ზვიად ძიძიგური „ქართულ ოცნებას“ – საერთოდ, სად მიდიხართ, რა შარში გაყავით თავი? – რაც შეეხება შეკრებას, მერიაში, გამგეობაში დასაქმებულებს ჩასვამენ ავტობუსებში და ჩამოიყვანენ თბილისში, ვის უკვირს? თავი გინდათ გაიმხნეოთ?

რა მოხდა, შეგეშინდათ აქციების და თავი გინდათ გაიმხნეოთ? – შედრკით და წონასწორობა დაკარგეთ?, – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხელისუფლება 29 აპრილის შეკრებაზე მერიაში, გამგეობაში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მომუშავე ადამიანებს მოუყრის თავს. „ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს დგამს, რომ […]

ეკა ბესელია – მიტინგის ორგანიზება და მხარდამჭერების მობილიზება შიშის სხვა ფაზაა – ეს არის ბოლო სერია

ამ აქციის დაანონსება პირველად ხუმრობა მეგონა – არ მეგონა, რომ ხელისუფლება ასეთ არასერიოზულ და მცდარ ნაბიჯს გადადგამდა. ასე მაშინ იქცევიან, როდესაც ეშინიათ, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, კანონპროექტის დამტკიცება „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა არ სჭირდება“ და დაანონსებული […]

იმედი მაქვს პრემიერ-მინისტრი არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას – რომან ფიფია კობახიძის კრიტიკულ განცხადებას პასუხობს

,,დინამო” თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია პრემიერ-მინისტრს განცხადებით პასუხობს. მისი თქმით, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია კლუბში განხორციელებულ ნაბიჯებსა და ინვესტიციებზე. ,,საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, დინამო თბილისზე და პირადად ჩემზე საუბრის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება. პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ მე […]

“ტიკ-ტოკი” აცხადებს, რომ აპლიკაციის ამერიკაში სიტყვის თავისუფლების “გათელვა” იქნებოდა

„ტიკ-ტოკმა“ კვირას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტის გამო, სიტყვის თავისუფლების საკითხი აშფოთებს. კანონპროექტით შეიძლება აიკრძალოს სოციალური მედიის ეს პოპულარული პროგრამა, თუ მისი ჩინელი მფლობელი „ბაიტ დანსი“ თავის აქციებს წლის განმავლობაში არ გაყიდის. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი შაბათს, 360 ხმით 58-ის წინააღმდეგ მიიღო. ახლა ის სენატში გადაინაცვლებს, სადაც მომავალ დღეებში კენჭისყაზე გაიტანენ. პრეზიდენტმა […]

საგარეჯოს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

22 აპრილს, საღამოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სულ მცირე სამი სოფელი – კაკაბეთი, მანავი და დიდი ჩაილური დაისეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას მოსახლეობა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები, თუმცა მათ ჯერ არ იციან, რამდენად დიდია ზარალი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სეტყვისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ხვალ […]

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით. მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით. თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ. მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის […]

საგარეჯოში რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

კახეთში, საგარეჯოში სეტყვა იყო. დასეტყვილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, კერძოდ, მანავი, კაკაბეთი,დიდი ჩაილური და პატარძეული. ადგილობრივების თქმით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის შესახებ დილით გახდება ცნობილი.

რუსებმა ხარკოვში სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსებმა ხარკოვში სატელევიზიო ანძაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. „განგაშის დროს თანამშრომლები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, მსხვერპლი არ ყოფილა“, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა. რუსების სარაკეტო იერიშის შედეგად, სატელევიზიო ანძის ზედა ნაწილი ჩამოინგრა. ხარკოვის საოლქო პროკურატურამ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო.

2023 წელს გლობალურ სამხედრო ხარჯებში რეკორდი მოიხსნა

უკრაინაში მიმდინარე ომისა და ასევე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდის გამო, 2023 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა რეკორდი დაამყარა, წლიური ზრდით 6,8 პროცენტით, და 2 ტრილიონ 443 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2023 წლის გლობალური სამხედრო ხარჯების ანგარიში სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (SIPRI) გამოაქვეყნა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ გლობალური სამხედრო ხარჯები გაიზარდა ზედიზედ 9 წლის განმავლობაში […]

კაკაბაძე: პორტუგალიასთან შეხვედრამდე რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ

პოლონური fakt-ი აღნიშნავს, რომ “კრაკოვიას” საქართველოს ნაკრების მცველის ოთარ კაკაბაძის სახით ევრო 2024-ზე წარმომადგენელი ეყოლება, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მალე უმთავრდება. ქართველმა ლეგიონერმა გამოცემასთან ევროპირველობაზე გასვლაზე და მოლოდინზე ისაუბრა: “ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. თითქმის 40 წელიწადი ვერ ვახერხებდით დიდ ტურნირზე გასვლას და ახლა გულშემატკივრებს სიხარული მივანიჭეთ. საბერძნეთთან ნამატჩევს დიდი […]