ვაზიანის სამხედრო ბაზასთან კობახიძემ ახალი სტადიონის აშენება დააანონსა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 22 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზასთან, სადაც თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობაა დაგეგმილი, ახალი საფეხბურთო/სარაგბო სტადიონი აშენდება. კობახიძის თქმით, ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და ის იქნება ე.წ. ბრიტანული სტილის სტილის — გარშემო არ ექნება სარბენი ბილიკები. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალ სტადიონს ექნება შესაძლებლობა, უმასპინძლოს […]

რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა 16%-ით შემცირდა – სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 938 644 ტურისტული ვიზიტი შედგა. 2023 წელთან შედარებით ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 11%-ით, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი — 6.4%-ით. იანვარი-მარტის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია — ზრდა გასული წელთან შედარებით +7.6%-ია, რაც 2019 წლის (პანდემიამდელი) მონაცემის 80.4% აღდგენაა. ტურისტული ვიზიტების ხუთეული ქვეყნების […]

ფორმულას ჟურნალისტს მეტროში თავს დაესხნენ

ფორმულას ჟურნალისტს, ია სართანიას მეტროში თავს დაესხნენ. ჟურნალისტი ჰყვება, რომ კაცი მას ჯერ ფიზიკურად რამდენჯერმე შეეხო, შემდეგ კი ხელი ჰკრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინებდა. ია სართანიას თქმით, კაცი ტატუებზე მიუთითებდა და ჰომოფობიურ ლექსიკით მიმართავდა.

დონაძე ოცნების აქციაზე: მოაბილიზებენ მუნიციპალიტეტების აიპებში გაფორმებულ ადამიანებს

ქართული ოცნება ქმნის პარალელურ რეალობას, თითქოს რუსულ კანონს აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა. სინამდვილეში, ქართული ოცნება 29 აპრილს მოაბილიზებს ადამიანებს, რომლებიც გაფორმებული ჰყავს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა აიპებში. მარტო 20 მუნიციპალიტეტის ციფრებით რომ ვიმსჯელოთ, ეს არის დაახლოებით 22 311 ადამიანი, რომელიც შეუძლია ორშაბათს, პირდაპირ სამსახურიდან ჩამოიყვანოს თბილისში. ასე შეგვიზლია რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაგალითი ვთქვათ: გორში, მაგალითად 3055 ადამიანი მუშაობს აიპში, […]

„მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე 29 აპრილს დაანონსებული აქციის შესახებ: „29-ში არის შეკრება, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი იქნება. საქართველომ უნდა აჩვენოს თავის ძალა, რომ მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ეროვნულობას, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასა და სწორ, ქართულ, მყარ ეროვნულ კურსს. ამაში თქვენი და მთელი საქართველოს მხარდაჭერის იმედი გვექნება.. ეს იქნება ძალიან დიდი აქცია, დარწმუნებული ვარ, და ყველას […]

„როგორც პოლიტიკაში ერკვევა, ისე ერკვევა სპორტშიც თბილისის დინამოს მფლობელი“ – კობახიძე რომან ფიფიაზე

„ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაშია, უნდოდათ დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც ქონდა წინა ხელისუფლებას. ამას რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც, თბისის დინამოს სახელით, რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს […]

„თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს

ინოვაციური ტექნოლოგია, გამძლეობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდი – ეს Energizer-ის აკუმულატორების მთავარი მახასიათებლებია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ამერიკული ბრენდის პროდუქციის დიდ არჩევანს სთავაზობს, სადაც აკუმულატორის შერჩევა ნებისმიერი მოდელის ავტომობილისთვის არის შესაძლებელი. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში აპრილის თვეში Energizer-ის ბრენდის აკუმულატორების შეძენისას 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს, ხოლო ონლაინ შეძენის შემთხვევაში – 30%-იანი. Energizer-ი 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და აკუმულატორებს […]

“ეშმაკმა დალახვროს, შენ ხომ მცველი ხარ” – დე ბურმა და ვან ბასტენმა კანსელუ გააკრიტიკეს

მადრიდის “რეალთან” წაგებული (2:3) “ელ კლასიკოს” შემდეგ “ბარსელონას” ლეგენდა ფრანკ დე ბურმა გუნდის მარჯვენა მცველი, ჟოაუ კანსელო გააკრიტიკა. “ბლაუგრანას” ტელევიზიის სტუდიაში სტუმრად მარკო ვან ბასტენი იმყოფებოდა და პორტუგალიელს ისიც შეეხო. ‘ახლა უკვე ვხვდები, რატომ არ მოსწონს გვარდიოლას კანსელუ. ეს ადამიანი გაურკვეველ, საკუთარ ფეხბურთს თამაშობს და ფიქრობს, რომ მოედანზე მთავარი ისაა, თუ რას აკეთებ ბურთით. მაგრამ […]

მაჭარაშვილი: ივანიშვილის გამოჩენა იქნება სტიმული, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნეს

ჩვენ მომხრეებში იწვევს გაღიზიანებას ის მომენტი, რომ აქ შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და თავს ასაღებს, ვითომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობს. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, დიახ, გვაქვს ის ინფორმაცია, რომ ის, ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალურად არის ჩართული ამ პროცესებში და ისიც იქნება [კონტრაქციაზე] და მიმართავს საქართველოს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ მისი გამოჩენა და მიმართვა […]

შალვა პაპუაშვილი – რა გვინდა საქართველოს მოქალაქეებს? გვინდა თუ არა, ვიცოდეთ მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე? – პასუხი ერთადერთია, გვინდა და გვაქვს ამის უფლება

რა გვინდა საქართველოს მოქალაქეებს? გვინდა თუ არა, ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე, ვინც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მონაწილეობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებაში? – პასუხი ერთადერთია, გვინდა და გვაქვს უფლება ვიცოდეთ მეტი მათ შესახებ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორია, […]