საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“. ფაქტის შესახებ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალებმა ბოლო კვირაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. 19 აპრილს ცხინვალის […]

სამი ადამიანი დაიღუპა ვორონეჟში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად

მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება, რომ ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა. სააგენტო „ტასსის“ ცნობით, ხანძრის კერა იყო ელექტრომექანიკური ქარხნის ელექტრო ტექნიკის საამქრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 500 კვადრატული მეტრის ფართობს მოედო. ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გამოძიება. რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის რეგიონებზე რეგულარულად ხორციელდება საარტილერიო […]

მდინარაძე ოცნების კონტრაქციაზე: თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია

“თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იქ პოლიცია”, – ასე პასუხებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კითხვას, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას დაპირისპირებაზე, რომელიც შესაძლოა, ოცნების კონტრაქციაზე მოხდეს. “გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იქ ვერ იქნებიან, იმიტომ იქნება 100 000-ზე მეტი ადამიანი და თუ პროვოკაციისთვის ვინმე მოვა, პასუხს გასცემს იქ პოლიცია და განარიდებენ იქიდან. რა პროვოკაცია უნდა იყოს”, […]

კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ვაზიანის სამხედრო ბაზასთან, სადაც ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება, სტადიონის მშენებლობა დააანონსა. მთავრობის სხდომაზე კომენტარის გაკეთებისას კობახიძემ თქვა, რომ სტადიონი 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი და იქნება ე.წ. ბრიტანული სტილის – გარშემო არ ექნება სარბენი ბილიკები. “გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც სპორტს უკავშირდება, კონკრეტულად კი ფეხბურთს და რაგბის – გვინდა ავაშენოთ ახალი […]

მამუკა მდინარაძე – 29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია – იქნება 100 ათასზე მეტი ადამიანი და პროვოკაციისთვის თუ ვინმე მოვა, პასუხს გასცემს პოლიცია

ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილ საყოველთაო- სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, მან გამორიცხა დაპირისპირება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებსა და 29 აპრილის აქციის მონაწილეებს შორის, რადგან მდინარაძის მტკიცებით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იმ დღეს რუსთაველზე […]

შალვა პაპუაშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხზე გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ტარდება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე რეფერენდუმი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნებია, თუმცა მისი განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გარკვეულწილად იქნება რეფერენდუმი. „რეფერენდუმი ბევრი მიზეზის გამო არ ტარდება საქართველოში, მათ შორისაა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნები, ამავე დროს კანონთან დაკავშირებით რეფერენდუმი ვერ […]

შალვა პაპუაშვილი – თუ გვინდა ოპოზიცია და მათთან სიმბიოზში მყოფი „ენჯეოები“ ერთი სიტყვით დავახასიათოთ, ეს სიტყვაა „ფარისეველი“

თუ ჩვენ გვინდა ოპოზიცია ერთი სიტყვით დავახასიათოთ და მათთან სიმბიოზში მყოფი „ენჯეოები“, ერთი სიტყვით მათი დახასიათება შეიძლება – ფარისეველი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე შეფასებით, მიზეზი იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ბარიერს მიღმა არის, „მათი ფარისევლობაა, რომელიც ყველამ ზეპირად იცის“. „ზოგადად, თუ ჩვენ გვინდა ოპოზიცია ერთი სიტყვით დავახასიათოთ და მათთან […]

ისრაელის სამხედრო დაზვერვის მეთაური, 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით, თანამდებობას ტოვებს

ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აჰარონ ჰალივამ, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს მისი ქვედანაყოფის წარუმატებლობის გამო, თანამდებობა დატოვა. „გადაწყდა, რომ გენერალური შტაბის გენერალი აჰარონ ჰალივა გადადგება თანამდებობიდან და დატოვებს ისრაელის თავდაცვის ძალებს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. გენერალ-მაიორი აჰარონ ჰალივა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებში 38 წლის განმავლობაში მსახურობდა, პირველი მაღალი რანგის სამხედრო ფიგურაა, […]

მამუკა მდინარაძე ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ოპოზიციის არმონაწილეობაზე – როგორც ჩანს, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების

როგორც ჩანს, შიგნით ხალხის ეშინიათ და გარეთ პატრონების, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმ ფაქტს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ოპოზიციური პარტიები არ ერთვებიან. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვისა და არასრულწლოვანების ინტერესების დაცვის პროექტი. „ნუ დავაბრალებთ, რომ პროპაგანდის მხარეს დგანან, თუმცა, როდესაც ისინი ან […]

ირაკლი ბერაია – დაპირისპირების რისკს ის ადამიანები ქმნიან, რომლებმაც ახალგაზრდები წაიყვანეს და გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად უცხო ძალების სამსახურისთვის დაადებინეს ფიცი

დაპირისპირების რისკს ის ადამიანები ქმნიან, რომლებმაც ახალგაზრდები წაიყვანეს და გაუცნობიერებლად, გაუაზრებლად უცხო ძალების სამსახურისთვის დაადებინეს ფიცი – ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია ჩატარდეს აქცია, სადაც დააფიქსირებენ, რომ სურთ ევროპისკენ ღირსებით სიარული და პატივს სცემენ ენას, მამულს და სარწმუნოებას, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ქმნის “ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს, პარლამენტის შენობის […]