ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად, €580 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინისათვის დახმარების მულტიმილიარდიანი პაკეტი დაამტკიცა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, უკრაინის დასახმარებლად, 580 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება დააანონსა, რომელიც სამხედრო მარაგებს, მათ შორის, შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსა და ტყვია-წამალს, მოიცავს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რაში სუნაკი, სამხედრო პაკეტის დასადასტურებლად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. პრემიერის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ სუნაკი უკრაინას, რუსეთის სასტიკი […]
რთულია დაჯერება, რომ გამჭვირვალობისთვის კეთდება – ბიზნესმენი “რუსულ კანონზე”

ის, რომ გამჭვირვალობისთვის კეთდება, დაჯერება რთულია, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალურმა დირექტორმა “რუსული კანონის” შეფასებისას განაცხადა. ბესო ორთოიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, კანონის მიღებაზე “ქართული ოცნების” პრინციპულობა. “რთულია იმის ახსნა, რატომ სჭირდება სახელმწიფოს მსგავსი კანონი, როცა ჩვენ, თუნდაც კომპანიები, ყველა ინფორმაციას მარტივად ვადეკლარირებთ. არგუმენტები გვესმის, რომ სხვა კანონში ცვლილება შესაძლებელია. სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა […]
“ძირს გამოუთხრის პროგრესს EU-სკენ” – ევროკომისარმა ოცნებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდა

ევროკომისარმა იანეზ ლენარჩიჩმა სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე, რომელზეც საქართველოს საკითხზე საუბრობდნენ, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, გაიწვიონ ინიცირებული რუსული კანონი. ევროკომისარი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რუსული კანონი ძირს გამოუთხრის ქვეყნის პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. “მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, როგორც ეს მოხდა გასულ წელს. ნათელია, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შეუსაბამობაშია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. […]
იანეზ ლენარჩიჩი – საქართველოში ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ, ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია და კონსტრუქციულად და პოზიტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, – ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს. მისი თქმით, გაფართოება არის წარმატება, როდესაც […]
მარკეტა გრეგოროვა – მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს – გთხოვთ, არ წაართვათ თქვენს მოქალაქეებს ევროპული გზა

როდესაც ერთი ქვეყანა ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომელიც თავდასხმას განიცდის, აკეთებს ყველაფერს, რათა დაუახლოვდეს ევროპულ ღირებულებებს, ვგულისხმობ უკრაინას, ცხადია, უფრო მეტად მტკივნეულია იმის ყურება, როგორ უახლოვდება საქართველო სულ უფრო მეტად რუსეთს ,- ამის შესახებ ევროდეპუტატმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება პერმანენტული მიღწევა არ არის […]
ანა ფოტიგა – უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლებისკენ

ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გავაცნობიერეთ რა ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტში „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს. „უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციების შესაძლო დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და […]
ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში – ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ – თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, ის ძირს გამოუთხრის ქვეყნის პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე

ჩვენი კარი ღიაა, ასე რომ, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, ასახონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ, – ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ევროკომისარი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, გაიწვიონ კანონპროექტი, რადგან “ნათელია, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს”. მისი თქმით, თუ კანონი იქნება მიღებული, ის ძირს […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად სტუდენტები შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან დღევანდელი აქცია საქართველოს ეროვნული ჰიმნით დაიწყო, რის შემდეგადაც ორგანიზატორებმა შეკრებილებს დღევანდელ დღის გეგმა გააცნეს. როგორც ორგანიზატორებმა აქციაზე განაცხადეს, მთავრობის მიერ არაევროპული განცხადებების გამო საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისთან მსვლელობას აპირებენ. მანამდე სტუდენტები პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლას გეგმავენ. ამასთან, სტუდენტები ე.წ. ოფშორებთან „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებსაც აპროტესტებენ […]
“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ასახონ მოქალაქეთა ნება” – ევროკომისარი “ოცნებას” რუსული კანონის ჩაგდებას სთხოვს – Netgazeti • ევროპარლამენტი • რუსული კანონი • Netgazeti.ge

“ყველა ასაკის მოქალაქე, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, აჩვენებს ძლიერ მისწრაფებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების გაზიარებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი” – ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა ევროპარლამენტში იანეზ ლენარჩიჩიმ. ევროკომისარი კრიზის მენეჯმენტის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში აცხადებს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” უკვე მეორედ ცდილობს, შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროკომისრის თქმით, კანონის მიღება ხელს […]
სვენ მიქსერი – საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის „უცხოური აგენტების“ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირის წევრობას შეძლებს

საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. […]