ჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

ჯანდაცვის მინისტრს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ორი ბრძანება, რომელთა თანახმად, მიხეილ სარჯველაძის მოადგილეებად თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე დაინიშნნენ. მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს თამარ გაბუნია იკავებს. ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი გასულ თვეს დაიკავა, მოადგილეებს შორის ხელახლა მხოლოდ თამარ გაბუნია დანიშნა. ილია ღუდუშაური და ირაკლი მხეიძე კი – […]

სატვირთო ტერმინალმა ,,ლასარემ’’გამწვანების აქცია განახორციელა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საჰაერო სატვირთო ტერმინალმა ,,ლასარემ’’თბილისის მერიის თანადგომით გამწვანების აქცია განახორციელა.კომპანიის ინიციატივით სამგორის რაიონის გამგეობის ტერიტორიას – კერძოდ, ჰუალინგის რეკრეაციულ სივრცეს ახალი წიწვოვანი მცენარეები შეემატა. დედაქალაქის გარემოსდაცვით აქტივობაში ,,ლასარეს’’ თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად კომპანია მომავალშიც გეგმავს, რომ აღნიშნულ ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი მიეცეს. ,,ლასარე’’ 34 წელია ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირებს, […]

„აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერამ უკრაინის მიმართ შესაძლოა, ბირთვული საფრხთის ზრდა გამოიწვიოს“ – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „reuters-ი“ ავრცელებს. „განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების სამეული არის კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, ასევე სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯის მთავარი ინიციატორი. ჩვენ ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რაც […]

მთავრობა თბილისის ახალ აეროპორტთან სტადიონის აშენებას აანონსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისში ახალი სტადიონის აშენება იგეგმება. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან გააკრტიკა წინა ხელისუფლება და ისაუბრა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს სპორტში მიღწევებზე. „ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად […]

პრემიერი – თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობას უნდოდა „დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა – ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას

ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის „დინამოს“ ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული „დინამოს“ ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს ადამიანები თბილისის „დინამოს“ სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს და რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს პოლიტიკური […]

შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილი ციხეშია, სანქციები რუსეთისთვის დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა – ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის კარი ჩაიკეტებაო, ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონიათ

სააკაშვილი ციხეშია, სანქციები დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა. ვინც ამას ამბობდა, რომ ევროკავშირის კარი ჩაიკეტებაო, ჰგონია, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, მოდის დირექტივა, რომელიც უნდა შესრულდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი არის თანასწორთა კავშირი, სადაც გადაწყვეტილებები თანასწორობის პრინციპით მიიღება. „ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს […]

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში კომპანია Green Studio-გაიმარჯვა

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირების კონკურსში კომპანია Green Studio-გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია Green Studio-მ გაიმარჯვა. ელექტრონულ კონკურსში 18 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან კომისიის წევრებმა არჩევანი Green Studio-ზე შეაჩერა. დაინტერესებულ პირებს კონკურსში […]

მცხეთაში „თიბისის“ ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა იქნება შესაძლებელი

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია „თიბისის“ ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით, ისე ციფრული საფულის მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ცნობით, თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც „თიბისის“ ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ. „მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, […]

ირაკლი კობახიძე – განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი ეფუძნება პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას

განხილვების საფუძველზე საბოლოო სახით შედგა განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს – ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას. „მესამე საკითხი უკავშირდება ზოგადი განათლების […]

რუსთავის მერია – საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ ტარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ ტარდება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, კონკურს-ფესტივალის მიზანი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელშეწყობაა. სპეციალურად „ქართულისთვის“ საფესტივალო სივრცე მოეწყო რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბის პირზე. ფესტივალის საზეიმო გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი დაესწრნენ. „რუსთავში განწყობა ნამდვილად ქართულია, ცენტრალურ პარკში გაიხსნა […]