ქოჩორაშვილი: მართალი ვიყავი საკუთარ თავთან… ამას არ უნდა ვეცდუნებინე – როცა იმის შანსია, შენი ქვეყანა დაამწუხრო…

საქართველოს ნაკრებისა და “ლევანტეს” ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა საბერძნეთთან პლეი-ოფის ფინალური მატჩის პერიპეტიები ლელა წურწუმიას გადაცემაში, “სტუმრად ლელასთან” გაიხსენა: “რამდენიმე წლის წინ არა თუ პენალტს, ჯარიმასაც კი არ ვასრულებდი. 2-3 წელია, რაც ამაზე ფქისოლოგიურად მუშაობა დავიწყე. ბავშვობიდან ისე ჩანდა, თითქოს, დარტყმა ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ როცა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობ და ვარჯიშობ, აუცილებლად გამოგივა. ბევრი […]
ღვინის ბაზარზე ძალიან რთული ვითარებაა – Tales wine

ყვარელში მდებარე ღვინის მარნის Tales wine-ის დამფუძნებელი, თამაზ შერაზადიშვილი BM.GE-სთან მეღვინეობის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ღვინის ბაზარზე ძალიან რთული ვითარებაა. მეღვინე განმარტავს, რომ ქვეყანაში ტურისტების ქცევა შეცვლილია და ამის გამო, ისინი ღვინოს აღარ ყიდულობენ. მისი ინფორმაციით, ღვინის მწარმოებელი კომპანია Tales wine იყალთოში, სოფელ ზინობიანში მდებარეობს და 2019 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს. ჯამში […]
უკრაინელებმა ოთხ ოლქში რუსების მიერ გაშვებული 16 დრონიდან 15 გაანადგურეს

რუსებმა წუხელ უკრაინას „ისკანდერ-მ“ ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტითა და „შაჰედის“ ტიპის 16 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 15 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ღამით ცის დამცველებმა გაანადგურეს 15 „შაჰედი“ მიკოლაივის, ოდესის, კიევისა და ჩერკასის ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი […]
მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა

მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას. ოფიციალური ინფორმაციით, ვერტმფრენები ერთმანეთს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ. როგორც BBC წერს, ვერტმფრენების პილოტებმა რეკომენდებული დისტანცია არ დაიცვეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება. სტუდენტების განცხადებით, აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება. სტუდენტები გუშინ თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა ვერ შეძლეს.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს 09:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, ბულაჩაური, მთა ვარცლა, კაიშაურები, ბაგა, მლაშე და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ბატონიშვილის, ზუტნერის, ჩალიპირებსა და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, […]
რუსეთის თავდაცვის უწყება – საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბელგოროდში ოთხი უკრაინული რაკეტა გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული „ვილხას“ ოთხი რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ვილხას“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის […]
ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღეს ამბროლაურში განიხილავს

ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღეს ამბროლაურში განიხილავს. უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტების რეგიონებში განხილვა 22 აპრილს ქუთაისში დაიწყო. მიმდინარე კვირის განმავლობაში განხილვები დასავლეთ საქართველოს ფარგლებში – ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში გაიმართება. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: მამუკა […]
ნიკოლ ფაშინიანი – არსებულ ვითარებაში, სომხების მთიან ყარაბაღში დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, არსებულ პირობებში სომეხი მოსახლეობის მთიან ყარაბაღში დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ბრიტანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში, კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ყარაბაღელი სომხების მთიან ყარაბაღში დაბრუნება, სომხეთის მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ შექმნილ ვითარებაში მათი დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი ყარაბაღისთვის ბრძოლას არ აპირებს. მისი თქმით, ერევანს არ აქვს ამბიციები […]
რუსებმა ოდესას დაარტყეს, დაშავებულია 7 ადამიანი

ოდესაში, რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, – ინფორმციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მოქალაქეების სახლები და ხანძარი გაჩნდა. ადგილზე, შედეგების აღმოსაფხვრელად, გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ. მათ 34 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, გადაარჩინეს.