მინისტრი – სახელმძღვანელოების შემუშავება და პედაგოგების გადამზადება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შესაბამისად სექტემბრისთვის ვერ მოესწრება და ახალი სტანდარტები ძალაში ეტაპობრივად, ორი წლის ვადაში შევა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის შესაბამისად სახელმძღვანელოების შემუშავება და პედაგოგების გადამზადება მომავალი სასწავლო წლისთვის ვერ მოესწრება და შესაბამისი სტანდარტები ძალაში ეტაპობრივად, დაახლოებით ორი წლის ვადაში შევა. როგორც ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმძღვანელოებზე მუშაობა, შემდეგ კი მასწავლებლებს გადამზადება საგნობრივი სტანდარტებზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყება. „ამის ეტაპობრივად ძალაში […]

აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევს ეწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი : „რესპუბლიკელები“ თომას კინი და ნატანიელ მორინი და „დემოკრატები“: ბილ კიტინგი და მადლენ დინი. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა […]

ჯაფარიძე კონტრაქციაზე: სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა დავუშვათ, ეგ არის რუსული სცენარი

რომ ეთქვათ, რომ კობახიძეს განახებთო, კობახიძეზე მაინც და მაინც არ ექნებათ, ალბათ, მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების მიზნით, რომ წამოვიდეს ახლა ადამიანი ხულოდან, გარდა იმისა, რომ ფულს აძლევენ, ეუბნებიან, რომ აი, ბიძინაც იქნება და გაგვამხნევებს. ამით პროტესტი არ გაჩერდება. ერთადერთი, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომები, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში. […]

Georgian Airways-ი ლარნაკას მიმართულებით ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ლარნაკას მიმართულებით ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს. „ლარნაკას მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ყოველდღიურად შესრულდება. შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც,“ – აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.

არანაირი პანიკის და სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს – გიორგი ამილახვარი

„არანაირი პანიკის და სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს მოწყობილ ბრიფინგზე განაცხადა. მის თქმით, „არსად, არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა ის, რაც ეწერა ტელეგრამით გავრცელებულ ინფორმაციაში“. „გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია ახლად შექმნილ ტელეგრამ არხზე, მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში როგორც სამინისტრო, ასევე შესაბამისი […]

თურქეთი სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი სამიზნე ქვეყნად საქართველოს განიხილავს

თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის განცხადებით, გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით თურქეთს შერჩეული აქვს 29 სამიზნე ქვეყანა, რომელთა შორის საქართველოცაა. თურქეთი იმ ქვეყნების ათეულშია, რომლებსაც ყველაზე ბევრი უცხოელი პაციენტი ჰყავთ. ინფორმაციას გამოცემა dailysabah.com ავრცელებს. ქვეყნის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის განცხადებით, თურქეთში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი იზრდება. ასოციაციაში განმარტავენ, რომ მსოფლიოში გამაჯანსაღებელი ტურიზმი სამ მიმართულებად იყოფა – სამედიცინო, თერმული და […]

მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში

აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში, უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად. „მესტიის აეროპორტი – ჩვენ, წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო […]

ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა

ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცეები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, გაყიდეს „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური […]

რაგბის კლუბი – „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია

რაგბის კლუბი – „არმია“ რაგბის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა. ქუთაისში, „აიას“ სტადიონზე გამართულ მატჩზე „არმიამ“ წყალტუბოს გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 56-22 დაამარცხა. კლუბი „არმია“ ფინალურ ეტაპზეა და შემდეგ შეხვედრას ასპინძის „ტაოსთან“ გამართავს. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამხედრო მოსამსახურეები და მორაგბეთა ოჯახის […]

სამრეწველო პროდუქციის წარმოება გაძვირდა – რამდენით გაიზარდა ფასი?

მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსის 4%-იანი მატება დაფიქსირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: · სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 9.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება […]