რაგბის კლუბი – „არმია“ ეროვნული ჩემპიონატის ფინალშია

რაგბის კლუბი – „არმია“ რაგბის ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე წყალტუბოს რაგბის გუნდს შეხვდა. ქუთაისში, „აიას“ სტადიონზე გამართულ მატჩზე „არმიამ“ წყალტუბოს გუნდი დამაჯერებელი ანგარიშით 56-22 დაამარცხა. კლუბი „არმია“ ფინალურ ეტაპზეა და შემდეგ შეხვედრას ასპინძის „ტაოსთან“ გამართავს.
მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე, სამხედრო მოსამსახურეები და მორაგბეთა ოჯახის წევრები გულშემატკივრობდნენ. რაგბის კლუბის წევრები ჩემპიონატში მონაწილეობისთვის მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!