გიორგი კახიანი – ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის

ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება. „სანქციებთან დაკავშირებით გაუთავებლად გვესმის მუქარა. შემიძლია ვთქვა, რომ იმას, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია […]
საბა ბუაძე – თბილისის მერიის წარმომადგენლები პეტიციის 250-ზე მეტ ხელმომწერს ევაჭრებიან, ემუქრებიან და სთხოვენ, საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ხელმოწერები

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ემუქრებიან იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე გაჩერების გადაწყვეტილების წინააღმდეგ პეტიციას მხარი დაუჭირეს. მისივე თქმით, მერიის წარმომადგენლები პეტიციის ხელმომწერებს საახალწლო პრემიის სანაცვლოდ სთხოვენ, რომ ხელმოწერები უკან გაიწვიონ. „თორმეტდღიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის პარალელურად, ჩვენ გვინდა, რომ გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურში […]
რა პროცედურებით ცხადდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში? – კონსტიტუციონალისტის განმარტება

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ სანამ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას ვერ გამოაცხადებს. ასე ეხმიანება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კონსტიტუციონალისტი. „საგანგებო მდგომარეობაზე მოკლედ: საგანგებო მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი (პრემიერისა და პარლამენტის მონაწილეობით). ვრცლად: 1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ოთხსაფეხურიანია: ა. პრემიერი პრეზიდენტს უკეთებს წარდგინებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ; ბ. თუ პრეზიდენტი […]
კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იმ წესით, რა წესითაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმ წესით ჩატარდება, რა წესითაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც გუშინ მოხდა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი თემის საკრებულო დაკომპლექტდება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული […]
„ბიუჯეტის შევსება უნდათ ჩვენს ხარჯზე… იმედია დაგვიძახებენ კონსულტაციებზე“ – „სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ მოგების გადასახადის ზრდაზე

სათამაშო ბიზნესს მოგების გადასახადი 5%-ით ეზრდება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. ,,ქართული ოცნების“ განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა სათამაშო ბიზნესისთვის. ამბობენ, რომ ყოველ წელს მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაციას ტელევიზორიდან იგებენ. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ,,კომერსანტთან’’ აცხადებს, რომ მოგების გადასახადის გაზრდით მთავრობა ბიუჯეტის შევსებას ცდილობს. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ინვესტორების […]
დიმიტრი ხუნდაძე – აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ, რატომ არ გადიან აქციაზე – ისინი ბულინგს არ დაექვემდებარნენ

ამ დღეების განმავლობაში აქტიური ბულინგი მიმდინარეობდა მცხეთელების მიმართ – სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მცხეთელები არ გამოდიოდნენ აქციაზე, ანუ, მათ არ აინტერესებდათ სამშობლოს ბედი და ა.შ. სხვათა შორის, ამ ბულინგის არც ერთი ავტორი თავად მცხეთელი არ იყო, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ მცხეთელები, რომლებიც ყოველ დილას ეკლესიის სამრეკლოს […]
შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ვ.თ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში, მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი […]
სალომე სამადაშვილი – „ქართული ოცნება“ იქცა მოძალადე რეჟიმად – ევროკავშირი არის არა მხოლოდ მოწოდებული, არამედ ვალდებულიც, დაეხმაროს ქართველებს ამ გმირულ ბრძოლაში

დღევანდელი ხელისუფლება იქცა სისტემატურ მოძალადე რეჟიმად – დღეს, როდესაც ქართველები საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკის ფასად იცავენ ევროპულ დროშას თბილისის და ამ ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში, ცხადია, რომ ევროკავშირი არის არა მხოლოდ მოწოდებული, არამედ ვალდებულიც, რომ დაეხმაროს ქართველების ამ გმირულ ბრძოლას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე […]
გიორგი ბუტიკაშვილი – ოთხივე პარტია ვმუშაობთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დასავლეთმა სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან ძალადობაში

ოთხივე პარტია ვმუშაობთ და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დასავლეთმა სანქციები დაუწესოს იმ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ჩართულები არიან ძალადობაში. ქართველი ხალხი ყოველთვის ევროპული მომავლის სადარაჯოზე იდგა და აგრძელებს ბრძოლას, ახლა ჯერი ევროკავშირსა და აშშ -ზეა, რომ დაიცვას ჩვენი მომავალი და მოქალაქეები, დაცვაში სანქციები და სისტემის მორყევა იგულისხმება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა, ოპოზიციური პარტიების […]
დე ლაურენტისმა იანვრის პირველი ტრანსფერი დაგეგმა – კონტე თანახმაა

“ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ემპოლის” ნახევარმცველის, იაკოპო ფაცინის შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს. წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერის ინიციატორი სწორედ “პარტენოპეის” პრეზიდენტია, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგ არც გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა. გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლის” ფაცინის შეძენა დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება. შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება […]