„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ უცხოელ მოქალაქეებს მოკლევადიან დაზღვევას შესთავაზებს

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების მთავარი მენეჯერის თორნიკე კვინიკაძის ინფორმაციით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი უცხოელ მოქალაქეებს მოკლევადიან დაზღვევას შესთავაზებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უცხოური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებზე შესაძლებელი იქნება 3-თვიანი და 6-თვიანი დაზღვევის პოლისების შეძენა. თორნიკე კვინიკაძის თქმით, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში ავტომობილის დაზღვევას ბაზარზე არსებულ მინიმალური ფასად შეძლებთ. ამასთანავე, მანქანის დაზღვევის ტარიფი ბევრი პარამეტრით დგინდება: მძღოლის […]
დიდ ბრიტანეთში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ორ პირს ბრალი წაუყენეს

დიდ ბრიტანეთში ორ პირს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, 32 წლის კრისტოფერ ბერიმ და 29 წლის კრისტოფერ კეშმა უცხო სახელმწიფოს „სტატიები, ჩანაწერები, დოკუმენტები ან ინფორმაცია“ გადასცეს. ლონდონის პოლიციის ანტიტერორისტული დეპარტამენტის ცნობით, ბრალდებები სერიოზულია და დეპარტამენტის უფროსმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. ეჭვმიტანილების სასამართლო პროცესი 26 აპრილს გაიმართება. […]
საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო

საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს პრობაციის მეექვსე მსოფლიო კონგრესზე სესია დაეთმო. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უფროსმა ლადო ხელაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა იასონ ნაჭყებიამ აუდიტორიას ტექნოლოგიებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის სფეროში სააგენტოს მიერ განხორციელებული წარმატებული ინიციატივები გააცნეს. „კონგრესზე განხილულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგია PROBBOX-ი, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, როგორც დაბალი რისკის […]
თუშეთის დაცული ლანდშაფტი 2245 ჰექტრით გაიზრდება

საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის 2245 ჰექტრით გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების შედეგად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი 34 280 ჰექტარი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპროექტის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე […]
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკაც. შეხვედრაზე […]
„კანონი იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება“- ლევან დავითაშვილი ოფშორების შესახებ კანონზე

„კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ზუსტად ეს არის კანონის მოტივაცია”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოფშორებთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აქამდეც […]
„გამჭვირვალობა უმაღლესი სტანდარტია, რომელიც ყველას მოეთხოვება“ – დავითაშვილი ბიზნეს გაერთიანებების მხრიდან გამჭვირვალობის კანონპროექტის კრიტიკაზე

„ვფიქრობ, გამჭვირვალობა უმაღლესი სტანდარტია, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის განსაკუთრებით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (ბიზნეს გაერთიანებებს)“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გამჭვირვალობის მოთხოვნა სრულად ლეგიტიმურია „საზოგადოება იხილავს, კანონის მიღების პროცესში იქნება უკვე შინაარსობრივი განხილვები საპარლამენტო ფორმატში. ვფიქრობ, ესაა სწორი ფორმატი, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებზე. იცით, რომ პარლამენტში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური ძალა, […]
პირდაპირი ფრენები იქნება განვითარების და ტურისტების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა – შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდა გარკვეულწილად კავშირშია იმ საერთაშორისო ღონისძიებებთან, რომლებიც გუდაურსა და ბაკურიანში გაიმართა. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ პირდაპირი ფრენები იქნება ზუსტად განვითარების და ტურისტების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა. „ის ფაქტი, რომ ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, მისასალმებელია და როგორც ეკონომიკას, ისე სფეროს ადგება. 2024 წლის […]
ჰამასის თავდასხმის გამო გადადგა ისრაელის სამხედრო დაზვერვის უფროსი

ისრაელის არმიამ 22 აპრილს გამოაცხადა, რომ მისი დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელი, აჰარონ ჰალივა გადადგა 7 ოქტომბერს ისრაელზე აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან მიტანილი იერიშის დროს გამოვლენილი ჩავარდნების გამო. ჰალივა ისრაელის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ჰამასის თავდასხმის შედეგად გადადგა. ჰამასის თავდასხმას ემსხვერპლა 1200 ადამიანი, 250-მდე პირი ტყვედ წაიყვანეს. 7 ოქტომბრის იერიშმა ბიძგი მისცა ჰამასის […]
წულუკიანი: [პროტესტს] 2 თუ 3 თეატრი უერთდება – ხელოვანების უმრავლესობა კანონს მხარს უჭერს

კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია. მთლიანად ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტია. და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც [პროტესტს] უერთდება […] ხელოვანების უმრავლესობა, პირველ რიგში, სწორედ სახელმწიფო თეატრებში, ამ კანონს მხარს უჭერს. მათ ძალიან კარგად ესმით, რომ ეს არის ქართული კანონი, რომელიც საქართველოს ძლივს მოპოვებული დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად უნდა მივიღოთ. ვინც მხარს არ უჭერს, […]