შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, […]

ეკა ბესელია “ქართული ოცნების” შეკრებაზე – მიტინგის ორგანიზება და მხარდამჭერების მობილიზება შიშის სხვა ფაზაა – ეს არის ბოლო სერია

ამ აქციის დაანონსება პირველად ხუმრობა მეგონა – არ მეგონა, რომ ხელისუფლება ასეთ არასერიოზულ და მცდარ ნაბიჯს გადადგამდა. ასე მაშინ იქცევიან, როდესაც ეშინიათ, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, კანონპროექტის დამტკიცება „ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა არ სჭირდება“ და დაანონსებული […]

შსს: ჩვენი თანამშრომლები მობილიზებული არიან “ოცნების” ოფისთან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყების თანამშრომლები მობილიზებული არიან “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. „მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ის […]

სტამბოლის აეროპორტებიდან წლის I კვარტალში 27 მლნ-ზე მეტმა მგზავრმა იფრინა

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სტამბოლის აეროპორტებიდან 27 მილიონ 104 ათას 54 მგზავრმა იფრინა. სტამბოლისა და საბიჰა გოკჩენის აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. მგზავრთა რაოდენობის ზრდამ ასევე დადებითად იმოქმედა ავიაკომპანიების ბალანსზე. ზრდა სავარაუდოდ გაგრძელდება უახლოეს თვეებში ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად. სტამბოლის აეროპორტმა მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში სულ 17 მილიონ 671 […]

ბორელი რუსული კანონზე: ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია

ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს მათი შეშფოთება გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენების შესახებ კანონთან დაკავშირებით. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში. საქართველოს მთავრობის მხრიდან იყო ვალდებულება გაეწვია ეს კანონპროექტი და ხელახლა არ წარედგინათ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება, რომელშიც ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. მე გავიმეორებ, […]

ახალგაზრდები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ – ტერიტორიაზე პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული

სტუდენტებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს. ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ქართული ოცნების” ოფისამდე მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე მისულ სტუდენტებს პოლიციელების კორიდორი დახვდათ. ახალგაზრდები სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!” აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს სთხოვეს, “ქართული ოცნების” ოფისთან” ახლოს გაატარონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. ამასთან, მომიტინგეებმა “ქართული ოცნების” […]

გაეროს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი – პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ მტკიცებულებები, რომ თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ისრაელს ჯერ არ წარმოუდგენია

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მაგრამ ისრაელს მტკიცებულებები, რომ სააგენტოს თანამშრომლები ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია, – ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის მიმოხილვაშია ნათქვამი. „გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო პალესტინელების ადამიანური და ეკონომიკური განვითარებისთვის შეუცვლელად რჩება“, – ნათქვამია მოხსენებაში. გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების […]

ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა ძლიერი სეტყვა იყო ცოტა ხნის წინ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში. არსებული ინფორმაციით, დასეტყვილია ოთხი სოფელი – პატარძეული, მანავი, კაკაბეთი და დიდი ჩაილური. ძლიერი სეტყვა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი. „სეტყვა იყო, მაგრამ რა ზიანი მიადგა სოფლებს, ამ წუთისთვის ინფორმაცია დაზუსტებული არ არის, დეტალური […]

,,კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“- ჟოზეფ ბორელი ე.წ. რუსულ კანონზე

,,საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა – ვიმეორებ, კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია”, – ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელის თქმით, ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების […]

დავა კეზერაშვილის წინააღმდეგ მედიის გამო, თავდასხმა მშვილდაძეზე – რა წერია სახდეპის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წლის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საქართველოში არსებულ მედია გარემოს. დოკუმენტში საუბარია დავით კეზერაშვილის საქმეზეც. ანგარიშში ნათქვამია, რომ “მედიის დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ყოფილ მინისტრს, ტვ ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს შორის სამართლებრივი დავები კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად”. ამასთან, ანგარიშში ნახსენებია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, […]