რა იქნება არჩილ იაკობაშვილის პრიორიტეტები ეროვნულ ბანკში

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა არჩილ იაკობაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მოსმენაზე კითხვაზე თუ რა იქნება მისი პრიორიტეტი ეროვნულ ბანკში, ოთხი პრიორიტეტი დაასახელა. არჩილ იაკობაშვილი ეროვნულ ბანკში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერის პოსტს 2007 წლიდან იკავებს. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის განცხადებით პრეზიდენტს სწორედ იმიტომ მიმართა, რათა საკუთარი გამოცდილებით სებ-ის საბჭო გააძლიეროს. მის პრიორიტეტთა შორის […]
საქართველო არ უნდა ელოდოს ევროკავშირში გაწევრებას, თუ ამ კანონს მიიღებენ – ევროპარლამენტარი მიკსერი

ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი აცხადებს, რომ მართალია, საქართაველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა „თუკი [„უცხოეთის აგენტების“] კანონს მიიღებენ, ნამდვილად არ უნდა ელოდოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანდება“ ეს განცხადება სვენ მიკსერმა 24 აპრილს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მისი განცხადებითვე, „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს, მმართველი გუნდიც აცხადებს, რომ უნდა გაწევრიანდება, მაგრამ რასაც აკეთებს, […]
ევროპარლამენტარებმა ივანიშვილის და პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირება მოითხოვეს

23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „აგენტების კანონი“ განიხილეს, ევროპარლამენტარებმა სიტყვებით გამოსვლისას მოითხოვეს ბიძინა ივანიშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება. ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგ დემონსტრანტებისადმი ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების გამო, სანქციები დაუწესდეთ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს. „მოვუწოდებ ევროკავშირის […]
რეაქციები და დასანქცირების მოწოდებები ევროპარლამენტში – რა თქვეს რუსულ კანონზე

22 აპრილს ევროპარლამენტში რუსულ კანონზე და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლაზე იმსჯელეს. ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტები შეადგინეს, რომლებშიც კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში მისი მხარდამჭერი პირების, მათ შორის, კანონპროექტისთვის ხმის მიმცემი დეპუტატებისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ. ევროკომისარმა კრიზისის მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, უკან წაიღოს კანონპროექტი უცხოური […]
უარი მოლაპარაკებებზე და დახმარებებზე ქვეყანას და სანქციები ივანიშვილს – რა ფასი აქვს რუსულ კანონს?

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე ამბობს: საქართველოს მმართველმა პარტიამ ისევ შემოიღო ეს კანონი – ეს არის ზუსტად იგივე ტექსტი, რომელიც იმეორებს პუტინის რუსეთის კანონს – ეს არის კრემლის გავლენის მცდელობა, ადამიანები, რომლებმაც შესთავაზეს საქართველოს ეს კანონი, დაარღვიეს ყველანაირი მისწრაფება საქართველოს მოსახლეობის და თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან […]
“ხარებამ” დაარღვია ადამიანის უფლებები, საქართველო უახლოვდება რუსეთს” – გრეგოროვა

გდდი-ის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე “ხარებას” გვარმა ევროპარლამენტშიც გაიჟღერა. საქართველოს თემაზე მიმდინარე დებატებზე, სადაც განხილვის თემა რუსული კანონია, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა: “ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ ამ კანონის მიღება ნამდვილად დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. იმის მერე, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველომ დაარღვია მოცემული სიტყვა და ხელახლა შემოიტანა ეს კანონი. ზვიად ხარაზიშვილმა დაარღვია ადამიანის უფლებები. […]
ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება

“კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე-გელოდებით ყველას 29 აპრილს!”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც […]
გამოცემა “პუბლიკა” აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, გამოცემა “პუბლიკას” მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ციტატის დამახინჯებული ფორმით გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს. კერძოდ, წილოსანის განცხადებით, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ავრცელებს. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ, დასმული კითხვის საპასუხოდ, პირიქით, მხარი დაუჭირა ქალებს მათი უფლებების რეალიზებაში. “ონლაინ გამოცემა […]
ლგბტ პროპაგანდის შემთხვევაში ოპოზიციაში აირჩიეს გაჩუმდნენ და პასუხი არ გასცენ კითხვებს, ხოლო გამჭვირვალობის კანონზე გადაწყვიტეს, რომ არ წაიკითხავენ – ანუ არ იტყვიან და არ წაიკითხავენ

ლგბტ პროპაგანდის შემთხვევაში ოპოზიციაში აირჩიეს გაჩუმდნენ და პასუხი არ გასცენ კითხვებს, ხოლო გამჭვირვალობის კანონზე გადაწყვიტეს, რომ არ წაიკითხავენ – ანუ არ იტყვიან და არ წაიკითხავენ „იმედს ვიტოვებ, რომ ევროპა დაუბრუნდება თავის ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს და არავის მოახვევს საკუთარ აზრს თავზე. მაგრამ თავად ევროპაა, სამწუხაროდ, შემსრულებელი გარე დაკვეთების და ამაში ჩვენ ერთმანეთს ბოლო დროს დავემსგავსეთ, უბრალოდ, […]
აუსტრევიჩუსი აქციის დაშლის გამო, EU-ს ხარაზიშვილისა და სირაძის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, სანქციები დაუწესდეთ მათ, ვინც მშვიდობიანი აქციის დაშლის ორგანიზატორია. კერძოდ, მან დაასახელა ზვიად ხარაზიშვილსა და ვაჟა სირაძეს. ამაზე ევროპარლამენტარმა რუსული კანონის შესახებ გამართულ დებატებზე ისაუბრა. “საქართველოს სტატუსი ევროკავშირის წევრობის თვალსაზრისით გულისხმობს პოლიტიკურ რეფორმებს. ძალისხმევა, რომ გამართლდეს რეპრესიული კანონი ე.წ დასავლურ პრაქტიკებზე მითითებით არის წმინდა წყლის პათეტიკა. ასეთი კანონი რუსულ ავტორიტარიზმზეა […]