ნახეთ, რა გელოდებათ დღეს – ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ვერძი დღეს, შესაძლოა, მოგიწიოთ საკუთარი ნაკლოვანებებისთვის მეტი ყურადღების დათმობა, მეტად მოთოკეთ საკუთარი ემოციები და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, რათა არ დაკარგოთ ავტორიტეტი სხვების თვალში. კურო ნუ იქნებით იმპულსური და აგრესიული, რათა არ გაგერიდონ სანდო და ერთგული ადამიანები. ახლა, ზედმეტი აქტიურობის დრო არაა. ტყუპები ერიდეთ კამათს და კონფლიქტებს, გულმოდგინედ ეძიეთ კომპრომისები და ნუ დაანახვებთ თქვენს უკმაყოფილებას ირგვლივ […]
“საქართველოში +34, +36 გრადუსამდე დაცხება…” – ამინდის განახლებული პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე განახლენულ პროგნოზს აქვეყნებს: “მიმდინარე კვირაში ტემპერატურა წლის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელზე მაღალი იქნება. ანტიციკლონის ანუ მაღალი წნევის მუდმივი არეალის წყალობით, არ არის გამორიცხული ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში. ამიტომაც ეს კვირა იქნება ძირითადად მზიანი და ცალკეულ დღეებში ცხელი, განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა მოსალოდნელია […]
შუქი გაითიშება! – გადაამოწმეთ მისამართები

სხვადასხვა სამუშაოეს ჩატარების გამო, 24 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ “თელასი” ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ფეიქრების ქუჩების მცხოვრებლებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის, აბულაძის, დელისის, […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღესაც გაიმართება. სტუდენტების განცხადებით, აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება. სტუდენტები გუშინ თავდაპირველად თსუ-სთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. მათ აქცია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზეც გამართეს, სადაც პოლიციელების კორიდორი დახვდათ და უშუალოდ ოფისთან მისვლა ვერ შეძლეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებებზე 2023 წელს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ “წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას”. “ასევე იყო საზოგადოების ფართო საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობას. დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, და გასცა რეკომენდაცია ცხრა სფეროში შემდგომო პროგრესისთვის, რომელიც მოიცავს დემოკრატიულ […]
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოთხი პირი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა საქართველოს შინაგან […]
აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მეწარმეებს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით, „ხონის მუნიციპალიტეტის დევნილთა ბიზნეს ინიციატივების – „სამკერვალო სახლისა“ და „სილამაზის სახლის“ მატერიალური მხარდაჭერის“ პროექტის მონაწილეებს საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსში გამარჯვებულ მეწარმეებს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო დანადგარები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გადასცა. „სამკერვალო სახლსა“ და „სილამაზის სახლში“ აფხაზეთიდან დევნილი […]
ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი – ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები სამწუხაროა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაანონსებული სანქციები სამწუხაროა, რადგან ირანი ქვეყანა თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. „სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს უფრო მეტი უკანონო შეზღუდვები ირანის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ირანმა გამოიყენა თავდაცვის უფლება ისრაელის უგუნური აგრესიის ფონზე“, – წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი […]
მარიამ ქვრივიშვილი – მესტიის აეროპორტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული განვითარება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება, რომლის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს მესტიაში, ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის. „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სვანეთში ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად […]
„2 წლის განმავლობაში „ენგურჰესის ატრაქციამ“ 110 000 ვიზიტორი მიიღო“ – ნიკა ანთიძე

„ენგურჰესის ატრაქციამ“ 2022 წლის ივნისიდან დაიწყო ოპერირება, როცა დავიწყეთ თვითონ ენგურზე ვიზიტორებისთვის ძალიან საინტერესო ობიექტის შექმნა. იმ დროიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით 110 000 ვიზიტორი გვყავდა, რაც ნამდვილად კარგი რიცხვია“,- ამის შესახებ „ენგური ატრაქციას“ დირექტორმა ნიკა ანთიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დიდი მოლოდინია იმის, რომ უახლოეს პერიოდში ადგილზე ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად გაიზრდება და […]