სტაბილურობა და მომხმარებლის ლოიალურობა – ის რაც „სოლოსტუდიოს“ სხვებისგან გამოარჩევს, ერთ-ერთი პირველი ქართული ვებ-სტუდია 16 წლის გახდა

700-ზე მეტი ვებ-საიტი, 100-მდე ბრენდინგი, 50-ზე მეტი SEO პროექტი და ციფრული მომსახურების სრული სპექტრი, კომპანია „სოლოსტუდიო“ ამ ყველაფრისკენ 16 წლის განმავლობაში მიდიოდა, შესაბამისად საინტერესოა როგორ მოახერხა ამ გუნდმა ჩვენს ტურბულენტურ ბიზნეს გარემოში მსგავსი სტაბილური შედეგის მიღწევა: ტატო მახაშვილი, კომპანიის დამფუძნებელი და არტ-დირექტორი: „მთავარი, რაც კომპანიის დაარსების დღიდან მიზნად დავისახეთ, იყო მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა დამკვეთებისთვის, მით […]

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი განათლების უწყებამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საბოლოო პროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ეფუძნება სახელმწიფოებრივ აზროვნებას, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემას, სახელმწიფო ენას, ისტორიასა და კულტურა, ეთნიკურ მრავალფეროვნებას და კულტურული მემკვიდრეობა და ა.შ. „6 თვიანი მუშაობის შედეგად […]

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ (რ)

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით. თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ. მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, […]

არჩევნები, გარკვეულწილად, იქნება რეფერენდუმი ამ თემაზეც – პაპუაშვილი ლგბტ უფლებებზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები გარკვეულწილად იქნება რეფერენდუმი “ლგბტ პროპაგანდასთან” დაკავშირებით. “რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება მათ შორის, გარკვეულწილად, რეფერენდუმი ამ თემებთან დაკავშირებით. მოქალაქეები თავისი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზეც დააფიქსირებენ თავის პოზიციას. ოპოზიცია იმასაც რომ ვერ ბედავს, ამ თემაზე გამოთქვას თავისი პოზიცია, იმიტომ, რომ იყურება თავისი მფარველებისკენ და […]

EU-ში განმარტავენ, რით განსხვავდება მათი დირექტივა ოცნების ინიცირებული რუსული კანონისგან

პიტერ სტანოს კითხვით ფაქტ-მეტრმა მიმართა. სტანოს განმარტება: “ევროპული კომისიის დირექტივის პროექტი „მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალიან განსხვავდება ქართული კანონისგან. ჩვენ მიერ წარმოდგენილი დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიციირდა. ის ექსკლუზიურად ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს […]

რადიო თავისუფლების გამოკითხვაში მონაწილეს სასამართლომ 5-წლიანი იძულებითი შრომა შეუფარდა

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ იური კოხოვეცს 5 წლით იძულებითი შრომა შეუფარდა, 2022 წელს რადიო თავისუფლების ქუჩის გამოკითხვაში მონაწილეობისთვის. გამოკითხვა უკრაინაში ომის თემას შეეხებოდა. დღეს, 22 აპრილს სასამართლომ კოხოვეცს ვებსაიტების ადმინისტრირებაც აუკრძალა 4 წლის განმავლობაში. იფრმაციას ამის შესახაბ “ОВД-Инфо”- ავრცელებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე რუსეთის პროკურატურამ 38 წლის კოხოვეცისთვის საერთო რეჟიმის კოლონიაში ხუთნახევარი წლით პატიმრობა და მისი დაკავება […]

უნდა ჩათვლილიყო თუ არა იამალის გოლი? – ვიდეო, რომელიც ყველაფერს ნათელს ხდის [VIDEO]

ლა ლიგის 32-ე ტურში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” 3:2 დაამარცხა. დებიუტში მასპინძელთა მეკარე ლუნინმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ორი შეცდომა დაუშვა და კრისტენსენმა სტუმრები დააწინაურა. თუმცა ვინისიუსმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 29-ე წუთზე ლუნინმა იამალის დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან (ან კარს ხაზს შიგნიდან) გამოიტანა. როგორც ვიდეოში ჩანს, “ბარსელონას” მსაჯმა აშკარა გატანილი გოლი […]

პრემიერი – ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა – დღეს გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები

ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე, ასეთი რაღაცები ხდებოდა, ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა, ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, გაყიდეს „ნორჩი დინამოელის“ უნიკალური […]

სანდრო რაქვიაშვილი – თუ დავინახავთ, ხალხი ავტობუსებით მოიყვანეს, რამდენიც არ უნდა შეკრიბონ, ამ მიტინგის ვინ დაიჯერებს? თუ აღმოჩნდა, რომ რეგიონიდან ერთი ავტობუსიც არ ჩამოსულა და 100 ათასი კაცი შეიკრიბა, მაშინ “ოცნებას” მეტი მხარდამჭერი ჰყოლია

“ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მთავარი არსი ამერიკელებთან და ევროპელებთან ბრძოლა და შესაბამისად, რუსეთის საქმის კეთებაა – არ მესმის, როგორ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ადამიანმა ასეთ კანონს მხარი დაუჭიროს! – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა. რაქვიაშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “ანტიევროპულს“ და “ანტიამერიკულს“ უწოდებს და ამბობს, რომ “არ შეიძლება თან პროევროპელი იყო […]

განათლების მინისტრი „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე – არავითარი პანიკის და მით უმეტეს სწავლის გადადების საფუძვლები არ არსებობს, ყველა სკოლაში მოხდა გადამოწმება და ეს იყო ცრუ განგაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, არც ერთ სკოლაში არ აღმოჩნდა ის, რაზეც მითითება იყო სკოლებზე ტერაქტების თაობაზე „ტელეგრამით“ გავრცელებულ მუქარის შემცველ ინფორმაციაში. მინისტრის თქმით, დილით სწრაფად მოხდა სასკოლო საზოგადოებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება და არავითარი საფუძველი სასწავლო პროცესის გადადების თაობაზე არ არსებობს. როგორც […]