შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების […]
თაკო ჩარკვიანი: „ბანდად ქცეულო ხელისუფლებავ! გონს მოუხმეთ დროულად, არ გაჩერდება ეს პროცესი! დაუთმეთ ხალხს, ახლა ეს არის ერთადერთი სწორი გზა! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!“

თაკო ჩარკვიანი: „ბანდად ქცეულო ხელისუფლებავ! გონს მოუხმეთ დროულად, არ გაჩერდება ეს პროცესი! დაუთმეთ ხალხს, ახლა ეს არის ერთადერთი სწორი გზა! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!“ „ხელისუფლებავ!!! წინასწარ უეჭველი მარცხისთვის გამეტებული გაქვთ თავები! ფრთხილად! ფრთხილად! დიქტატორი გამარჯვებული ისტორიას არ ახსოვს!“ – აღნიშნულ მიმართვას პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს და […]
ბუაძე: თბილისის მერიის წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს ემუქრაებიან

12-დღიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის პარალელურად, გვინდა გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურში, კერძოდ, თბილისის მერიაში დაანონსებულ რეპრესიებს. თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქია, ამას ადასტურებს ის პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა, რომელიც თბილისის ქუჩებში მთავარი ევროპული ღირებულების, თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს და თბილისის მერიის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იმ სპეცოპერაციას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის წინააემდეგ მიმდინარეობს. თბილისის მერიის თანამშრომლებმა ღიად, […]
ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მყოფ 8 დეპუტატს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ. შესაბამის დადგენილების პროექტებს კენჭი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ “ქართული ოცნების” დეპუტატებს: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მარიამ ქვრივიშვილს. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პარტია “ქართული […]
ევროპარლამენტარი პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე – ერთ დღეს მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ – კიდევ რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას?

ერთ დღეს საქართველოში მოპარულ არჩევნებს გმობთ, მეორე დღეს კი რეჟიმს ხელს ართმევთ, – ასე ეხმაურება ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრას. „ელჩი ჰერჩინსკის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს კრემლის „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლია. კიდევ რამდენჯერ მიანიჭებს ევროკავშირი მათ პროპაგანდას დამაჯერებლობას? ეს მიუღებელია“, – […]
პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე დაიწყო

პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე დაიწყო. რეგისტრაციის გავლისა და დღის წესრიგის დამტკიცებისთანავე, “ქართული ოცნების დეპუტატებმა დღის წესრიგში ასახული საკითხების განხილვა დაიწყეს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, სამშაბათის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით იწყება.
საია – 28 ნოემბრის შემდეგ, პროტესტის ფონზე, 30-ზე მეტი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს – არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში დაწყებული მასშტაბური პროტესტის ფონზე, 30-ზე მეტი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა არცერთი სამართალდამცავი, ვინც აქციების მონაწილეებზე ძალადობდა, პასუხისმგებლობაში არ მიცემულა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საია დემონსტრანტების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. საია-ს მონიტორინგის მიხედვით, სასამართლოებში დაკავებულებისთვის პატიმრობა […]
შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში, მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი […]
ანალენა ბერბოკი – ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის უსამართლობას, ვინც, ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, ჩვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ! – თქვენი გამბედაობა ჩვენთვის თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა

ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ. თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა – ჩვენთვის კი თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა, – ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ამსახველ ვიდეოს აზიარებს. „ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსებისთვის, ვინც კანონის ძალით ებრძვის უსამართლობას, ვინც თვითნებური გადაწყვეტილებების წინაშე […]
ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ ქცეულ საპყრობილეში საიდუმლო საკნები არ აღმოუჩენიათ

არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრმა ჩაფხუტებმა“ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაასრულა სირიის დედაქალაქ დამასკთან მდებარე საპყრობილეში, რომელიც ასადის რეჟიმის სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. ორგანიზაციის წარმომადგენლები სამხედრო ციხის სავარაუდო საიდუმლო საკნებს ეძებდნენ. ადგილობრივი მეამბოხეების მიერ ასადის რეჟიმის დამხობისა და საპყრობილეზე შტურმის შედეგად ათეულობით ათასი პატიმრის გათავისუფლების შემდეგ იყო ეჭვი, რომ ბევრი პატიმარი, რომელთა ბედი ოჯახებისთვის უცნობია, შესაძლოა, საიდუმლო საკნებში დარჩა. „თეთრი […]