“გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა დავით კაჭარავას გზა გადაუკეტეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ

“გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა დავით კაჭარავას გზა გადაუკეტეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდნენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის აგრესიულმა მონაწილეებმა, “ხალხის ძალის” წევრს, დეპუტატ დავით კაჭარავას ავტომობილს მელიქიშვილის გამზირზე გზა გადაუკეტეს, სადაც შეურაცხმყოფელი შეძახილებით უყვიროდნენ. აქციის მონაწილეებმა დეპუტატის ავტომობილზე დატოვეს შემდეგი ტიპის წარწერები: “რუსი მონა”.
ვედანტ პატელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – კვლავ ვთვლით, რომ მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემური და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან

მსგავსი სახის საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირისკენ მისწრაფებებთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პატელმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც და აღნიშნა, რომ მოწოდებად რჩება, პროტესტი იყოს მშვიდობიანი. “რაც შეეხება [საქართველოში] პროტესტებს, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ იმას, რაც შეერთებულ შტატებში […]
არ ჩერდება – დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკს“ 2:0 ამარცხებს. პირველი ტაიმის ბოლოს ჟირონდული გუნდი ჟან ვიპოტნიკმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა. დავითაშვილმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 33 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ელჩები

საქართველოს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები არც მინისტრებს და არც სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს არ აქვთ. ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორში პირველ ადგილს უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიპლომატები იკავებენ. დიპლომატების უმრავლესობის შემთხვევაში წლიური ანაზღაურება 200 000 ლარს აჭარბებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში 300 000 ლარსაც ცდება.
სტოლტენბერგი: ნატო არ გეგმავს ბირთვული იარაღის დისლოკაციის ზონის გაფართოებას

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს ვარშავაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ მოეპოვება ბირთვული იარაღის დისლოკაციის ზონის გაფართოების გეგმები. „არ არის არავითარი გეგმა ნატოს რომელიმე ქვეყანაში დიდი რაოდენობით დამატებითი ბირთვული შეიარაღების განლაგების გეგმები,“ განაცხადა სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა სუნაკთან ერთად მოინახულა პოლონეთში ბრიტანელი სამხედროების დისლოკაციის ადგილი. ბრიტანეთის […]
24-25 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-25 აპრილს, ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში შეზღუდვები დაწესდება. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე […]
ნოდარ ხარშილაძე – ივანიშვილმა დაიბარა „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის კობახიძე და უთხრა, რომ კანონი დასაძრავია – მას სჯერა, რომ ამერიკელებთან ურთიერთობა არასამთავრობოების, განსაკუთრებით, „ვოჩდოგების“ რეპორტების გამო გაუფუჭდა

ბიძინა ივანიშვილი რომ დათანხმდა მიტინგზე გამოსვლას, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ რთულად აქვს საქმე, – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს ილუზია, რომ მას „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად ცალკე რეიტინგი აქვს. […]
რუსეთში სერგეი შოიგუს მოადგილე დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს […]
აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მივიდნენ

სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. სტუდენტების განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლურია და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი კრიტიკა მიუღებელია. ამასთან, აქციის მონაწილეები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, გარეთ გამოსულიყვნენ და პროტესტი გამოეხატათ. შეკრებილები სკანდირებენ: […]
„მე მინდა გავხდე თბილისის მერი…ამ ქალაქს დავალაგებ ისე, რომ არც ერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება” – აპირებს თუ არა გიორგი ყიფშიძე პოლიტიკაში მოსვლას

გიორგი ყიფშიძე სკანდალურ განცახდებას აქვეყნებს. მისი თქმით პოლიტიკაში უნდა მოსვლა და უნდა თბილისის მერი გახდეს: „მე მინდა გავხდე თბილისის მერი, ბავშვობიდან მესიზმრებოდა დედაქალაქის მერობა, იქ მრჩეველები, რაღაცები… მგონია, რომ ამ ქალაქს დავალაგებ ისე, რომ არც ერთი უკმაყოფილო კაცი არ იქნება.”