ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია. ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს
“ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დეპუტატი ქუჩაში საკუთარი მანქანით მოძრაობისას, 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა აქციის შუაგულში და აქციის მონაწილეებმა მისგან კანონთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვეს. დავით კაჭარავა გადმოვიდა მანქანიდან და მიმართა ადგილზე შეკრებილებს. „დღემდე ვერ ვნახეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო ვერც […]
რუსეთიდან მოქალაქეებს ურჩევენ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ

რუსეთის დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილი პისკარიოვმა საკუთარ Telegram არხზე რუსეთიდან საქართველოში წამოსულ რუსებს მოუწოდა, “უცხოელი აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ. პისკარიოვის თქმით, “იმისთვის, რომ თბილისის ქუჩებში მასობრივი გამოსვლები შექმნან, “ფერად” რევოლუციებში დასავლელი სპეციალისტები რუსეთიდან გაქცეულ პირებს იბირებენ”. მე რუსეთის მოქალაქეებს ვურჩევ, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ. არ არის აუცილებლობა, ქართველი […]
მივდივარ იმიტომ რომ…. – რატი ბრეგაძე 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე

მივდივარ იმიტომ რომ…. – რატი ბრეგაძე 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე 29 აპრილს, “ქართული ოცნების” ორგანიზებით დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით წერს: “მივდივარ იმიტომ რომ: მინდა ერთიანი საქართველო; მინდა მშვიდობა; მინდა სუვერენიტეტი; მინდა, ახდეს მრავალი თაობის ოცნება და ვიყოთ თანასწორები თანასწორთა შორის ევროპაში; მინდა უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის; მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს დიდი გამარჯვების […]
2020 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთში iPhone-ების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

I კვარტალში ჩინეთში Apple-ის სმარტფონების გაყიდვები 19%-ით შემცირდა, რაც, 2020 წლის შემდეგ, რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. Reuters-ის ინფორმაციით, Huawei-ს პრემიუმ სეგმენტის სმარტფონის გამოშვებამ, iPhone-ებზე მოთხოვნა შეამცირა. ჩინეთში, სადაც სმარტფონებისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარია, Apple-ს წილი, ერთი წლის განმავლობაში, 19.7%-დან 15.7%-მდე შემცირდა, რითაც ტექნოლოგიური გიგანტი Huawei-ს გაუთანაბრდა. ორგანიზაცია Counterpoint-ის კვლევის თანახმად, Huawei-ს გაყიდვები, ამავე პერიოდში, 70%-ით გაიზარდა. ჩინეთში […]
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს. საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს. „ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.
დავითაშვილის სუპერგოლი – ქართველმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა თავი [VIDEO]

ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკი“ 2:0 დაამარცხა. მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, უკვე ტრადიციულად მათ რიგებში გამორჩეული ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც პარტნიორებს მახვილგონივრული პასებით ამარაგებდა და პირველი რეალური სახიფათი მომენტი შექმნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე კონემ მოიგერია. ჟირონდული გუნდი 38-ე წუთზე ვიპოტნიკმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ დავითაშვილი მცველს გასცდა, […]
ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი – ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი

ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი – ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი ამომრჩეველმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რას აკეთებს პოლიტიკური კლასი, მესამე ქვეყნები და ორგანიზაციები, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეტალებშია ეშმაკი, – აცხადებს ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი “ქრონიკასთან” საუბარში. მისი განმარტებით, ახსოვს ევროპარლამენტში “კატარგეითთან” დაკავშირებული სკანდალი, რაც […]
ანა ფოტიგა: კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს, ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში

“კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს, ის დაიკავებს კუთვნილ ადგილს ისტორიაში” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ის მორიგ ჯერზე დაესხა თავს ევროპარლამენტარებს, მათ შორის რასა იუკნევიჩიენეს. ფოტიგა X-ზე პოსტს წერს და ამბობს, რომ თავადაც ხშირად უწევს ქართული ოცნების წევრების მხრიდან “შეურაცხყოფის ჩაყლაპვა”. “მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების წესით, სოლიდარობის […]
სანამ აგენტების კანონი ძალაშია, არ უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები – რას უყრიან კენჭს ევროპარლამენტში

რადიო თავისუფლებას წყარომ მიაწოდა „აგენტების კანონზე“ ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტების შემაჯამებელი ვერსია. ევროპარლამენტში „აგენტების კანონზე“ თავდაპირველად რეზოლუციის ოთხი პროექტი იყო წარდგენილი, დებატების დაწყებამდე კი მეხუთე ვერსიაც დაემატა. 23 აპრილის მდგომარეობით, ხუთი სამუშაო ვერსიის ავტორები ამ დროისთვის შეთანხმდნენ საერთო ტექსტზე. რეზოლუციის საბოლოო ვერსიას ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 25 აპრილს უყრიან კენჭს. წინა ვერსიებსა და ევროპარლამენტში გამომსვლელთა სიტყვებში ამ […]
ეს ორი ევროპარლამენტარი ივანიშვილის რეჟიმს ექომაგება, ვინ არიან?

23 აპრილს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მეორედ ინიცირებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები სიტყვით გამოვიდნენ. პარლამენტის წევრების დიდმა ნაწილმა საქართველოს ხელისუფლება “უცხოური გავლენის კანონის” ხელახლა შემოღების გამო გააკრიტიკა და ხელისუფლებას მოუწოდა, წარდგენილი კანონპროექტი უკან წაიღოს. თუმცა, სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ორი ევროპარლამენტარი, რომლებმაც ქართული ოცნების ნარატივი გაიზიარეს და ამგვარად გაემიჯნნენ გამომსვლელი უმრავლესობის განცხადებებს. […]