო თამაში “ქართველი ქალები“ წარუდგინა. „აღნიშნული თამაში შედგენილი და ორგანიზებულია ინფორმაციული […]
„არა რუსულ კანონს“, „არა 83 მონას“ – ამ შეძახილებით ხელვაჩაურის მერიის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს“, „არა 83 მონას“ – ამ შეძახილებით ხელვაჩაურის მერიის შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ. აქციის მონაწილეების თქმით, ქართველ ხალხს ევროპა სურს, რის შესაძლებლობასაც „ქართული ოცნება“ რუსეთის დაკვეთით ართმევს. საპროტესტო აქციაზე ასევე, მცირე შელაპარაკება იყო „ქართული ოცნების” წევრსა და აქციის მონაწილეებს შორის. […]