უკრაინა სამხედრო ასაკის მამაკაცებს საკონსულო მომსახურებას უჩერებს

სამხედრო მობილიზაციისთვის უკრაინის ხელისუფლება წესებს ამკაცრებს. ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ არსებული უკრაინული საკონსულოები აღარ მოემსახურებიან სამხედრო ასაკის მამაკაცებს. კიევის სურვილია გააძლიეროს პოზიციები ფრონტის ხაზზე და შეავსოს დანაკარგები, რაც რუსეთთან 26 თვიანი ომის დროს უკრაინულმა ჯარმა განიცადა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელ „ექსში“ გაავრცელა კულება ამბობს, რომ ეს სამართლიანი მიდგომა იქნება. „ახლა ეს […]

ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას სულ მცირე 5 მიგრანტი დაიღუპა – The Economic Times

ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას სულ მცირე 5 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Economic Times-ი ავრცელებს. საფრანგეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ინციდენტი დღეს დილით მოხდა და სამაშველო ოპერაციის შედეგად ასამდე მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

ევროკომისიამ „TikTok Lite-ის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკომისიამ „TikTok Lite-ის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება აპლიკაცია „ტიკ-ტოკ ლაითის“ დაჯილდოების სისტემას. როგორც ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ამბობს, ამ ფუნქციას შეუძლია, დამოკიდებულება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში. „TikTok Lite-ის“ დაჯილდოების პროგრამა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სხვადასხვა დავალების შესრულების სანაცვლოდ, ქულები დააგროვონ. ამ დავალებებს შორის არის ვიდეოს ნახვა, სხვადასხვა გვერდის მოწონება და მეგობრების მოზიდვა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ […]

„საკამათო თემა გახდა, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი“- მამუკა მდინარაძე ინ ვიტროზე

„საკამათო თემა გახდა, მარტოხელა დედას უნდა ჰყავდეს თუ არა შვილი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ, ინ ვიტრო განაყოფიერების კონტექსტში, ამბროლაურში, საკონსტიტუციო განხილვაზე ისაუბრა, სადაც ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა აბორტს შეეხებოდა. შეხვედრიდან მოქალაქის კითხვასა და მდინარაძის პასუხს “პუბლიკა” ავრცელებს. მოქალაქემ მდინარაძეს უთხრა: „ბავშვთა უფლებებს და რელიგიურ ღირებულებებს დავიცავთ აგრეთვე იმით, რომ [თუ] პარლამენტი მოამზადებს […]

მამარდაშვილი “ატლეტიკოში” ობლაკის შეცვლის მთავარი კანდიდატია

საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, შეიძლება კარიერა “ატლეტიკოში” გააგრძელოს. Atlético Madrid News-ზე El Chiringuito-ს ჟურნალისტი ალექს სილვესტრე წერს, რომ იან ობლაკის წასვლის შემთხვევაში, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მამარდაშვილი იქნება. სილვესტრემ ადრეც რამდენჯერმე გვაუწყა, რომ “როხიბლანკო” გიორგის სამსახურითაა დაინტერესებული. ქართველ მეკარეს “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას 35 […]

სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი – ნამდვილად არავისგან მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს

ნამდვილად არავისგან არ მივიღებ მითითებებს, თუ რამეს გადავწყვეტ, გადავწყვეტ ისე, როგორც ჩემი კომპეტენცია მიკარნახებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, იოსებ (სოსო) ბერიკაშვილმა ორბელიანების სასახლეში გასაუბრებისას განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეპუტაციული ზიანის გამოსწორება შესაძლებელია საბჭოს კომპეტენტური წევრების გაზრდით. „საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის, თუ მსოფლიოს ბანკისთვის საქართველო ყოველთვის სამაგალითო იყო. ყველა რეკომენდაციას, მითითებას, […]

EU-ში არ ვცდილობთ NGO-ების კონტროლს, არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება – აუსტრევიჩიუსი

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, არასწორია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები, რომ რუსული კანონი საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება. ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მის გარდა პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია და ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიანე მონაწილეობდნენ. როგორც აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, ის, რომ პრესკონფერენციაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარები […]

ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

ლევან კობიაშვილი უეფას ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. კომიტეტის სხდომა უეფას სათავო ოფისში, ნიონში გაიმართა. ეროვნული გუნდების საშეჯიბრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში განხილული საკითხები დასამტკიცებლად უეფას აღმასრულებელ კომიტეტს გადაეგზავნება. აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 22 მაისს, დუბლინში გაიმართება. ლევან კობიაშვილი უეფას საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. უეფას აღმასრულებელ კომიტეტში არჩევამდე, სფფ-ის პრეზიდენტი უეფაფს ფეხბურთის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. კომიტეტის სხდომის […]

სანქციები ივანიშვილს, 83 დეპუტატს და სხვა | ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება, მანამდე კი დაგეგმილია დებატები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მონაწილეობით. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ქართული კანონპროექტი შედგენილია რუსეთში 2012 წელს მიღებული მსგავსი კანონის მიხედვით, ასევე, მსგავსი კანონმდებლობა ცოტა […]

დოკუმენტაცია, რომლის გამოც ბათუმის კუნძულის გზშ დახარვეზდა, 1 თვეში სრულად იქნება წარდგენილი – კომპანია

დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რის გამოც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გარემოზე ზემოქმედების გეგმა დაახარვეზა კომპანიას მზად აქვს, მაგრამ დოკუმენტში დიდი მასშტაბის გამო ასახული არ იყო – ამის შესახებ კომპანიის იურისტი, გოჩა კამკია bm.ge-სთან აცხადებს.