ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ ქცეულ საპყრობილეში საიდუმლო საკნები არ აღმოუჩენიათ

არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრმა ჩაფხუტებმა“ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაასრულა სირიის დედაქალაქ დამასკთან მდებარე საპყრობილეში, რომელიც ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. ორგანიზაციის წარმომადგენლები სამხედრო ციხის სავარაუდო საიდუმლო საკნებს ეძებდნენ. ადგილობრივი მეამბოხეების მიერ ასადის რეჟიმის დამხობისა და საპყრობილეზე შტურმის შედეგად ათეულობით ათასი პატიმრის გათავისუფლების შემდეგ იყო ეჭვი, რომ ბევრი პატიმარი, რომელთა ბედი ოჯახებისთვის უცნობია, შესაძლოა, საიდუმლო საკნებში დარჩა. „თეთრი […]

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე: კაცი კაცია და ქალი ქალია!

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარის ბრაიან მასტის განცხადებით, კაცი კაცია და ქალი ქალია. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Floridian-ი აქვეყნებს. გამოცემის მტკიცებით, ამერიკელ კანონმდებლებს ასეთ საკითხებზე კომენტარების გაკეთება მას შემდეგ მოუწიათ, რაც კონგრესში პირველი ტრანსგენდერი “დემოკრატი” დელავერიდან სარა მაკბრაიდი აირჩიეს. არჩევნების შემდეგ “რესპუბლიკელმა” ნენსი მეისმა კონგრესში დაარეგისტრირა რეზოლუცია, რომელიც საკანონმდებლო […]

შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამ მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ იმიტომ, რომ სჯერათ, სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ – ეს რომ დაჩქარდეს, აქ იხარჯება მილიონები გაუმჭვირვალედ!

შესანიშნავად იციან, რომ ჩვენი ტრადიციული საზოგადოებისთვის მსგავსი რამ მიუღებელია, მაგრამ მაინც აკეთებენ იმიტომ, რომ სჯერათ, სხვებსაც მათ ჭკუაზე გადაიყვანენ – ეს რომ დაჩქარდეს, აქ იხარჯება მილიონები გაუმჭვირვალედ! ვინ არიან სექტანტური რიტუალის ავტორები და შემსრულებლები? ისინი ვინც თვლის, რომ “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.” სწორედ ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოიტანეს საქართველოში ეს ყველაფერი, ასწავლეს ადგილობრივებს, მათ კი […]

გახარიას გუნდის მხრიდან ორმაგ სტანდარტთან ერთად სახეზე გვაქვს წამქეზებლური პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გახარიას პარტიის წევრების მხრიდან ტელეკომპანია „იმედში“ მისვლისა და აქციის გამართვის ფაქტს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გახარიას გუნდის წევრების „იმედში“ მისვლის ფაქტი ორმაგი სტანდარტის ნაწილია. მისივე თქმით, გახარიას გუნდის „იმედში“ მისვლით დადასტურდა, რომ მათაც აქვთ სურვილი რადიკალიზმში თავიანთი წვლილი შეიტანონ. „იმ ადამიანების რეალური ბუნება იოლად არის წასაკითხი, ისევე, როგორც […]

საპროცედურო კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა. უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია. ჯამში უფლებამოსილება ვადამდე ადრე ქართული ოცნების რვა დეპუტატს შეუწყდება. ცნობისთვის, საპროცედურო კომიტეტმა უკვე იმსჯელა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის, […]

კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით – „წყალი მარგებელი“

კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით – „წყალი მარგებელი“ საქართველოში სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია “წყალი მარგებელი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია ემიჯნება საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში აქციებზე განხორციელებულ ძალადობას. “სს “წყალი მარგებელი” უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით. დღეს […]

სალომე ზურაბიშვილი: ორბელიანების სასახლის წინ მატარებელი დამიყენეს, აბა, ვნახოთ, ვინ წავა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების მოედანზე საახალწლო მატარებლის დადგმას ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვნახოთ, ვინ წავა”. „მატარებელი დამიყენეს ორბელიანების სასახლეს წინ … აბა, ვინ წავა, ვნახოთ”, – წერს საქართველოს პრეზიენტი.

გიორგი კახიანი – ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის

ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება. „სანქციებთან დაკავშირებით გაუთავებლად გვესმის მუქარა. შემიძლია ვთქვა, რომ იმას, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია […]

საია – 28 ნოემბრის შემდეგ, პროტესტის ფონზე, 30-ზე მეტი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს – არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე, 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. საია-ს მონიტორინგის მიხედვით, სასამართლოებში დაკავებულებისთვის პატიმრობა […]

თეონა აქუბარდია – ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ის შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს მოქალაქეებს – ყველა შავრაზმელის თუ სპეცრაზმელის სახის უკან არის ბიძინა ივანიშვილი შავი ნიღბით

ივანიშვილი ჩრდილში არ გადასულა, ის შავი ნიღბით მოევლინა დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილია ის შავნიღბიანი, რომელმაც ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა. „დღეს ბიძინა ივანიშვილი არის იმ შავი ნიღბის უკან, რითაც მისი პოლიცია უსწორდება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნის კონსტიტუციას იცავენ სიცოცხლის რისკის […]