სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველი 8 კანდიდატის ვინაობა ცნობილია – გასაუბრება მიმდინარეობს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად შექმნილი კომისიის სხდომა ორბელიანების სასახლეში დაიწყო. სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. სებ-ის საბჭოს წევრობის სურვილი სულ 28 პირმა გამოთქვა, საიდანაც კომისიამ 8 კანდიდატი შეარჩია. კანდიდატების ვინაობა და გასაუბრების განრიგი ასეთია: · იოსებ ბერიკაშვილი 17:00 · ლაშა […]

კარგი იქნება „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო შევქმნათ, რომელსაც სკოლაში ასწავლიან – ფრიდონ ინჯია

კარგი იქნება „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო შევქმნათ, რომელსაც სკოლაში ასწავლიან – ფრიდონ ინჯია „კარგი იქნება, რომ შეიქმნას „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის და მრავალი სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს სწავლება „ქართული ღირებულებების“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ […]

სოფო ჯაფარიძე – კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი – ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კანონდარღვევაა, როდესაც სამსახურებს […]

გიორგი ვეკუა – გენდერული თანასწორობა არის წარმატებული ბიზნესის აუცილებელი წინაპირობა

გენდერული თანასწორობა არის წარმატებული ბიზნესის აუცილებელი წინაპირობა , – ამის შესახებ, სავაჭრო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ვეკუამ მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი ვეკუამ გენდერული თანასწორობის საკითხში კერძო სექტორის როლზე, კომპანიებისთვის ტრენინგი გამართა. სავაჭრო პალატის ინფორმაციით, სამდღიანი ტრენინგი ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი (WEPs-ი) ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა. „შეხვედრის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის უმსხვილესი სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფა განიხილა. სატელეფონო საუბრისას რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტს აცნობა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. „ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის გაერთიანებული სამეფოს და პირადად პრემიერ-მინისტრის მადლობელი ვარ, ასევე მათი მზადყოფნისთვის, რომ […]

„სიცოცხლეს შესწირავენ საფრთხეში მყოფი, ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს „ – ივანე ჯავახიშვილის წერილებიდან

საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება ისტორიკოსის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლის , იმჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ივანე ჯავახიშვილის წერილი თავდაცვის კომიტეტისადმი – წერილი 1921 წლის 16 თებერვლითაა დათარიღებული, 1921 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია, ივანე ჯავახიშვილმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას და სტუდენტებს სულის შემძვრელი სიტყვით მიმართა: “შვილებო! ჩემი მოვალეობაა […]

საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები. 5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის […]

ოდესაში, რუსული დრონით თავდასხმის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა

უკრაინის სამხედრო ძალებმა სამშაბათს, 23 აპრილის დილას განაცხადეს, რომ რუსეთმა დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე. შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია. რუსული დრონების სამიზნე ასევე იყო კიევი. დაშავებული ბავშვები, მათ შორის ორი ჩვილი, ჰოსპიტალიზირებულია. საავადმყოფოში გადაიყვანეს ასევე სამი დაშავებული ზრდასრული. ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი […]

შოიგუ: რუსეთი უკრაინაში დასავლურ იარაღზე დარტყმებს გააძლიერებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი გააძლიერებს დარტყმებს უკრაინის საცავ ბაზებზე, სადაც განთავსებულია დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი. განცხადება შოიგუმ იმის ფონზე გააკეთა, როდესაც შეერთებული შტატები ემზადება დაამტკიცოს და მიაწოდოს ახალი სამხედრო დახმარება კიევს. შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა „გაფანტა მითი დასავლური იარაღის უპირატესობის შესახებ“ და მისმა ძალებმა მოიპოვეს ინიციატივა 1000 კმ-ის სიგრძის ფრონტის ხაზზე. […]

ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა

საქართველოში ყველაზე გრძელი, ქვეშეთი-კობის გვირაბის გაჭრა დასრულდა. მისი სიგრძე ცხრა კილომეტრი, დიამეტრი კი 15 მეტრია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და ერთი ხიდის რეაბილიტაციას. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის და ტურისტული […]