გორში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა

გორში დედამიწის დღე სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინიციატივით ასფალტზე ხატვის კონკურსი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაში მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ საინტერესო თემატური ნამუშევრები შექმნეს. „დედამიწის დღე გამწვანების აქციებით აღნიშნეს გორის N3 და სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაგა-ბაღებმა. აქტივობებში გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერი გიორგი შათირიშვილი […]
„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა. კაისა ოლონგრენის ცნობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა პარასკევს, 26 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შედგება. „პარასკევს „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა გაიმართება“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჩერება შეიძლება და ამ მიზნით აუცილებელია […]
რუსეთის სპეცსამსახურების ექს-თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ინსტიტუტი თბილისში კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორია

თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საბჭოთა და რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, „რუსული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტია“ (НИИКР). ინფორმაციას ამის შესახებ გაავრცელა რუსულმა დამოუკიდებელმა მედია АГЕНСТВО-მ, რომლის თანახმადაც კონფერენციის მისამართი არ სახელდება. НИИКР-ის ვებ-გვერდზე გავრცელებული ანონსით, კონფერენციაზე „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2024. მიზიდულობის ძალები“ ექსპერტები რუსეთიდან და საქართველოდან იმსჯელებენ თემაზე […]
ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში ბრიტანელმა იურისტებმა შეხვედრები გამართეს

ბრიტანელი ადვოკატებისა და მოსამართლეებისგან შემდგარმა დელეგაციამ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ჭეხანთან ერთად შეხვედრები გამართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, იუსტიციის სამინისტროს, ანტიკორუფციული ბიუროსა და პროკურატურის ხელმძღვანელ პირებთან. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას თავად ასოციაციამ უმასპინძლა. „შეხვედრების ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს რეგულაციებს, საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს დავების განხილვის კუთხით […]
სტუდენტები – ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ჩვენი მოთხოვნაა, ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს თსუ-ში საქმიანობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილის განცხადებით, იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, მოთხოვნით, რომ თსუ-ს ლექტორმა, ირაკლი კობახიძემ უნივერსიტეტში საქმიანობა აღარ გააგრძელოს. ამის შესახებ სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადეს. სტუდენტების განცხადებით, კობახიძეს არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ მას სტუდენტებთან შეხება ჰქონდეს. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას […]
ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა – თსუ-ს სტუდენტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტების თქმით, ისინი დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას მოთხოვნით, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს ლექტორის საქმიანობა უნივერსიტეტში. “ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და შევქმნით პეტიციას – ჩვენი მიზანი და მოთხოვნა იქნება ის, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს საქმიანობა სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ სტუდენტებთან შეხება […]
რუსეთის ინსტიტუტმა თბილისში “ტრადიციული ფასეულობების” ფორუმი გამართა

დღეს 22 აპრილს თბილისში, აბანოთუბანში ერთ-ერთ სასტუმროში რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა , ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა კონფერენციაზე ჩაატარეს და განიხილეს თემა „ტრადიციული ფასეულობები როგორც ქვეყენებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“. შეხვედრა კონფერენციის „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგები – 2024. მიზიდულობის ძალები“ -ის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ რუსული კომუნიკაციების განვითარების ნაციონალური კვლევითი ინსტიტუტი (НИИКР) და საქართველოში მოქმედი პრორუსული […]
რუსეთში მოითხოვენ ვლადიმირ სოროკინის ბოლო რომანის გაყიდვიდან მოხსნას

რუსულენოვან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო წერილისა, რომელსაც, როგორც ამტკიცებენ, უგზავნიან მოსკოვის გამომცემლობა АСТ-ის წიგნების მაღაზიებს. წერილი შეიცავს მოთხოვნას როგორც წიგნის, ისე ელექტრონული ფორმით შეწყდეს გაყიდვა მწერალ ვლადიმირ სოროკინის ბოლო რომანისა “მემკვიდრეობა”. მოთხოვნის მიზეზები დაკონკრეტებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, წერილი პირველმა გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა “სიტყვები და ფული” (“Слова и деньги”), რომელსაც უძღვება გამომცემელი ვლადიმირ ხარიტონოვი. შემდეგ […]
კახეთში, ჭის გათხრის დროს, სავარაუდოდ, ადრე ფეოდალური ხანის ქვევრი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში, რომელიც საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ბერიაშვილების ოჯახში, საკანალიზაციო ჭის გათხრის დროს, სამი მეტრის სიღრმეში ქვევრი იპოვეს. ქვევრს თავზე ეხურა კლდის ნამტვრევი ქვა. ბერიაშვილებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჭას მძიმე ტექნიკით (ტრაქტორით) ჭრიდნენ, რა დროს მტვრევის ხმა გაიგეს. მალევე ნახეს, რომ მიწის სიღრმეში ქვევრი იყო. „უკვე შებინდებული იყო ტექნიკა რომ მუშაობდა… […]
„ლუკა პოლარემ“ ბათუმში რიგით მეექვსე ფილიალი გახსნა – ინვესტიცია ₾120 ათასია

კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ ქვეყნის შიგნით ბიზნესის განვითარებას განაგრძობს. კომპანიამ 20 აპრილს, ბათუმის „გრანდ მოლში“ ლუკა პოლარეს კიდევ ერთი, რიგით მე-6 ფილიალი გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, ახალი ფილიალისთვის დამატებით ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდნენ, ინვესტიცია კი 120 000 ლარია. მოლში განთავსებული ფილიალი სტუმრებს ნაყინის, ცხელი და ცივი სასმელების და ლანჩის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ფილიალი „გრანდ მოლის“ მე-4 სართულზე […]