თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით გაიზრდება

დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის 2245 ჰექტრით გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების შედეგად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი 34 280 ჰექტარი იქნება. კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც მეტად მნიშვნელოვანია რადგან სოფელი ტბათანა და მისი […]

დაგვჭირდა წლები, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სპორტის თითქმის ყველა სახეობაში საქართველომ წარმატებას მიაღწია. „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. 30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ […]

ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ კონფერენციაში შარშან იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა. CPAC უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 25-26 აპრილს გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციაზე შემდეგ თემებზე იმსჯელებენ: „სუვერენიტეტი ცოცხლობს, გლობალიზმი კვდება“; „სუვერენიტეტი ამარცხებს ტერორიზმს“, „გადაარჩინე დასავლეთი“; „დაიცავი საზღვრები“; „ჩვენ ვიგებთ, ისინი მარცხდებიან – 2024 წელი, საარჩევნო სუპერწელი“; […]

უკრაინა მაისიდან გაუარესებას ელის ომის ვითარებაში

ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, რათა განიხილონ ბლოკის მხარდაჭერა კიევის მიმართ – პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთთან ომის ვითარება შესაძლოა გაუარესდეს, გახშირებული საჰაერო თავდასხმების ფონზე. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ბიბისის უთხრა, რომ მის ქვეყანას მაისის შუა პერიოდიდან “ძალიან რთული სიტუაცია” ემუქრება ფრონტის ხაზზე, რუსეთის წინააღმდეგ. […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, გუდამაყრის, გვაზაურის, ჩარგლის, ურეკის, შატილის, ცოდნისკარის, ხვანჭკარის, მაღალაშვილის, ჟღენტის, ირემაშვილის და ბუაჩიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 22 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.18 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.16 თეთრით. 22 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6729 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8469 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.86 ლარად.

კახა კახიშვილი დეპუტატებთან ერთად თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. „თურქმენეთის მხარეს აინტერესებდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ფორმატში […]

სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს თსუ-სთან აპროტესტებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. შეკრებილები ლექტორატს მოუწოდებენ, რომ განცხადების სახით მაინც დაუჭირონ მხარი სტუდენტებს. “აქ შეკრებილი ახალგაზრდები ძირითადად არიან თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, გვიერთდებიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. ამ აქციას რამდენიმე მიზანი აქვს, პირველ რიგში, ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან იწყებოდა ყველაზე დიდი სტუდენტური მუხტი […]

დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნაბიევს და მილი მეჯლისის აზერბაიჯანი-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ. „აზერბაიჯანი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენს […]

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ ბათუმის ოფისი განახლებული შემადგენლობით ზაფხულის „ცხელი“ სეზონისათვის მზადაა

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ბათუმის ოფისი განახლებული შემადგენლობით ზაფხულის „ცხელი“ სეზონისათვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ ავრცელებს. როგორც „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი სალომე ხილაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს, აჭარაში ბევრი სიახლეა დაგეგმილი. „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ 7 წელია ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე და ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მენეჯმენტის დამსახურებით, მალევე, სადაზღვევო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის […]