“მხოლოდ სიყვარული იყო”: საიმონ პორტ ჟაკემუსი და მარკო მაესტრი ტყუპების მშობლები გახდნენ – Marao

დიზაინერი საიმონ პორტ ჟაკმუსი და მარკო მაესტრი ტყუპების მშობლები გახდნენ. ამის შესახებ ჟაკმუსმა ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ორი ახალშობილი, მია და სანი ჩანან. 2009 წელს ფრანგმა დიზაინერმა საიმონ პორტ ჟაკმუსმა ბრენდი Jacquemus შექმნა. მას სურდა, რომ უფრო მეტი შეექმნა, ვიდრე სამოსი – ოდა გარდაცვლილი დედისადმი. მას ჰქონდა ხედვა და შეძლო საკუთარი ფიქრებისა და წარმოსახვის […]

“ლამაზი და ბედნიერი წყვილი” – თიკა ჯამბურიას რომანტიკული მომენტები რჩეულთან ერთად – Marao

თიკას რჩეული ლუკა ჯანდიერია. წყვილმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა, თუმცა თიკას პირადზე საჯაროდ საუბარი არ სურს. მიუხედავად ამისა, თიკა სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად აქვეყნებს და უამრავ დადებით კომენტარსაც იღებს. მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი […]

Foreign Press: კონგრესში აზერბაიჯანელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ

აშშ-ს კონგრესში კანონმდებელთა ორპარტიული და ორპალატიანი ჯგუფი კონგრესმენი დინა ტიტუსის ხელმძღვანელობით, ამ კვირაში “აზერბაიჯანის სანქციების განხილვის პირველი აქტის” მიღებას გეგმავს. ინფორმაციას Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ კონგრესის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. კანონპროექტი 40-ზე მეტი აზერბაიჯანელი თანამდებობის პირის სანქცირებას ითვალისწინებს, რომლებმაც “აქტიური და მთავარი როლი ითამაშეს ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში”. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში […]

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ბათუმში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ადგილზე მაშველები არიან მობილიზებული და ზღვაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ზღვაში პირის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება დღის მეორე ნახევარში შევიდა. სანაპიროსთან სამართალდამცავებიც იმყოფებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გავმართე. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სენატის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში მას ხელს დაუყოვნებლივ მოაწერს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინის დაუღალავი მხარდაჭერისთვის და ნამდვილი გლობალური ლიდერობისთვის“, – […]

ნინო წილოსანმა და მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია 22-23 აპრილს, ესპანეთში, ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს ორგანიზებით გაიმართა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ქალთა ფორუმი, სადაც პარლამენტების ქალმა თავმჯდომარეებმა ქალთა გაძლიერების გზებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე იმსჯელეს. […]

ეგვიპტეში ფორთოხლის ფასი 15 ცენტამდე დაეცა

EastFruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირში ფორთოხლის წარმატებულ ექსპორტს ამ სეზონზე ეგვიპტისთვის ძალიან უსიამოვნო მინუსი ახლავს – უკიდურესად დაბალი ფასები შიდა ბაზარზე. რა არის ამ მდგომარეობის მიზეზები და რისი გაკეთება შეიძლება? შიდა ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის მთავარი მიზეზი ადგილობრივი ვალუტის მკვეთრი გაუფასურებაა, ამან, ერთი მხრივ, ეგვიპტური ფორთოხალი უფრო კონკურენტუნარიანი გახადა უცხოურ ბაზრებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მწარმოებლებისთვის წარმოუდგენლად […]

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. მანამდე სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე და შემდეგ სასტუმრო “ტიფლის პალასთან” მივიდნენ, სადაც აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთის ინსტიტუტი “ტრადიციული ფასეულობების” ფორუმს მმართავდა. სტუდენტების განცხადებით, აქცია პერმანენტულია და გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს […]

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფაიგ გულიევს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესში. ხაზგასმით […]

სტუდენტებმა სასტუმროს, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ კვერცხები დაუშინეს

სტუდენტებმა სასტუმროს, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ კვერცხები დაუშინეს რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებულმა მოქალაქეებმა სასტუმრო “ტიფლისი პალასს” კვერცხები ესროლეს. ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ “ოცნებამ” საკუთარ მოქალაქეებს უღალატა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო გადაადგილებას მწვანე შუქი აუნთო. ისინი ამ წუთებში საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, […]