ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა

ჯიბუტის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად, 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორ კვირაში მეორედ, ჯიბუტის სანაპიროსთან ნავი, რომელსაც 77 ადამიანი გადაჰყავდა, გადაბრუნდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა და 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ცნობისთვის, ორი კვირის წინ, ჯიბუტის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 38 ადამიანი […]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრები ნიუ-იორკიდან ექვსი მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრები ნიუ-იორკში გამართული ტრადიციული საერთაშორისო ტურნირიდან ექვსი მედლით დაბრუნდა. ტრადიციული პრესტიჟული შეჯიბრება 19-წლამდელთა შორის გაიმართა და ქართველ ჭაბუკებს თავისზე უფროსებთან მოუხდათ ბრძოლა. სანდრო ყურაშვილმა (92 კგ) შეჯიბრება დაუმარცხებლად ჩაამთავრა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. მათე ცინაძემ (54 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. თენგო ბარბაქაძემ (65 კგ), ნოდარ თევზაძემ (75 კგ), ლევან გოგიაშვილმა […]
„არავინ გამოხტეს ახლა და დეიწყოს ბაიათები“ -რას წერს ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში წერს: „სამწუხაროდ ე.წ.”რუსულ კანონზე”, არ შეიძლება ერთი სიტყვით ლაპარაკი (გამჭირვალობა არ გინდათ?) გვინდა როგორ არ გვინდა,ყველაფერში გამჭირვალობა გვინდა,დაწყებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების შემოსავლებიდან დამლაგებლამდე დამთავრებული.ყველა თეთრი უნდა იცოდეს მოქალაქემ სად მიდის მისი ჯიბიდან ამოღებული ფული(იმიტომ რომ ბიუჯეტიდან იღებენ შემოსავალს,რომელსაც ჩვენ გლეხები ვავსებთ).არავინ გამოხტეს ახლა და დეიწყოს ბაიათები,მანახე სადანა არის კორუფციაო,მაგას თუ ვერ ხედავთ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილს 06:00-დან 06:05 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში და ავჭალაში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ჩარგალი, კაწალხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:05 საათამდე და 16:55-დან 17:00 საათამდე […]
IAEA: ირანს ბირთვული ბომბისთვის საჭირო გამდიდრებული ურანის ფლობამდე რამდენიმე კვირა უკლია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) უფროსმა რაფელ მარიანო გროსიმ DW-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო რაოდენობის გამდიდრებული ურანის ფლობამდე არა თვეები, არამედ კვირეები უკლია. “მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ირანს აქვს ან ექნება ბირთვული იარაღი ამ დროში” – თქვა გროსიმ. მისი თქმით, გამდიდრებული ურანის ამ რაოდენობით დაფიქსირება საფრთხისშემცველია, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია […]
Variotherm – გათბობა-გაგრილების ევროპული ტექნოლოგია „კლიმაკომფორტისგან“

ავსტრიული ბრენდი Variotherm, კომპანია „კლიმაკომფორტთან“ პარტნიორობით, საქართველოში ინოვაციურ გათბობა-გაგრილების სისტემებს ნერგავს. ახალი თაობის ტექნოლოგია მომხმარებელს თანამედროვე, ხარჯთეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივებს სთავაზობს, რაც რადიატორებისა და კონდიციონერების საჭიროებას სრულად გამორიცხავს. შემოთავაზებული ტექნოლოგია თბილი და გრილი კლიმატის მიწოდებას ერთი სისტემიდან სეზონის შესაბამისად უზრუნველყოფს. ტექნოლოგია 3 ძირითად ელემენტს: კედლის, ჭერისა და იატაკის გათბობა-გაგრილების სისტემებს მოიცავს. Variotherm-ის ახალი ტექნოლოგია […]
ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა. გვირაბის ბურღვის სამუშაოები ქვეშეთი-კობის პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული TBM-ით (Tunnel Boring Machine) ანუ გვირაბის საბურღი დანადგარით წარმოებდა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უზრუნველყოფს გარემოს მდგრადობის შენარჩუნებას. ამასთან, გრძელდება 9 კმ-იანი გვირაბის პარალელური საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე, 7 730 […]
სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, მძღოლების დასვენების რეჟიმი – გზისპირა ზონებში გადამზიდველების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება

გზისპირა ზონებში, გადამზიდველების საგზაო ინპექტირება განხორციელდება. გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირებას M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები გზისპირა […]
ლიეტუვის სეიმმა მხარი არ დაუჭირა რუსებისთვის სამშობლოში ხშირი მოგზაურობის აკრძალვას

ლიეტუვის სეიმმა არ დაუჭირა მხარი ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს უკრძალავს სამშობლოში ხშირად მოგზაურობას. ადრე ამ ცვლილების რეკომენდაცია გასცა პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებს კომიტეტმა. კანონპროექტის მიხედვით, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უფრო ხშირად მოგზაურობენ საკუთარ სამშობლოში, ვიდრე თვეში სამჯერ, შეიძლებოდა ლიეტუვაში ბინადრობის უფლება ჩამოერთმიათ. საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა 41-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო […]
5 მიზეზი თუ რატომ უნდა იყიდოთ ბინა ბათუმში?

ბათუმი – ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს და სადაც ყოველი დღე ახალ თავგადასავლებს გვპირდება. ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები რეალობად იქცევა და ცხოვრების ხარისხი ახალ სიმაღლეებს აღწევს. ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საცხოვრებელი ადგილია მთელს რეგიონში. ქალაქი გარშემორტყმულია მთებითა და შავი ზღვის სანაპიროთი და ცნობილია თავისი სუბტროპიკული კლიმატით, რის გამოც ზაფხული თბილია და ზამთარი კი ნაკლებად მკაცრი. […]