შალვა პაპუაშვილი – ერს, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლითა და ბრძოლით, როცა აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს ან არ მიიღოს, ეს ერი უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ

ერს, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლით და ბრძოლით, როდესაც აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს ან არ მიიღოს, რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს და ერევიან მის გადაწყვეტილებებში, ვფიქრობ, რომ ეს არის მომენტი, როდესაც ეს ერი უნდა გამოვიდეს, დადგეს და თქვას, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ,- ამის შესახებ საქართველოს […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენი ოპოზიციონერები იცქირებიან თავიანთი გარე მფარველებისკენ და არა ამომრჩევლებისკენ, ამის გამო, ამომრჩეველი 26 ოქტომბერს მათ პასუხს გასცემს

რაც შეეხება პრინციპულ საკითხებს, ეს ქართველი ხალხის ჩამოსაყალიბებელი საკითხები გახლავთ, თუ რა არის ის ჩარჩო, რომელშიც ჩვენი საზოგადოება ვითარდება, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტი შეუქმნის თუ არა ევროინტეგრაციას საფრთხეს და აქვს თუ არა ხელისუფლებას ევროპელ კოლეგებთან კონსულტაცია. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება არის ევროპული და […]
მოსწავლეებისთვის ლექცია „დედამიწის ისტორია – პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე“ გაიმართა

„დედამიწის დღის” ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის ლექცია „დედამიწის ისტორია – პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე“ გაიმართა. რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების გაერთიანება ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ავრცელებს. მათივე ცნობით, დედამიწის დღე ყოველწლიურად ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევებზე. წელს […]
Visa და Roamingo მომხმარებელს საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილებისთვის ახალ სერვისს სთავაზობენ

Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, Roamingo-სთან თანამშრომლობა დაიწყო, მომხმარებლებისთვის საუკეთესო სამოგზაურო გამოცდილების შექმნის მიზნით. Roamingo არის საქართველოში შექმნილი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც 190 ქვეყანაში, როუმინგით სარგებლობის შემთხვევაში, მოგზაურებისთვის ინტერნეტთან უწყვეტ წვდომას უზრუნველყოფს. “Visa თავის მომხმარებლებს, ტრადიციულად, გამორჩეულ სამოგზაურო შესაძლებლობებს სთავაზობს. მიხარია, რომ Roamingo-სთან დავიწყეთ თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს Visa-ს მომხმარებლებს, უწყვეტი კავშირი ჰქონდეთ ინტერნეტთან, რათა მათი […]
სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე კვლავაც Georgian Airlines-ი ლიდერობს

2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი კვლავაც ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ია. ამის შესახებ ინფორმაციას avianews-ი ავრცელებს. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-მარტის განმავლობაში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, […]
რაგბის კლუბი „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია

რაგბის კლუბი „არმია“ რაგბის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა. ქუთაისში, „აიას“ სტადიონზე გამართულ მატჩზე „არმიამ“ წყალტუბოს გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 56-22 დაამარცხა. კლუბი „არმია“ ფინალურ ეტაპზეა და შემდეგ შეხვედრას ასპინძის „ტაოსთან“ გამართავს. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამხედრო მოსამსახურეები და მორაგბეთა ოჯახის წევრები […]
“ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს” – ზელენსკი

“ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს” – ზელენსკი ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებს უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კიევი დახმარებას უმოკლეს დროში მიიღებს. უკრაინის დახმარების 61 მილიარდიანი პაკეტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს დაამტკიცა, ხვალ კი მას სენატში […]
ყარაჩაიში თავდასხმისას ორი პოლიციელი მოკლეს

ყარაჩაი-ჩერქეზეთში საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მისამართით ცეცხლი გახსნეს, მოკლეს ორი პოლიციელი, კიდევ ერთი მძიმედ დაჭრილი კი ჰოსპიტალიზებულია. რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის, ქურდობისა და იარაღის უკანონო ვაჭრობის მუხლებით. თავდამსხმელებს ეძებენ. ტელეგრამის არხების თანახმად, ორშაბათს, 22 აპრილის ღამეს, ყარაჩაიში პოლიციის რაზმს ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელებმა პოლიციას გასტაცეს სამსახურებრივი იარაღი, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და საბრძოლო […]
„გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, ნატალიას, თმა რომ ჩამოუვარდეს, რომელიც მანდ წინა ხაზზე დგას, შაჰიდის ქამარს ავიკრავ“ – გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე „ინსტაგრამზე“ ვიდეოებს აქვეყნებს და ამბობს: „მიტინგზე არ დამანახოთ ეს აფერისტი პოლიტიკოსები, ვიღაც მელია, შმელია და ყ..ები… მიკროფონს გავთხრი ტა..კში… მაგათ გონიათ, ამათ რომ ჩამოვაგდებთ, ესენი მოვლენ. ესენი არ მოვლენ, ტო… თქვენ გამიმწარეთ ცხოვრება. თუ ვინმე მოსასვლელია, მოვა „გირჩი“… გაფრთხილებთ, ჩემს შვილს, თმა არ ჩამოუვარდეს ნატალიას, რომელიც წინა ხაზზე დგას მანდ, ვეხვეწები, გამოდი […]
რადიო თავისუფლების გამოკითხვაში მონაწილეობისთვის რუსეთის პროკურატურა მოქალაქის ხუთი წლით დაპატიმრებას ითხოვს

მოსკოვის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ 5,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯოს 38 წლის იური კოხოვეცს, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რადიო თავისუფლების მიერ ქუჩაში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობის შემდეგ. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატ ელენა შერემეტიევაზე დაყრდნობით წერს ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტი “OVD-Info“. 2022 წლის ივლისში რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა მოსკოვის ქუჩებში გამვლელებს უკრაინის ომისადმი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხეს. მათ […]