რაფაელ გროსი – ირანს ატომური ბომბის შექმნამდე კვირები აშორებს

ირანს ატომური ბომბის შესაქმნელად გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობის ფლობამდე კვირები და არა თვეები აშორებს, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ირანში ურანის გამდიდრების დონემ თითქმის მიაღწია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონეს, არ შეიძლება დავასკვნათ, რომ ირანს უკვე აქვს ასეთი […]
გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს პოლონეთში ჩავა, სადაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს, რაც კი ბრიტანეთს დღემდე ქვეყნისთვის მიუწოდებია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებილ ინფორმაციაშია აღნიშნული. „დღეს გამოცხადებული დამატებითი 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოცულობის დაფინანსება, რომელიც უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მიერ მიმდინარე ფინანსურ წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ […]
მათ შეუძლიათ, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ პრორუსი

მათ შეუძლიათ, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ პრორუსი მათ შეუძლიათ, უსინდისოდ იმღერონ, იცეკვონ პუტინის რუსეთში, დაბრუნდნენ იქიდან და შენ, ვისაც მრავალი ათეული წელია, მოსკოვში ფეხიც კი არ დაგიდგამს, გეძახონ პრორუსი, რადგან ქართულ საქმეს აკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა […]
პარლამენტთან აქცია 23 აპრილსაც გაიმართება

*** დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით”.
ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან – შალვა პაპუაშვილი

“ნეტგაზეთის” და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია.”- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთიდან დაფინანსებული მედიაგამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისთვის 20 ჰექტარი ტერიტორიის 1 ლარად მიყიდვასთან დაკავშირებით. “სამწუხაროა, მაგრამ ეს ჩვენი – როგორც დონორები ეძახიან – “კრიტიკული მედიის” რეალობაა. მისი მიზანი კი, რადიკალური ჯგუფებისთვის კოორდინირებული შეტევის საბაბის მიცემაა. “გამჭვირვალობის კანონის” არარსებობის პირობებში, […]
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხებოდა

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი დამოუკიდებელ სასამართლოს ითვალისწინებდა, მთავრობა სასამართლოს დამოუკიდებლობას და პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში მის მიუკერძოებლობას პატივს არ სცემდა. ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, „მოსამართლეები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ დაუცველები იყვნენ, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, როდესაც წყვეტდნენ საქმეებს, რომლებიც […]
„ქართული ზღაპრები ემიგრანტი ბავშვებისათვის“ ბაზელის საბავშვო ბიბლიოთეკაში

დედაენის დღის აღსანიშნავად, ბაზელის საბავშვო ბიბლიოთეკაში, სპეციალურად უცხოეთში მცხოვრები ბავშვებისთვის გაიმართა ზღაპრების საჯარო კითხვა და შეხვედრა ავტორებთან – ლელა ცუცქირიძესთან და მარიამ წიკლაურთან. პროექტი განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივებისა და ბაზელში არსებული ქართული საკვირაო სკოლა “ნაკადულის” თანამშრომლობით.
,, აი თქვენს მართლა გამყიდველ სულებში გაისეირნონ რუსთაველზე მოსეირნე ცუგებმა!” – ბუკა პეტრიაშვილი

,, აი თქვენს მართლა გამყიდველ სულებში გაისეირნონ რუსთაველზე მოსეირნე ცუგებმა!” – ბუკა პეტრიაშვილი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,პოლიგონი, აეროპორტი, სტადიონი – ყველაფერი ერთად ვაზიანში! წარმოიდგინეთ, მიმდინარეობს მრავალეროვნული წრთვნები, ფეთქდება ჭურვები, ისვრიან ტანკები. ამ დროს ჯდება და ფრინდება მსოფლიო ავიაკომპანიების თვითმფრინავები, ხოლო ინგლისური სტილის 70 ათასიან სტადიონზე თამაშობენ მსოფლიოს გრანდები! […]
სუნაკი: არალეგალ რუანდელ ემიგრანტებს შინ დავაბრუნებთ

დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა, რომ არალეგალურ ემიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი ემზადება სრულმასშტაბიანი ღონისძიებები გაატაროს და რუანდელი თავშესაფრის მაძიებლები შინ დააბრუნოს 10-12 კვირაში. მან აღნიშნული გეგმის დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა თქვა, რომ კარგად გაწვრთნილი კადრები არალეგალ ემიგრანტებს ჩარტერული რეისებით რუანდაში ჩაიყვანენ. სუნაკმა დააზუსტა, რომ “დარწმუნებულია, რომ ეს გეგმა შეესაბამება და ასრულებს […]
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 23 აპრილსაც გაიმართება

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დასრულდა. სტუდენტების განცხადებით, აქცია 23 აპრილს, 19:00 საათზე, კვლავ გაიმართება. დროისთვის რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.