აზაროვის და გოჩოლეიშვილის “შახტარმა” ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება მოიპოვა

უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში „შახტარმა“ „ზარია“ 2:1 დაამარცხა. ოთხი დღის წინ „შახტარმა“ ლუგანსკურ კლუბს ძლივს სძლია და დღესაც ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. „მეშახტეები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევისას გოლი გაუშვეს, რის შემდეგაც დიდი ძალებით შეუტიეს და ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. ორივე გოლი მარცხენა ფლანგიდნ კელვინის ჩაწოდებას მოჰყვა – პირველი ეგინალდუმ გაიტანა, მეორე კი სიკანმა […]
ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
სტუდენტები თბილისში რუსი ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობით კონფერენციის ჩატარების ადგილას აქციას მართავენ

ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები რუსი ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობით კონფერენციის ჩატარების ადგილას, სასტუმრო ,,ტიფლის პალასთან“აქციას მართავენ. ისინი საქართველოში რუსი გავლენიანი პირების ყოფნას და მათ მიერ ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სტუდენტების სკანდირებენ სიტყვებს ,,არა რუსულ კანონს“ და ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ, ოკუპანტებს კი საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებენ. კონფერენციას სახელად ,,რუსეთი და მსოფლიო: დიალოგი 2024. მიზიდულობის ძალები“, გამოცემა АГЕНТСТВО-ს […]
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სოფელ თხილნარის სკვერში მწვანე ნარგავები დაირგო

დედამიწის დღესთან დაკავშირებით სოფელ თხილნარის სკვერში მწვანე ნარგავები დაირგო დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა, ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს, თითოეული ჩვენგანზეა დამოკიდებული დედამიწისა და ჩვენი მომავალი, ყველას გვჭირდება ჯანმრთელი დედამიწა. ამ დღესთან დაკავშირებით თხილნარის სკვერში მწვანე ნარგავები დაირგო, გამწვანების აქციაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, სამსახურის თანამშრომლები […]
დღეს ამ მუხტს, რომელსაც უკვე ანეკდოტური ხასიათი მიეცა არა პოლიტიკოსები, არამედ თბილისი პრაიდი მართავს და მათ სათავეში ზურაბიშვილის გამოჩენას აზრი არ აქვს
დღეს ამ მუხტს, რომელსაც უკვე ანეკდოტური ხასიათი მიეცა არა პოლიტიკოსები, არამედ თბილისი პრაიდი მართავს და მათ სათავეში ზურაბიშვილის გამოჩენას აზრი არ აქვს „ამ ოპოზიციური და „ენჯეოშნიკური“ მასის არჩევნებამდე 6 თვის განმავლობაში მწვავე ტონუსში შენარჩუნებას, რასაც ახლა რადიკალები ცდილობენ, ფაქტობრივად აზრი არ აქვს,” – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა იმაზე, […]
Reuters – ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა

ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ერაყსა და სირიაში, ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ორი თავდასხმა განხორციელდა. ერაყში აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებიან თავდასხმა დრონის მეშვეობით მოხდა. ასევე, კვირას, სირიაში, რუმალინის ბაზის მიმართულებით ჩრდილოეთ […]
ევროზონაში სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობამ 88,6% შეადგინა

ევროპის სტატისტიკურმა სამსახურმა (ევროსტატი) გამოაქვეყნა 2023 წლის მეოთხე კვარტალის სახელმწიფო ვალისა და 2023 წლის ბიუჯეტის დეფიციტის ევროკავშირისა და ევროზონის მონაცემები. მონაცემების მიხედვით, ევროზონაში სახელმწიფო ვალის მშპ-სთან თანაფარდობა, რომელიც მესამე კვარტალში 89,6% იყო, ბოლო კვარტალში 88,6%-მდე შემცირდა. ევროკავშირში სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან, რომელიც მესამე კვარტალში 82,4% იყო, მეოთხე კვარტალში 81,7%-ით შეფასდა. 2022 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული […]
მოლდოვის ოპოზიციამ მოსკოვის ახალი საარჩევნო ბლოკი გამოაცხადა

მოლდოვის ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც გმობენ პროევროპული პრეზიდენტის მაია სანდუს სწრაფვას ევროკავშირში წევრობის უზრუნველსაყოფად, კვირას განაცხადეს, რომ ისინი ქმნიან საარჩევნო ბლოკს. განცხადება ამის შესახებ მათ მოსკოვში გააკეთეს. ჯგუფებმა თავიანთ ალიანსს “გამარჯვება” უწოდეს. ალიანსი აერთიანებს ჯგუფებს ქვეყნიდან გაქცეული პრორუსი ბიზნესმაგნატის ილან შორის გარშემო, რომელსაც მასობრივი თაღლითობისთვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. “ჩვენ ვთავაზობთ ახალ გზას მოლდოვას. […]
სტუდენტები მსვლელობით იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ

სტუდენტები მსვლელობით იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ სტუდენტები მსვლელობით იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ. სასტუმრო “ტიფლის პალასის” მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებენ “არა რუსეთს”, “არა რუსულ კანონს”. სასტუმროში მყოფ რუსებს ადგილზე პოლიცია იცავს.
„ხალხის ფულის ფლანგვა მათი სამშენებლო ბიზნესებისათვის ფულის შოვნის ხრიკია – გამოაცხადებენ ერთ ფასს, ჯდება თითქმის ორჯერ მეტი“ – რას წერს რომან გოცირიძე

„ხალხის ფულის ფლანგვა მათი სამშენებლო ბიზნესებისათვის ფულის შოვნის ხრიკია – გამოაცხადებენ ერთ ფასს, ჯდება თითქმის ორჯერ მეტი“ – რას წერს რომან გოცირიძე პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებულ 70 000-კაციანი სტადიონის აშენებას ასე ეხმაურება: „ახალი, უხარისხო საკალათბურთო დარბაზი ააშენენეს, თანაც ორი, ათეულ მილიონობით ფული გაფლანგეს, არც ძველია დატვირთული და არც ახლები, ევრობასკეტი […]