ვიოლა ფონ კრამონი – “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა” – ოლიგარქი ერთადერთ დავალებას იღებს რუსი მფლობელებისგან: “ჩაითრიე საქართველო უკან რუსულ ჭაობში“

“ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა” , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად დაეცა, ისინი კიდევ უფრო დაბლა დაცემით მაოცებენ, ვინაიდან “ქართული ოცნება” რეალურად “რუსული ოცნებაა”. როდესაც 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, ეს დემოკრატია აღარ არის, ეს მარიონეტების შოუა. […]

მარინა კალიურანდი – მსურს, დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა – წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი

მსურს, დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ თქვენ გაქვთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა თქვენს ევროპულ მისწრაფებებში და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ევროპარლამენტი, ასევე, გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ევროპულ ოჯახში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ თქვენი წილი უნდა გააკეთოთ- წადით არჩევნებზე ოქტომბერში და აირჩიეთ ნამდვილად პროევროპული და პროგრესული ეროვნული პარლამენტი,- ამის შესახებ ევროდეპუტატმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით […]

პეტრას აუსტრევიჩუსი – ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ

ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. “მმართველი პარტიის მიერ განმეორებითი მცდელობები შემოიღონ კანონი “უცხოური გავლენის” შესახებ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ აკონტროლონ სამოქალაქო საზოგადოება, გავლენა მოახდინონ მედიასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ეს […]

ნინო წილოსანი – გამოცემა “პუბლიკა” აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, ამჯერად, “ფეიკი” მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, გამოცემა “პუბლიკას” მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ციტატის გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. კერძოდ, წილოსანის განცხადებით, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” „აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას“ და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ავრცელებს. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ, დასმული კითხვის საპასუხოდ, პირიქით, მხარი დაუჭირა ქალებს მათი უფლებების რეალიზებაში. “ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” თავის […]

იამალის შეძენა პსჟ-ს 200 მილიონი დაუჯდება

გამოცემა იტყობინება, რომ იამალის თამაში ძალიან მოსწონს პარიზული გუნდის მწვრთნელ ლუის ენრიკეს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ თავად ფეხბურთელი “ბარსელონას” დატოვების სურვილს გამოთქვამს. შესაძლო ტრანსფერის ფასი 200 მილიონი ევროა და აგრეთვე მოლაპარაკებებში პსჟ-ისთვის ხელსაყრელი ისაა, რომ იამალის აგენტი ჟორჟე მენდეშია. მიმდინარე სეზონში იამალმა ლა ლიგის 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და […]

“ევროკავშირის კარი ღიაა და საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს მოქალაქეების ნებას” – ევროკომისარი

“ევროკავშირის კარი ღიაა და საქართველოს მთავრობამ მოუსმინოს მოქალაქეების ნებას” – ევროკომისარი ევროკომისარი ჯანეზ ლენაჩიჩი სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იმართება და სადაც მთავარი თემა, რუსული კანონია, ამბობს: გასული კვირების განმავლობაში ათასობით საქართველოს მოქალაქე გავიდა ქუჩაში იმისთვის, რომ განახორციელონ თავისი უფლება და მოითხოვონ მთავრობისგან გაიტანოს კანონი “უცხოურ გავლენაზე”. ყველა ასაკის მოქალაქეები საქართველოს და ევროკავშირის დროშებით […]

საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის სისტემას, კანდიდატის სტატუსი არ არის მუდმივი მიღწევა და შესაძლებელია, დადგეს ფინანსური შედეგებიც – მარკეტა გრეგორევა

საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის სისტემას, კანდიდატის სტატუსი არ არის მუდმივი მიღწევა და შესაძლებელია, დადგეს ფინანსური შედეგებიც – მარკეტა გრეგორევა საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთის სისტემას. კანდიდატის სტატუსი არ არის მუდმივი მიღწევა და შესაძლებელია, დადგეს ფინანსური შედეგებიც, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგორევამ ევროპარლამენტის სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას განაცხადა. […]

შვეიცარიამ $14 მლრდ-ის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ $14 მლრდ-ის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა შვეიცარიამ 13 მლრდ ფრანკის ($14,3 მლრდ-ის ) ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გარდა ამისა, 2023 წელს შვეიცარიის ხელისუფლებამ გაყინა კიდევ 580 მილიონი ფრანკი ფინანსური აქტივები და კიდევ ორი ქონება. სულ გაიყინა 17 ქონება, ასევე ძვირად ღირებული მანქანები, ხელოვნების ნიმუშები და ავეჯი. გაყინული კერძო აქტივების მთლიანმა […]

გაიწვიონ კანონპროექტი, ის შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან – ევროკომისარი იანეშ ლენარჩიჩი

გაიწვიონ კანონპროექტი, ის შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან – ევროკომისარი იანეშ ლენარჩიჩი მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, ისე როგორც ეს შარშან მოხდა. ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, – ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეშ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ევროკომისიის პოზიციის წარდგენისას განაცხადა. მისი […]

სასამართლომ უარყო ევან გერშკოვიჩის სარჩელი მისთვის პატიმრობის ვადის გაგრძელების წინააღმდეგ

მოსკოვის სააპელაციო სასამართლომ უარყო ამერიკული გაზეთის, The Wall Street Journal-ის კორესპონდენტის, ევან გერშკოვიჩის საჩივარი მისთვის წინასწარი პატიმრობის 30 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე. რუსეთში გერშკოვიჩს ჯაშუშობაში ედება ბრალი. „პირველმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, უცვლელად დარჩეს 26 მარტის გადაწყვეტილება აღკვეთის ზომის შესახებ,“ განაცხადა მოსამართლემ 23 აპრილს გამართულ სხდომაზე. აშშ-ის 32 წლის მოქალაქე ევან გერშკოვიჩი რუსეთში 2023 წლის მარტიდან იმყოფება […]