მომდევნო დღეებში მნიშვნელოვნად დაცხება, ზოგან 38 გრადუსამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად მოიმატებს ტემპერატურა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 23-25 აპრილს მოსალოდნელია: · თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება; · სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია უნალექო ამინდი. 25 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი; […]
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი ადამიანი გაიტაცეს – სუს-ი

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი ადამიანი გაიტაცეს – ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს: „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს […]
„შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია“ – ნიკა მელია

„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს: „29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს… წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია.”
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ დირბის მიმდებარედ ორი მოქალაქე დააკავეს – სუსი

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. „აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს,“ — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში. სუს-ის […]
ყველაზე ახალგაზრდა ჭადრაკის ისტორიაში – თინეიჯერი ინდოელი მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

17 წლის დიდოსტატმა დომარაჯუ გუკეშმა (მეტსახელად: გუკეშ დი) 2024 წლის კანდიდატების ტურნირი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობისთვის დინ ლიჟენთან ითამაშებს. გუშეკ დი-მ ტორონტოში გამართული შეჯიბრება 9/14 ქულით დაასრულა და ჭადრაკის ისტორიაში პირველი თინეიჯერი გახდა, რომელმაც კანდიდატების ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. გუკეშ დი ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა ჩელენჯერია. ის მოქმედ ჩემპიონთან, 31 წლის ჩინელ დინ […]
დეკანოიძე ოცნების აქციაზე: ივანიშვილის ნახვა მოგვიწევს – პუტინიც გამოდის ხოლმე აქციების წინ

უმძიმესი მდგომარეობა აქვს ქართულ ოცნებას, როგორც ჩანს. ისინი აწყობენ კონტრაქციას, კონტრაქციას უწყობენ ახალგაზრდობას, იმიტომ, რომ რუსულ კანონს ახალგაზრდებმა უთხრეს არა. მეორე, იმდენად მძიმედ აქვთ საქმე, რომ ივანიშვილის სახის დანახვა მოგვიწევს, როგორც ჩანს. სასაცილოა, აბსურდულია და ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინი აკეთებს ხოლმე ასე, რომ გამოდის და ხალხმრავალი აქციების წინ ჩნდება. სასაცილოა, ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა […]
სარფში 50 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში – ,,სარფი”, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად (კერძოდ, სხეულის რენტგენო სკანერით), დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, საერთო წონით – 464.06 გრამი გამოვლინდა. აღნიშნული ნაკეთობები 4 შეკვრად იყო დაფასოებული და სამართელდამრღვევ მოქალაქეს ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდა ჩადებული. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 55 654.72 […]
პეტრე ცისკარიშვილი – ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური კონტრაქცია – ასე იყო 2003 წელსაც, როცა შევარდნაძე-აბაშიძის ერთობას აღარ ჰქონდა რესურსი, მატარებლებით ჩამოიყვანეს ხალხი, რაც დაგვირგვინდა „ვარდების რევოლუციით“

ივანიშვილმა დაგეგმა ხელოვნური, არაფრისმთქმელი კონტრაქცია. მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას საზოგადოება, ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიან რუსული კანონის წინააღმდეგ და ეს პროტესტი არის ბუნებრივი. ასე იყო 2003 წელსაც, როდესაც შევარდნაძე-აბაშიძის ერთობას არ ჰქონდა აღარანაირი რესურსი და მატარებლებით ჩამოიყვანეს ხალხი, რაც ბოლოს დაგვირგვინდა „ვარდების რევოლუციით“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, […]
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ფაიგ გულიევმა მადლობა გადაუხადა ირაკლი […]
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ Routes Europe 2024-ში მონაწილეობს

22-24 აპრილს, დანიის ქალაქ ორჰუსში საავიაციო ფორუმი Routes Europe 2024 იმართება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, რიგით მე-18 ყოველწლიურ ფორუმში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 450-ზე მეტი ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობენ. საქართველოს ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება წარმოადგენს, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს. ირაკლი ქარქაშაძის ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის […]